Chxikviaროგორ გეწვებათ ხოლმე როცა რამე ცუდს დასწერამენ ბიძოზე...და ეგრევე ნოტარიალურად დამტკიცებულ საბუთებს ითხოვთ...
როცა სააკაშვილზე გავრცელებულ ჭორებზე მალემრწმენნი იყავით...
თქვენი ფარისევლური სიმართლისტობა არ გაიშვა.
ბიძო უშიშია ვითარცა უხორცო. (აქ ჟანრის კანონის მიხედვით სააკაშვილის სურათი გორში უნდა იდოს).
მას არაფრის არ ეშინია.
ჭოოოორია ჭოოორია რაც არ მოგწონთ, აააბა რააა.
მარტო მიშაზე ჭორები დაიჯერება.
აჰა თუ შენი არ იცი ვინც იცის იმათ მაინც დაუჯერე"
http://saqinform.ge/news/15288/valeri+gelb...a%E2%80%9C.htmlსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ფრაქცია „ჩვენი საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის ვალერი გელბახიანის განცხადებით, „პრეზიდენტმა პრემიერ–მინისტრის მიმართ სერიოზულ ბრალდებაზე მიანიშნა და ბიძინა ივანიშვილმა მის განცხადებას აუცილებლად უნდა უპასუხოს“.
ასე გამოეხმაურა გელბახიანი „Front News“-თან საუბრისას პრეზიდენტის მიერ წუხელ ტელეგადაცემა „ნანუკას შოუში“ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმად, „ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილს სერიოზულ საფრთხედ აღიქვამდა და სააკაშვილის მთავრობასთან კონტაქტი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა“.
http://netgazeti.ge/news/10971/“ივანიშვილს პატარკაციშვილთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რადგან განიხილავდა მას, როგორც მთავარ კონკურენტს სააკაშვილის მოშორების შემდეგ. ის ფიქრობდა, რომ ჯერ ძლიერი პატარკაციშვილი უნდა მოეშორებინა და შემდეგ სუსტ სააკაშვილს დაპირისპირებოდა“.
ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრი და პარლამენტის ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე „ნეტგაზეთთან “ საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით საზოგადოებას იმედი გაუცრუა.
„ამ ადამიანის მიმართ მოლოდინი არსებობდა, მაგრამ მის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხვის შემდეგ იმედი გაგვიცრუვდა. არ გვინდა, რომ სააკაშვილის შემდეგ უარესი შედეგი მივიღოთ. ივანიშვილი ჭკუას არიგებს და უხეშად მოიხსენიებს ექსპერტებს, ჟურნალისტებს. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს ლიდერობაზე, მსგავსი განცხადები არ უნდა გააკეთოს“, – ამბობს ვეფხვაძე.
ლევან ვეფხვაძეს ივანიშვილის მიერ თარგამაძის მისამართით გაკეთებული განცხადების შინაარსი არ უკვირს, რადგან, მისი თქმით, დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილთან ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო.
„2006 წელს მან ამერიკული სოფელი დაანგრია. მას აქვს მუდმივი შიშები და ფობიები, რომ ვიღაცა უთვალთვალებს და მოკლავს. მისი საცხოვრებელი სახლის უკან იყო წალკოტი, რომელიც იქ გაშენდა. საბოლო ჯამში, ერთ დღეს მიხეილ სააკაშვილს მიაყენებინა ბულდოზერები და ეს შენობები დაანგრევინა. როცა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, „ტელეიმედის“ „დროებაში“ გავიდა სიუჟეტი ამ თემაზე. ბუნებრივია, ამის შემდეგ ივანიშვილმა მოიძულა გიორგი თარგამაძე. მანამდე ივანიშვილს პატარკაციშვილთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რადგან განიხილავდა მას, როგორც მთავარ კონკურენტს სააკაშვილის მოშორების შემდეგ. ის ფიქრობდა, რომ ჯერ ძლიერი პატარკაციშვილი უნდა მოეშორებინა და შემდეგ სუსტ სააკაშვილს დაპირისპირებოდა“, – ამბობს ვეფხვაძე.