აი მეზარება ბევრი წერა, თან არც დრო არ მაქვს იმდენი, მიუხედავად ამისა კი დავწერდი, მაგრამ აზრი არ აქვს უბრალოდ. 
გაზრდილი ბიუროკრატია, სახელმწიფო მოხელეების რაოდენობა...
დაითვალეთ რამდენია გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადი ქვეყანაში, რომლებიც სახელმწიფო სექტორში არ არიან დასაქმებულები და ნახეთ მერე რამდენ ხელფასებს იღებენ საჟარო მოხელეები, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირები და ა.შ. 
ნახეთ როგორ გაიზარდა ბიუროკრატია, რამდენი სრულიად არასაჭირო პერსონალი ჰყავთ ხელშეკრულებებით დაქირავებული სახელმჭიფო სექტორში, რამდენი აქვთ დანამატი და პრემია და მიხვდებით რატომ არის ლარის კურსი პრობლემა. 
ფინანსთა ღლე მინისტრი კი იძახის რომ ბიუჯეტი, მისი ხარჯები, ხაჯების დაგეგმვა არ მოქმედებს თურმე ლარის კურსზე (იმდენი ბიძინამ შესცა მაგას ხახაში 

 )
ტვირთბრუნვა შემცირებულია, უარყოფითი სალდო ექსპორტსა და იმპორტს შორის გაზრდილი, ექსპორტი შემცირებული ...... 
მაყუთის მოღუნვები, პირდაპირი მიყიდვები და ე.წ. ტენდერები ამ შემთხვევაში არ მაქვს მხედველობაში, თუმცა ეგეც მოქმედებს თავისთავად. 
ასეთ პირობებში დამტებითი ღირებულების შექმნა ძალიან ძნელია, ამ სიძნელეებიდან გამომდინარე კი ეკონომიკური ზრდა მინიმალურ ზღვარზეა და მიუხედავად მსოფლიო ბანკის პროგნოზისა, 5 პროცენტი ზრდა ამ პირობებში შეუძლებელია. ანუ ქოცეკონომიკის და ქოცმიდგომების პირობებში ! 
1.65 ლარის კურსი კი ოცნების ზღვარს მიღმაა უკვე და ამაზე არცერთი ქართველი უკვე აღარც კი ფიქრობს.
მიდგომები კი არ შეიცვლება, დასასაქმებელია პარტიული სასტავი (სხვათა შორის ამაზე იხდის სასჯელს უგულავა), ასე რომ ვერ მოხდება ბიუროკრატიის შემცირება, ვერ გაანაწყენებენ პარტიულ შნირებს ! 
შესაბამისად იზრდება ბიუჯეტი, ხოლო მისი დეფიციტი იფარება შიდა ვალით, ვალმა კი კანონით დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. 
პ.ს. აზრი ჰქონდა ამ მოკლე პოსტს ვითომ ? რა თქმა უნდა არა !