აუ ეგ მაგარი კაცი იყო

ჯერ ერთხელ თქვა 6 კუში, უეჭველია, თავს ვდებო...
ლიგის თამაში იყო და ვიფიქრე ლიგის თამაში რო გამტყდარიყო, ამას საიდან ეცოდინება მეთქი, მაგრამ 50 ლარი დავდე მაინც, არ მომითმინა გულმა

ხო და მოვიგე 300 ლარი...
მერე კიდე მითხრა 4 კუში, პირადში მომწერა...
ვიფიქრე ეხლა უეჭველი მაზავს მეთქი, მაგრამ მაინც დავდე 50 ლარი...
თან ბიჭებსაც დავადებინე უბანში...
და მოვიგეთ 200-200 ლარი...
და სასტავი უკვე ტვინს მი###ავს, აღარ გეუბნება ის ვიღაცა კუშებსო?
ხო და მოვოდა პარასკევი და ტიპი მწერს თურქეთის მეორე ლიგის თამაშს, უეჭველი ნიჩიააო...
ხო და ჩავედი უბანში და სასტავია ათი ათასს დადებენ რო ვითხრა, ფულიც აქვთ...
მაგრამ ვერ ავიღე ჩემ თავზე (მე მაინც ვერ მეტყოდა ვერავინ ვერაფერს) და ესე მითხრა 100$-ზე მეტი არ დადოთო მეთქი, არადა ცხოვრება დადეო, ეგრე მითხრა

...
ხო და ვხიეთ ერთი ხუთმა კაცმა 200-200 ლარი...
ამოვედი სახლში და ვფიქრობ, მაშინ რო არ დავუჯერე და ცოტა დავდე, ხო ვინანე მეთქი და ჩავირიცხე კიდე 200 კარი და ისიც ვხიე...
ხო და დაიწყო თამაში და ჩავუჯექი ფლეშსქორზე...
გაიტანა ერთმა გუნდმა ერთი გოლი, მერე მეორე, მერე მესამეც და იგებს ერთი გუნდი 3-0-ს...
ვაა, მეთქი გამაზა ამ ჩემისამ...
სასტავი გასწორებულშია, კიდე კაი მეტი არ შევაგდეთო...
დაიწყო მეორე ტაიმი და 3-1... ბოლოსკენ, 90-ე წუთზე 3-2...
მაგრამ აღარ გვეყო დრო...
და უცბად ბრახ და 94-ე წუთზე პენალტი იდება...
ხო და იმ გამზრდელმო###ულმა სულ ააცილა კარს...
გავგიჟდი...
სასტავიც გაგიჟებულია, უყურე შენ, უეჭველი გატეხილი თამაში იყო, უბრალოდ იმ Y-ემ კარს ვერ მოარტყაო...
ხო და ეგრე იყო...
ორი კვირის წინ მოვიგე კიდე პატარა ფული, გატეხილ თამაშზე...
სასტავმა ბევრი მოიგო, მაგრამ მე ვერ ვრისკავ ვიღაცის დარეკილზე...
მაქს. 100 ლარი დავდო...
550 კი ამოვაგდე, არაა ცოტა...
მაგრამ სასტავმა ათასები მოიგო...
Mens sana in corpore sano...