http://1news.ge/index.php?id=8343ნაციონალისტური გაერთიანება "ქართული ძალიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 17 წლის არასრულწლოვან გოგონას თურქეთის სამი მოქალაქე თავს დაესხა და დაზიანება მიაყენა, თავად გოგონა ჩვენებაში უარყოფს.
"პირველი ნიუსი - საქართველოსთვის" ცნობილი გახდა, პოლიციისთვის მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც არასრულწლოვანი ამბობს, რომ თურქები ძალიან არ უყვარს და მათ წინააღმდეგ შეგნებულად იცრუა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა "ქართული ძალის" ერთ ერთი აქტიური წევრის შეყვარებულია. პოლიცია, ცრუ ჩვენების იძულების მიმართულებით მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა მომხდარ ფაქტზე კომენტარი, სადაც უწყებამ კატეგორიულად უარყო სამი თურქეთის მოქალაქის თავდასხმა.
"პოლიციამ მოახდინა, არასრულწლოვანის გამოკითხვა, რის შედეგადაც არ დადასტურდა რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა" - აცხადებენ სამინისტროში.
ნაციონალისტურმა ჯგუფმა "ქართული ძალა" გაავცელა ინფორმაცია, რის მიხედვითაც სანზონაში სამმა თურქმა სცემა არასრულწლოვანი გოგო და ქონდათ გაუპატიურების მცდელობა. ჯგუფის წევრები პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილი და ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ.
სასწრაფოდ გამოსაძიებელია ამ ორგანიზაციის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი და ეს ორგანიზანია მისახური.