#49080431 · 20 Oct 2016, 10:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tsotnemefe
| QUOTE | ახალ ეროვნულ მოძრაობას ახალი თაობა დაიწყებს. ძველ ტიკში ახალი ღვინის ჩსხმას აზრი არა აქვს.
ახალი თაობა კარგად ერკვევა, ვინ იყო ეროვნული მოძრაობა და რა გზა უნდა გააგრძელოს (ყოველ შემთხვევაში, პუტჩისტების, ე.წ. ქართველი კონგრესმენებისა და შევარდნაძე-სააკაშვილის ჩიხურ გზებს გაგძელება არ უწერია). |
1990 წლის 30 სექტემბერს ეროვნული კონგრესის არჩევა, იყო უკვე ყელგამოღადრული ეროვნული მოძრაობის გაგრძელების ბოლო მცდელობა. ეროვნული კონგრესი შედგებოდა 200 კონგრესმენისა და ექვსი პოლიტიკური პარტიისაგან. ეროვნულ კონგრესს საქართველოში არჩეული ათივე მოწვევის თითეულ პარლამენტზე შეუდარებლად უკეთესი პირადი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ ამათგან დაახლოებით 30 კაცი ანუ 15 % კაგებეს მიერ შეგზავნილი აგენტებისაგან შედგებოდა. ანუ კონგრესის 85% საღი იყო. ეს მაშინ როცა ათივე მოწვევის ნებისმიერი პარლამენტის შემადგენლობის 100% აგენტურით იყო დაკომპლექტებული.
ეროვნული კონგრესის არჩევნები ჩატარდა მხოლოდ ენთუზიაზმით და ეს არჩევნები არავის არ დაუფინანსებია. არცერთი კონგრესმენი ხელფასს არ ღებულობდა და კონგრესს არც რაიმე სამოქმედო თანხები გააჩნდა. კონგრესის არჩევიდან ერთი თვის შემდეგ 1990 წლის 28 ოქტომბერს კონგრესის საწინააღმდეგოდ კრემლმა ე.წ. საქართველოს უზენაესი საბჭო აირჩია. უზენაესი საბჭოს არჩევნები უკვე მოსკოვმა დააფინანსა და დეპუტატები ხელფასს მოსკოვიდან ღებულობდნენ. კონგრესს არც ტელევიზია არ ჰქონდა.
ასეთ პირობებში მოყოლებული 1990 წლის 30 სექტემბრიდან 1992 წლის 21 თებერვლამდე ვერაფერი ვერ გააკეთა. იგი მთლიანად პარალიზირებული იყო ორი წლის განმავლობაში. 1992 წლის 21 თებერვალს როგორც იქნა კონგრესი ერთხელ შეიკრიბა და კონგრესის მიერ ერთხმად მიღებული იქნა 1921 წლის კონსტიტუცია. ოღონდ მიუხედავად იმისა რომ კონგრესს კიდევ 3 წლით ჰქონდა მანდატი, მისი მუშაობა უკვე შეუძლებელი იყო. კონგრესს ებრძოდნენ შევარდნაძე-სააკაშვილის და ზვიად გამსახურდიას ორი უკანონო ხელისუფლება. რა თქმა უნდა ე.წ სამხედრო საბჭოც ეროვნული კონგრესის მტერი იყო.
სიცრუეა, რომ თითქოს კონგრესმა დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება. კონგრესმა უბრალოდ მხარი არ დაუჭირა მას. იყვნენ თუ არა კონგრესში პუტჩისტები?
კონგრესი აირჩა პროპორციული სიით და იგი შედგებოდა ექვსი პოლიტიკური პარტიისაგან. ამ ექვსი პარტიიდან ერთ-ერთი იყო კომუნისტურ პარტია ( სულ 6 კონგრესმენი) კონგრესის შემადგენლობაში ძირითადად იყვნენ
ირაკლი წერეთელის პარტია გია ჭანტურიას პარტია თამარ ჩხეიძის პარტია გურამ გოგბაიძის პარტია ვაჟა მთავრიშვილის პარტია და ის 6 კომუნისტი.კონგრესმენი.
იმ 6 კომუნისტ კონგრესმენს პრაქტიკულად კრისტიც არ დაუძვრიათ და საერთოდ სათვალავშიც არ იყვნენ ჩასათვლელი.
მხედრიონი როგორც ასეთი არ იყო კონგრესში შემავალი პარტია, მაგრამ ჯაბა იოსელიანი და რამდენიმე მხედრიონელი მაშინ ირაკლი წერეთლის პარტიას იყვნენ მიტმასნილნი. ეს პარტიაც ამ დროს უკვე ინფილტრირებული იყო კაგებეს მიერ. 73 კონგრესმენი. ჰყავდა წერეთელს.
69 კონგრესმენით იყო წარმოდგენილი გია ჭანტურიას პარტია. ასე რომ კონგრესში ირაკლი წერეთელი და გია ჭანტურია ფლობდნენ უმრავლესობას.
კონგრესში მხედრიონის გარდა ასევე იყვნენ შეტმასნილნი რესპუბლიკელები და სწორედ ისინი წარმოადგენდნენ კაგებეს აგენტთა ძირითად ბირთვს.
კონგრესმა ვერ იმუშავა ასეთ პირობებში.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|