შეტევა განხორციელდა არა პირდაპირ ამ ორგანიზაციებზე, არამედ კორპორაცია Dyn-ზე (
https://dyn.com/ ) რომელიც უზრონველყოფს DNS მომსახურებას ზემოთხესენებული კომპანიების დომენებისთვის. ფიზიკურად ამ კომპანებს და მათ ინფრასტრუქტურას შეტევა არ შეხებია, Dyn ვეღარ უზრუნველყოფდა ამ კომპანიების დომენებზე შესული კლიენტების სერვერებზე გადამისამართებას.
ამ მოხსენების გარდა Doug Madory იყო ერთ-ერთი მკვლევარი რომელიც ეხმარებოდა ცნობილ ჟურნალისტს და ინტერნეტ უსაფრთხოების ექსპერტს Brian Krebs, რათა გამოაეშკარავებინათ ებრაელი ჰაკერების ჯგუფი რომლებიც შეკვეთებს იღებდნენ DDoS შეტევების მოსაწყობად. მათი კვლევის დახმარებით ეს ჰაკერები ამჟამად ხეხავენ ისრაელის ციხეს და მათი ყოფილი კლიენტები/თანამოაზრეები სისხლს ფსავენ

ზემოთხსენებული ჰაკერების ისრაელში დაკავების შემდეგ, კვლევის ავტორ Brian Krebs-ის კუთვნილ საიტზე (
https://krebsonsecurity.com/ ) განხორციელდა ისტორიაში ყველაზე დიდი DDoS შეტევა დაახლოებით ერთი თვის წინ და გამოიწვია მისი 2 დღიანი გათიშვა, ეხლა კი Dyn-ის მკვლევარის იგივე თემაზე მოსხენების შემდეგ გამოიწვია Dyn-ზე ეს თავდასხმა.
Dyn არის უმსხვილესი ორგანიზაცია თავის სფეროში და მათი კლიენტები არიან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის ათასობით კლიენტი რუსეთიდან და ჩინეთიდან. უბრალოდ ამ ქვეყნებში არსებული მათი კლიენტების გათიშვა არ ახდენს ასეთ სენსაციას ვინაიდან ლოკალურ მარკეტზე მუშაობენ, თორემ ამ გრანდებთან ერთად ათასობით სხვა საიტიც გაითიშა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
თვითონ შეტევის ტიპს რაც შეეხება, იყო DDoS შეტევა (ფლუდი, ბოტების მიერ უაზრო რექვესთებით ქსელის გადატვირთვა) და ვინც ხართ ამ საიტის მომხმარებლები, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ... თქვენს პირად და საბანკო ინფორმაციებზე წვდომა არ ქონიათ ჰაკერებს

ასევე სრულიად შესაძლებელია რომ ამ შეტევის მონაწილე იყო ნებისმიერი თქვენგანი გაუცნობიერებლად

ყველაზე დიდი ნაწილი შეტევაში ჩართული ბოტების იყო ინტერნეტში ჩართული უსაფრთხოების კამერები, ბეიბი მონიტორები და კამერების DVR-ები. ასე რომ თუ ფლობთ რომელიმე ასეთ მოწყობილობას და ქარხნული პაროლი რაც მოყვა ისევ ის გიყენიათ, ან მარტივი პაროლი როგორიც არის 123456 ან რამე მსგავსი, დიდი შანსია თქვენი დამსახურებაც იყო ეს შეტევა

არასოდეს არ დატოვოთ ქარხნული პაროლი არცერთ ინტერნერთან მიერთებულ მოწყობილობაზე!!!!
This post has been edited by web_nts on 22 Oct 2016, 19:07