სად გაიზარდნენ? რა კითხვა ამას უნდა, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გვერდით.
სადაც რიგითი მოქალაქეების უმეტესობას პრიმატად უწევს დაბადება-გაზრდა-სიკვდილი.
ასეთი საყვარელი ქვეყანა გვაქვს და საგინებელი ესენი კი არა, ჩვენ თვითონ ვართ, რადგან როგორც ვიმსახურებთ,
ზუსტად ისე ვცხოვრობთ და ზუსტად ისეთი დინგიანი ღრუტუნა კაცმაცუნებით ვართ მთავრობაში.
საქართველოს ზოგიერთ სოფელში პირობები, ადამიანები მინახავს, ძალიან დავმძიმებულვარ მათ გამო,
რადგან ხელოვნურად მოხდა მათი ისეთი სიყრუე და სიჩლუნგე.
და სწორედ ეს განაპირობებს შემდეგ ათას მახინჯ საქციელს და მიდრეკილებას.
ყველა ვერ იბადება ცისფერსისხლიანი, სჭირდება ჩვილობიდანვე ხელშეწყობა, რომ ადამიანის სახე არ დაკარგოს და მიაღწიოს განვითარების ჯანმრთელ დონეს.
ეს ბავშვებიც თავისნაირ მომავალ თაობას გაზრდიან, რადგან სამწუხაროდ სხვანარად არ იციან და ასე.
ხალხი კიდევ არჩევნებიდან არჩევნებამდე იცხოვრებს, იმ პარტიას მიემხროება, რომელშიც ნათესავი ეყოლება და გამორჩენას ნახავს.
ან პაპიძიდან პაპიძემდე და ასე ბედნი-ერი ვიქნებით.
ამ ინტერნეტმა უბრალოდ ზედაპირზე ამოიტანა წიდები, თორემ კაი ხანია ღრმად ვართ ჩაფლულები.
https://www.youtube.com/watch?v=IC2hBLKLG7M...ZVLcbkleIoY9kisდატკბით, ესეც ჩვენი პროდუქტია, ოღონდ აქ ბებო კაი პონტშია.
_______________
This post has been edited by Estrella on 30 Oct 2016, 00:09