რაზე მსჯელობთ, ახლა, ჭკვიანო იუზერებო?
ეს რომ არ ყოფილიყო, ის რომ არ ყოფილიყო...
2012-ში მთელ საქართველოს შემოვურბინე.
არცერთ კუთხეში, არცერთ რაიონულ ცენტრსა თუ ქალაქში არ ყოფილა პოზიტიური განწყობა
ნაცმოძრაობის მიმართ. უბრალოდ, ყველგან უკან დაგვდევდნენ რაიონული ელიტკუნთთა წარმომადგენლები და
თავიანთ ხალხს გვახვედრებდნენ, თორემ, ისე, სადაც მივდიოდი, ყველგან ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ:
,,ამჟამად ხმამაღლა ვერ გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით განწყობას და საარჩევნო ურნასთან ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო.''
მე მეგონა, ოცნება, მინიმუმ, 75 პროცენტით მაინც შევა პარლამენტში-მეთქი, მაგრამ...
ზუგდიდში ჩამოვიდა ნორლანდი (სპეცებისგან დარბეული ხაშური გამოტოვა) და...
პარლამენტში 40 პროცენტით წამობრწყინდა ნაცმოძრაობა!
ახლაც დაახლოებით ამგვარი რამ მოხდა.
ისეთი სახელგატეხილი, გაპარტახებული და გააბეჩხრებული პოლიტძალა, როგორიც ნაცმოძრაობაა,
კვლავ პარლამენტშია მთელი 27%-ით!!! საიდან, რა რესურსით, რა ღირებულებებით?
პარტია, რომელიც არაფრით შეცვლილა, რომელიც რებრენდინგის არავითარ ხერხს აღარ ემორჩილება,
როგორ აკვარახჭინებს სექსის გაგრძელებას თავმოჭმული მამრი ჩოქელასავით?
ეს პარტია ხომ ისტორიას უნდა ჩაბარებულიყო წესითა და კანონით?
თან 500 000 ამომრჩეველიო!
500 000-იო, კაცო, უსირცხვილოდ გაჰკივიან ეს თავხედები!
პარტია, რომელიც ერთ სტადიონსაც ვეღარ ავსებდა თავისი მომხრეებით, ახლა 500 000 გულშემატკივრით ყინჩობს.
ვერ ატყობთ, რომ აქ რაღაც ძალიან ,,რაღაცაა'' მომხდარი, თანაც ძაან მაღალ დონეზე და სერიოზული?
ეს მე მიმაჩნიხართ ჭკვიანებად, თორემ, ისე გულუბრყვილოდ მსჯელობთ ამ საკითხზე,
კაცს ეგონება, გუშინ დაიბადნენო.
500 000 მომხრე საქართველოს კი არა, მსოფლიოს გაუჩენს ჭირს!
საკმარისი საბაბი არა აქვთ და ჯანყს ვერ იწყებენ?
საწყლები...