საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის რედექციით მუხლი 241-2 ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
Keboორი ადამიანის ან მეტის გარდაცვალების შემთხვევაში ისჯებოდა 15 წლამდე თავისუფლების აღღკვეთით და მაშინ ბევრ ცნობილ ადამიანისთვის მიუსჯიათ პატიმრობა
დღევანდელ კანონში უნდა ჩაიწეროს რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ან მეტი ადამიანის გარდაცველებით დასრულებული შემთხვევა სასჯელის ზომად იყოს 12 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
ხოლო ერთი ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა
ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში 12 დან 20 წლამდე პატიმრობა ეს არის ადეკვატური სასჯელი დამნაშავე მძღოლის მიმართ
ექნება დანაშაულს შემამსუბუქებელი გარემოება მიიღებს 12 წელს
მარშუტკის შოფერმა რომ ამოხოცის 8 კაცი და დამნაშავე მძღოლი მარშუტკის მძღოლი იყოს 9 წელი ადეკვატური სასჯელია ?
რა არის აქ გაუგებარი ?ასევე უნდა არსებობდეს სპეციალური კოლონია რომელიც გაუფთხილობით ჩადენილ დანაშაულისთვის პატიმრებზე იქნება გათვლილი ადრე არსებობდა ასეთი კოლონია რომელიც ნებისმიერ ავარიაზე და გაუფრთხილობით ჩადენილ დანაშაულზე იხდიდნენ სასჯელს პატიმრები
ქართული ფიმი'' განაჩენი '' არ გინახავთ ?
* * *
,,ის დამნაშავეა,, _ რას წერს რაგბისტ მერაბ კვირიკაშვილზე გარდაცვლილი ნუცა კალანდიას დედა
საშინელი ავტოავარიიდან სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილის რაგბის მოედანზე გამოჩენას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცუდად შეხვდა. ისინი აცხადებენ, რომ კანონი არ უნდა იყოს შერჩევითი და დამნაშავემ, ვინც არუნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. კვირიკაშვილის დაუსჯელობის გამო, სახელმწიფო სტრუქტურები ცოტნე გამსახურდიამაც მკაცრად გააკრიტიკა. მოკლედ, ფეისბუქზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით დიდი პოლემიკაა გამართული. აღნიშნულ მითქმა-მოთქმას კი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა, ქეთი შელეგია ეხმაურება:
“მინდა ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, ერთი ამბავი ატეხეს გამსახურდიას პოსტთან დაკავშირებით. მე არ მაინტერესებს სხვისი აზრი, საკუთარიც მყოფნის.
1. ის, რომ კვირიკაშვილს არავინ უჩივლა, იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებიც მან დააობლა და არ მინდა, რომ კატოსავით მთლად უპატრონოდ გაიზარდონ ანუ უდედმამოდ.
2. რაც შეეხება მის უდანაშაულობას, აქ ვერ დაგეთანხმებით, საკმაო ინფორმაცია მაქვს და ჭკუაც მყოფნის იმის მისახვედრად, რომ ის დამნაშავეა.
3. რაც შეეხება რაგბს, მე ვთვლი, რომ ეს მისი სამსახურია და თავისი ოჯახის სარჩენად ის სამსახურს უნდა დაბრუნებოდა.
და ბოლოს, თუ მას სინდისი აქვს, ის ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს, ამიტო მას მემგონი ციხე არაფერში ჭირდება, თუ არა და თვითონ იცის თავის საქმის, თუმცა დაზარალებულების ოჯახებისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა…
ჩემი პირადი აზრია და ამ აზრს ვერავის კომენტარი ვერ შემაცვლევინებს!” – წერს ავარიაში დაღუპული ნუცა კალანდარიას დედა.
http://www.postalioni.com/2016/10/%e1%83%9...83%a0%e1%83%90/დაღუპული ნუცა კალანდიას დედა ამბობს დამნაშავეაო და თქვენ რა დაიხიეთ კალთები მეკოს უდანაშაულოებზე ?
ამ 276 მუხლით თუ ვინმე(ები ) არ დაისაჯნენ სამაგალითოდ ქართველ მძღოლები ყოველთვის იტყვიან უფფ კაცო 4 წელი რა არის გადავიხდი გირაოს 5 ათას გელას და სახლში ვიჯდები
რომ ნახავენ რომ ვიღაცა მკაცრად დაისაჯა ასეთი ფიქრები აღარ ექნებათ
ქვეყანაში სადაც წელიწადში საშუალოდ 600 ადამიანი იღუპება სწორედაც ეს 276 მუხლი უნდა გამკაცრდეს და მძღოლებმა ციხეები უნდა ხეხონ 20 წლით მხოლოდ კანონის სიმკაცრით გამოასწორებ ამ ქვეყანას
ქვემო ქართლში ძაან ბევრი ვაკე ადგილებია სადაც ციხეების აშენება შეიძლება
სააკაშვილმა თავის დროზე კარგად თქვა არავითარი ნულოვანი ტორერანტობა ყველანი ციხეში აი ასე უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა და არა ლიბერალური ღირებულებებით.
* * *