ეხ... გადაჯიშდა ხალხი, გადაჯიშდა...
ჩემს ჯეელობაში ზოგს საცივიან თეფშში ჰქონდა თავი ჩარგული და იქედან უშვებდა ბუშტებს, ზოგიც სალათა-მაიონეზიანს ელამუნებოდა ლოყით...
ეხლა კიდე გაჯეტები, გაჯეტები, გაჯეტები...
წასულების ხსოვნა-მოსაგონარი და წინაპრების სადღეგრძელო რომც გამოგრჩეს, კაცი არაა მითითებუის მომცემი...
ეგ კი არადა, მამა-პაპური თავყბისლეწვა-ჩხუბებიც აღარ ხდება თითქმის...
ეხხხხ...
ღვინოს საფლავზე არავინ მიგიტანს
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი,-
ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს
თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!
კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა,-
ეს ადათები ძველთაგან ძველი
გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა
და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.
პ.ს. ახალგაზრდებო, არ დაუჯეროთ არავის, ამქარ-ართურმის მომგონიც .... და ზედაც ელამი მიკიტანი თავის ყოჩით!
გაჯეტებს მიაწექით, გაჯეტებს.... ესენი (ძველები) იხმაურებენ, ივიშვიშებენ და გადაშენდებიან ბოლო-ბოლო, აპა, ცას ხო არ გამოეკერებიან...
This post has been edited by chombe on 25 Oct 2016, 22:05
მიმაგრებული სურათი