#49088594 · 21 Oct 2016, 12:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dega
| QUOTE | | რაღაც მოსაფიქრებელიამაგრამ არ გაკეთდებაიმიტომ რომ საქართველოააქ სხვა ამბები უფრო აინტერესებთ ვიდრე პენსიონერები |
როცა ადამიანს აიძულებ, რომ მთელი დღე იმაზე იზრუნოს, რომ მშიერმა არ დაიძინოს, ან როგორმე წამალი იშოვოს, რომ დილით გაციებული არ ნახონ საწოლში, ის ხვალინდელ დღეზე ვეღარ იფიქრებს...
ამ დროს ეკლესია მაცხოვარს ციტირებს "დღევანდელ დღეზე იფიქრე და შენს ხვალინდელ დღეზე მე ვიფიქრებო", რაც დიდი ცინიზმი და თავზე დაჯმაა, რადგანაც როგორც ჟურნალიუგები ცვლიან და რესპონდენტის კონტექსტიდან ამოგდებულ ფრაზებს ავრცელებენ, ასევე უფრო მეტს ეკლესია მიჰქარავს, რადგანაც საქმე უბრალო რესპონდენტს კი არ ეხება, არამედ მაცხოვარს, ხომა? ამიტომაც ადამიანებს აღარ სჯერათ ხვალინდელი დღისა და მასზე არც და ვერც ჰფიქრობენ... და რასაც ჩასძახებ ჯადო ყუთიდან, იმასაც ამოგძახებენ, ოღონდ ტოცა უფრო ხმადაბლა...
Robin Hood
| QUOTE | | პენსიონერების უფლებებს სააკაშვილი იცავდა თავის დროზე2002 2003 წლებში და მაგის ფონზე წამოწია რეიტინგი |
აბა, ეს ჩვენი პოლიტიკოსები სააკაშვილებივით აფერისტები ხომ არ არიან, რომ პენსიონერთა უფლებები დაიცვან? პირიქით, გულწრფელად გვაჩვენებენ, რომ ფეხებზე ჰკიდიათ!
iverski
| QUOTE | | მარა მაინც არაფერი გამოვა, სანამ ამათ დემოკრატია სხვისი ყვლეფა ჰგონიათ და გაყვლეფილებს კი საკუთარი უფლებების არა ესმით რა |
ასაკში ადამიანი ძნელად სწავლობს და რა გასაკვირია, რომ მოსახლეობის ასაკოვან ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდეს იმ საკითხებზე, რაზეც მათ დროს გაფიქრებაც კი გაციმბირებით ისჯებოდა?
კანონი იმიტომ არის კანონი, რომ სუსტი დაიცვას ძლიერის ძალადობისგან, ხოლო ბოთე - თაღლითის მაიმუნობისაგან, ხომა?
ჰოდა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, უფრო სწორედ კი ხელისუფალს აწვება - აბა, მე თუ დავიწყებ კანონისა და სამართლის დაცვას, ეგრევე ტერორისტად გამომაცხადებენ და რაც კი ფიშტოიანი კაცია, ყველა მე დამიწყებს დევნას, ხომა?
gimmelle
| QUOTE | | მე თემაც მგონდა მაგ საკითხზე გახსნილი:რატომ არა ოცნებას! (post #48930211)ანუ არ მკიდია. |
ე.ი. უფრო ადრე და ოპერატიულად დასმულა საკითხი, მაგრამ:
რატომ არა ოცნებას! ლიბერთის დაყაჩაღება ალალია! gimmelle 1 137 1st October 2016 - 15:22 Last Post by: aivenho
ანუ, 137-მა იუზერმა ნახა და მხოლოდ აივენჰო გამოეხმაურა... თემა 50-ე გვერდზე განისვენებს...
narmonana
| QUOTE | | კაი და რა ვქნა,რომ დავწერო რამე?მშვენივრად ვიცი რა ხდება მანდ.განსაკუთრებით განვადებებში,მაგრამ ჰაა.რა უნდა ქნააა. |
ჩვენც გაგავაგებინე, რადგანაც ჩემს წარმოდგენას არ ძალუძს თავისით, დაუხმარებლად ჩაწვდომა... მაგიტომაც ვკითხულობ იმ თემაში, რატომ არ უნდა გაგინოთ-მეთქი?
IOSKAMAN
| QUOTE | | ეგაა რა უკუღმა რომ აყენებთ საკითხს და უკნიდან აგვარებთ პრობლემასბანკს რას ედავებით? გასდის და აკეთებსსახელმწიფოს მიედავეთ, ვინც მაგის უფლება მისცა |
სახელმწიფო ნამდვილად არის დამნაშავე, რომ მაგ ბანკს გადასცა პენსიონერების ფულებით მამაძაღლობების პრივილეგია, მაგრამ ბანკიც რომ არ აკლებს?
miki
| QUOTE | | ადამიანი ვარ მაგრამ რა შემიძლია? ერთადერთი არჩევნებზე დავაფიქსირო ჩემი არჩევანი და იმასაც მიყალბებენ. აღშფოთებით უკვე აღვშფოთდი წლების წინ მერე რა? რა შედეგი მოუტანა პენსიონერებს ჩემმა აღშფოთებამ. არც არაფერი. ისევ პროცენტებს აწერენ, ისევ წამლებს ვერ ყიდულობენ, ისევ შიმშილობენ და ისევ მათხოვრობენ ანდა იხოცებიან. კიდია ეს ხალხი ყველას. მე კი რაც არ უნდა ავღშფოთდე და რომც გადავყვე ამ აღშფოთებას გაზაფხულს ვერ მოვიყვან, ყვავებითაა გადაშავებული აქაურობა. |
ორგანიზებული ბრძოლაა გამოსავალი! და ორგანიზებულობას სულ არ სჭირდება რომელიმე პარტიაში გაწევრიანება - მე ეროვნული ფორუმის წევრი ვიყავი და ჩვენი ორგანიზებულობით კაი ხოშიანი ბუა კი ვიყავით, მაგრამ - უმოქმედო ბუა! და ახლა სად არის ეროვნული ფორუმი? თვითონაც რომ ვერ ხვდებიან, იქ! ორგანიზებულობა იწყება სამეზობლოდან, სამეგობროდან, სანათესაოდან, სამსახურიდან - ნამდვილად არ ტეხავს საერთო საქმეში მონაწილეობის მიღება - სოციუმისგან განკერძოების გაფეტიშება ქვეყნის მტრების მიერ მოგონილი პეროა!
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|