A10შენ რომ შენი ნაცური ზრახვები დაიოკო არ გინდა და საქმეს ობიექტურად მიუდგე?
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კრწანისის სამხედრო ბაზაზე უცხო პირების შეჭრასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი თავდამსხმელიდან ერთი იდენტიფიცირებულია და ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.
“წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდაჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ამ ეტაპზე ირკვევა შემდეგი: 2016 წლის 23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში. დაახლოებით 03:30 საათზე, მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ. სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.
გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. შესაბამისი კვლევებისთვის გარდაცვლილისგან აღებულია დაქტილოსკოპიური ნიმუშები. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...-avrcelebs.htmlსაქართველოში აშშ-ის ელჩი კრწანისის სასწავლო ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს. როგრც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხის გამოძიებაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებენ.
"ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია.
ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ საკითხის დეტალების გამოძიებაზე" , - განაცხადა ელჩმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...s-utsodebs.htmlპირი, რომელიც ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია. როგორც სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ კუხიანიძე აცხადებს, ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.
კუხიანიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.
„იდენტიფიცირებული პიროვნება არის 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელია. არ შემიძლია ჯერჯერობით თქმა სამხედრო სამსახურთან იყო თუ არა კავშირში. ახლა დავალებული მაქვს შესაბამისი სამსახურებისთის დადგენა ვინ არის, რას წარმოადგენს, სად მუშაობდა და ა.შ“, - განაცხადა მან „რუსთავი 2“-თან საუბარში.
მისივე განმარტებით, გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა გუშაგი, რომელმაც გასროლა განახორციელა.
„თავდასხმა მოხდა გუშაგზე, რომელმაც მოახდინა გაფრთხილება, შემდეგ ჰაერში გასროლა, რასაც მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. გუშაგი დაიკითხა“, - აღნიშნა მან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...icirebulia.html