ეს არის პიკასოს ბიჭი?
ამაზე აგებთ ხოლმე ბიჭო, "მეფის რუსეთის დროს რომ თავად-აზნაურობა გვყავდა და მერე კომუნისტებმა რომ გაწყვიტეს მას მერე დებილები ხართ"თეორიებს?
ამით ერთობა პიკასო?
ვაი თქვენს პატრონს უბედურს.
ბატონი ვანო თარხნიშვილი სხვებისგან განცალკევებით იჯდა, წინ ქვების დიდი გროვა ჰქონდა, თავჩაქინდრული ფიქრობდა. საოცარი და, მგონი, განუმეორებელი წარსულის პატრონი იყო ბატონი ვანო. ოცისამ თუ ოცდაორისამ მიჰყო ხელი არალეგალურ მუშაობას. იგი საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეით იყო გატაცებული და მთელი სიცოცხლის მანძილზე ჯიუტად, ფეხმოუცვლელად ებრძოდა წყობილებას, რომელსაც მისი უახლოესი ნათესავებისთვის გენერლობა, საიდუმლო მრჩევლობა, დიდი მამულები, ორდენები, სიმდიდრე, ყოველგვარი სხეა კეთილდღეობა უხვად ემეტებოდა და ყოეელივე ამას არც თვით ბატონი ვანოსთვის დაიშურებდა, წყობილებისადმი მისი ერთობ თავისებური პოზიცია რომ არა. ბატონი ვანო თარხნიშვილი სამოცს გადაცილებული იყო და იმ ორმოც წელიწადში მოხდილი ჰქონდა მრავალი გადასახლება, რამდენიმე იძულებითი თუ ნებაყოფლობითი ემიგრაცია, უამრავი ციხე. ერთი სიტყვით, მის თავზე წისქვილის ქვაც იყო ნატრიალები, ჯაჰრუ –დოზანაც და ის, რაც მაშინ ორთაჭალის ციხეში ხდებოდა, პირდაპირ და საგანგებოდ მისი ნატურისთვის იყო ზედგამოჭრილი.
– გამარჯობათ ბატონო ვანო! – მიესალმა დათა თუთაშხია.
მოხუცმა ამოგვხედა, ღრმად ამოისუნთქა და მერეღა გვითხრა:
– ღმერთმა გამარჯვება მოგცეთ!
– როგორ ბრძანდებით, ხომ კარგად, ივან დარისპანოვიჩ, – მოვიკითხე მე.
ბატონმა ვანო თარხნიშვილმა წამით იყუჩა და მითხრა:
– დავიქანცე, შალვა... ძალიან დავიღალე. როდის გათავდება ეს ამბავი, ჰა? მოხუცი, მართლაც, ღონემიხდილი და ქანცმილეული ჩანდა.
– იცით, რაზე ვფიქრობ, ბატონებო?.. – ისევ გამოგველაპარაკა.
– დიახ, ბრძანეთ.
– მე გიორგი სააკაძის პირდაპირი ჩამომავალი ვარ. ჩემმა წინაპრებმა, აი, ეს ბოლო სამასი წელიწადი სულ შფოთსა და დავიდარაბაში გაატარეს. ალბათ, ჩემში და ამ სიბერის დროს გამოჟონა მთელი მოდგმის დაღლილობამ. აღარ შემიძლია! პატარა ხანს ჩუმად ვიყავით.
– დაისვენეთ, ვანო – ბატონო. ახლა ახალგაზრდობის ჯერია. თქვენ თქვენი ვალი დიდი ხანია მოხდილი გაქვთ. ვიცით ეს ყველამ, – უთხრა დათამ.
– არ იქნება. ჩემი ადგილი აქ არის, – მიუგო ბატონმა ვანო თარხნიშვილმა, თავი ჩაღუნა და ფიქრებს მიჰყვა.
– მაგი არ წავა მანდედან! – მითხრა დათა თუთაშხიამ, როცა ბატონ ვანოს საგრძნობი მანძილით გავცდით.
- არ წავა და ##### პატრონი, გავიფიქრე მე, მაგრამ გამახსენდა რომ ამირეჯიბის წიგნი იყო და სიჩუმე ვამჯობინე.
This post has been edited by karlsoni on 18 Oct 2016, 16:14
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/