შავლეგასინამდვილეში ,,არაფერი" შეიცვლება ჩვენს შემთხვევაში, რადგან აქ ისედაც მსოფლიო ფასებზე მაღალი ფასებია თითქმის ყველაფერზე და ამავდროულად ფაქტობრივად დოლარიზირებულია ფინანსური სისტემა.
ავიღოთ პენსიონერი, რომელსაც აქვს პენსია 160 ლარი და რა შეიცვლება მისთვის, თუ 1/2-ზე კურსით მიეცემა 80 დოლარი?
უფრო მოსალოდნელია გაუიაფდეს ბევრი რამ და რატომ გაუიაფდება --- მკაფიოდ ჩანს საფონდო-საბირჟო ფასებიდან, საცალო-საბითუმო ფასებიდან თუნდაც ევროპულ სუპერმარკეტებში, სადაც პირველადი მოთხოვნილების პროდუქტი-საქონელი ბევრად იაფი ღირს, ვინემ ჩვენთან... ხარისხზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც უზარმაზარი სხვაობანია თანაბარი შრომის ანაზღაურებათა შეფარდებაში.
ეკონომისტურად რომ ვთქვათ:
იქაურ ფასებსა და შემოსავლებთან ფარდობითობით ავიღოთ მაგალითად შაქარი და დავსვათ კითხვა,
რა ოდენობის შაქარის ყიდვა შეუძლია ერთი თვის ხელფასით იქაურს და აქაურს?
რა სხვაობასაც მიიღებ --- იმდენჯერ ძვირი იქნება აქ ეს შაქარი აქაურისთვის და რეალურ სხვაობას დაადგენ უკვე კომპლექსურად, რაც შედის სამომხმარებლო კალათში.
30 ევროცენტი ღირს კილოგრამი შაქარი და 3000 ევრო ხელფასით შეუძლია იყიდონ 10 ტონა შაქარი.
ჩვენი 500 ლარ ხელფასიანი იყიდის სულ 200 კილოგრამზე ოდნავ მეტს.
10 000 კილოგრამი რომ გავყოთ 200-ზე იქნება 50.
მაშასადამე კონკრეტულად შაქარი 50-ჯერ ძვირი ღირს აქ საშუალო ფარდობითობით და ასე თუ დავითვლით დანარჩენ მდგენელებს კალათისას და გამოვიყვანთ საშუალო შეფარდებას --- აქ 30-ჯერ ძვირი ღირს მსყიდველობითი უნარიანობის რეალობით.
ნახმარი და მეორადი ტექნიკა მოწყობილობანიც ასევე ბევრად იაფია იქ.
გინდაც ნავთობპროდუქტები, მგზავრობის საფასურნი და ასე შემდეგ.
ავიღოთ ქირა და საკრედიტო განაკვეთები და სხვა უამრავი რამ --- კატასტროფული სხვაობანია.
და მაინც--- ევროპულ ფასებში ბევრად მეტს შეიძენს-მიიღებს ჩვენი პენსიონერი, ვინემ დღეს ძალუძს ლარის გავლენის სფეროში.
ესაა რეალობა და ადასტურებს აქაური სიხარბის და უზნეობის ძარცვის მასშტაბებს და დონეებს და ცრუ ეკონომისტურ-ეკონომიკური პირამიდის ამაზრზენ სახეს.
იოლად დამტკიცებადია ლარის თუნდაც ევროზე გადასვლისას შესაბამისად ევროპულ ფას-ხარისხზე გადაყვანისას --- იქნება მკვეთრი გაუმჯობესება და აქ მრავლად არიან ფორუმელები, ვინც დიდი ხანია ცხოვრობენ ევროპის მოწინავე ქვეყნებში და ზუსტად იციან შემოსავლებიც და ფასების სახეობებიც დონეებისდა მიხედვით და ასევე სოციალური პაკეტების და ფინანსების მექანიზმები.
სავალალოა ისიც, რომ ერთი და იგივე კვალიფიკაციის და შრომის კულტურის მქონე დაქირავებული აქ 10-20-ჯერ ნაკლებს იღებს ანაზღაურებას იგივეში და მისი ნაშრომი კი უფრო ძვირად იყიდება აქ, ვინემ ანალოგიური ღირს ევროპაში.
გაითვალისწინეთ, რომ მცირეშემოსავლიან ევროპელთათვის არსებული სუპერმარკეტები, მომსახურება ბევრად აღემატება ხარისხოვნებით, სიჯანსაღით, დაცულობით, სანიტარულ-ჰიგიენური და სხვა პარამეტრებით აქაურ ბევრ ანალოგებს და ისინი არ არიან ამავდროულად დოტაციურნი.
კითხვაც შესაბამისად:
3000 ევროს უხდიან ხელფასს თვეში, კვირის ბოლოსვე უსწორებენ ანგარიშს შესაბამისად, უფრო ნაკლებად ყიდიან, უფრო დიდ გადასახადებს იხდიან და მაინც მოგებაზე არიან და ვითარდებიან...
აქ კი --- 300-500 ლარზე ამუშავებენ ზენორმატულად, თვეში ერთხელ უხდიან...უგვიანებენ ხშირად, უფრო ძვირად ყიდიან, ნაკლებ გადასახადებს იხდიან, მალავენ და ასე შემდეგ... --- და ზემოგებებზე გასულნი მაინც სულ წუწუნებენ და კოტრდებიან ვითომ ამ მონათმფლობელურ ურცხვობაში.
რეალური ეკონომისტი უნდა ფლობდეს რეალობას და ზუსტად თვლიდეს, ადარებდეს შესადარებლებს.
მანიპულაციაა უზნეო, როდესაც იღებ იქაურ უმაღლეს სტანდარტებს, რაც მაღალშემოსავლიანთა ცალკე სისტემისაა და უფარდებ აქაურ ჩაკეტილ სისტემას ფასებით.
აიღეთ შესაბამისი დონე და იმ დონესთან, ფასებთან თანაფარდობანი და ვისთვის გაუარესდება და ვისთვის გაუმჯობესდება --- უბრალოდ განათლდება და იქ ნაყიდი 400 ევროიანი ავტომობილი აქ რატომ ღირს მრავალჯერ მეტი --- ახსნადია და ჩამოყვნის, განბაჟების და სხვა არგუმენტები არ მიიღება, რადგან ფაქტია --- ერთი და იგივე რამ დიამეტრიულად სხვადასხვა ფასი ღირს იქ და აქ და პარადოქსული სიტუაცია იქმნება, რომ იქაური ღარიბისთვის ბანანი ფარდობითობით 5 თეთრი ღირს და ჩვენი ,,მდიდრისთვის" 50 თეთრი...
ესაა აქაურ უკუღმართობათა კოლონიურიი ანატომია, რომელსაც ვერანაირი ეკონომიკა და ეკონომისტობა ვერ გაამართლებს და თანაც რეზერვ-უზრუნველყოფა ლარს დოლარში აქვს და დოლარზე გადასვლა კი დაქცევაა თურმე...
ველი საწინააღმდეგო არგუმენტებს,როგორც ევროპაში ნაცხოვრები და იმასაც ავღნიშნავ, რომ შუაგულ ბავარიაში მინის ბოთლებში ჩამოსხმულ შესანიშნავ ლუდს, შეფუთულ 6 ბოთლს ვყიდულობდი კურსით 3 ლარად, ანუ ბოთლს 50 თეთრად და აქ ჩამოსულს იგივე, ყველაზე იაფად 2 ლარი ღირდა საბითუმოში და ასე შემდეგ უამრავი რამ...
მაინტერესებს საწინააღმდეგო არგუმენტები როგორია სინამდვილეში:
ევროპული ხელფასები და ქართული, ვროპული დონური ფასები და ქართული ფასების ეკონომისტური აზრი , როდესაც შესასყიდი საფონდო და საბირჟო ფასები ერთი და იგივეა ყველაფერზე --- დასავლეთისთვისაც და საქართველოსთვისაც და ამავდროულად დასავლური მომსახურების ღირებულება ბევრად მეტია და მაინც ჩვენი ფოსტა უფრო ძვირი როგორაა მათზე და სხვა უამრავი რამ.
იქ რაც ძვირია --- არის იქ ან აქ ყველასათვის სავალდებულო?
და თუ კი --- ის იაფი რატომ არაა სავალდებულო და რატომ გადის ძვირიან კატეგორიაში დანაშაულებრივად?
ეს მარტივი კრიტიკული კითხვებია და სერიოზული ეკონომისტური უფრო სხვა დონეა და საკმაოდ საპასუხისმგებლო, რომლის დადგომისას უმძიმესი შედეგებია განსაზღვრული სამართალით...
This post has been edited by triumpi on 7 Nov 2016, 14:44