რაღაც პონტშიო, ამბობ?
ამ ქვეყანაში სამართალი და მართლმსაჯულება რომ არ არის ეს "რაღაც პონტია"?
ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამინი არანაირად დაცული რომ არ არის – ეს რაღაც პონტია?
გაიაზრეთ, ადამიანებო– დამნაშავის დასჯა ავტომატურად არ გულისხმობს უდანაშაულოს დაცვას!!!
თქვენ მიგაჩვიეს უკუღმა აზროვნებას, აღქმა წაგიშალეს, ამას გულწრფელად გეუბნებით. მაგალითი იმისა რომ დამნაშავის დასჯა ავტომატურად არ გულისხმობს უდანაშაულოს, დაზარალებულის დაცვას:
ფაქტს გიყვებით – მოხდა ავარია. მძღოლს დაეძინა და გადავიდა საპირისპირო მიმართულების ხაზზე. შეასკდა მანქანას, რომელმაც მანამდე მოასწრო დამუხრუჭება და იმის გამო რომ უკან მომავალი მასთან დასაშვებზე მეტად ახლოს იყო, ისაც შეასკდა თავის მხრივ. ყველა გადარჩა, რაც იმ მძღოლის დამსახურებაა ვისაც საპირისპიროდან მომავალი ჩაძინებული შეასკდა. დამსახურება იმიტომ რომ დასაშვებ სიჩქარეზე კიდევ ოდნავ ნაკლებით მოდიოდა.
მაგრამ– ახლა ვსაუბრობ უდანაშაულოზე და დაზარალებულზე, ვისაც შეასკდნენ:
მანქანაში მსხდომები დაშავდნენ საშუალო სიმძიმით. ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.
მანქანა რომ დაიჭმუჭნა, ეგ თავისთავად.
რაც მაგათ მკურნალობა დაუჯდათ,გადაუდებელის შემდეგ, აუცილებელი გამოკვლევები, წამლები, ტრანსპორტის ხარჯები, და აუნაზღაურებელი მორალური ზიანი.
ახლა კანონი რას ამბობს ამაზე?
კანონი ჩასვამს დამნაშავეს და სახელმწიფო ჯარიმას გადაახდევინებს. მაგრამ დაზარალებულს არაფერი არ აუნაზღაურდება! სრულიად არაფერი! ტიპი ამბობს არა მაქვს და არ გაძლევო და მორჩა! კანონი არაფერს არ კისრულობს, კანონი არ იცავს უდანაშაულო დაზარალებულს!
აი ასეთი ქვეყანაა. და თქვენ ამბობთ რაღაც პონტშიო?
მე პირადად, თითსაც არ გავანძრევ ქვეყნისთვის, რომელსაც მე ფეხებზე ვკიდივარ, რომელიც არათუ არ მიცავს, და საამისო კანონებს და მექანიზმს არ ქმნის, არამედ მიუფურთხებია ჩემი ადამიანობისთვის, ნივთადაც კი არ მთვლის!
ასეთი ქვეყანა თავად არის საფურთხებელი! და უთხრეს კიდევაც თავის დროზე!
შეიძლება არ ვაგინო, მაგრამ მეც სუუულ ბოლომდე მკიდია
დიახ. სამშობლოს მე განვასხვავებ ჰიბრიდულ–ინსტიტუციონალური მოწყობისაგან, რომელიც ახალი ტიპის ჰომოი დებილოიდებს აყალიბებს.
და ვინც საქართველოს, როგორც კულტურულ ღირებულებრივ რეალობას და იდეალურობას ურევს დღევანდელ/გუშინპ–გუშინწინდელ/ მუტანტურ წარმონაქმნში, ეს მისი პრობლემაა.
ცოტნე საზიზრარია თუ საყვარელი– /ვისთვის ერთია და ვისთვის მეორე – ეგ ამ ფორუმზე გასარჩევად თუ გახადეთ კარგად ყოფილა თქვენი საქმე და ჭორიკანა პროვინციელი დედაკაცებისგან არ განსხვავდებით მაშინ/, იგინება თუ იფურთხება, ეგ მისი პირადულია და გამოხატავს პიროვნულად. მაგრამ
რასაც ამბობს როგორც ფაქტს, 100% და წყალი არ გაუვა.
მაგ მისამართით მეტსაც ვიტყვი გინების გარეშე, გამოხატვის ჩემი უფლებით.
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო