#49354349 · 26 Nov 2016, 22:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kactus
QUOTE | მაგრამ შედეგი? შედეგს რას უშვრებით? |
და რა შედეგი უნდა დაიდოს შოტლანდიასთან?
რუსების მეტს არავისთან გვათამაშებენ, შოტლანდიასთან, უცებ რას ვიზამდით?
რაგბი კი ფეხბურთი არაა, რომ მთელი თამაში არაფერი აკეთო, უბრალოდ ავტობუსი ჩააყენო და 0-0 შეინარჩუნო. ერთი გოლით კი მოგებას მიაღწიო.
აქ, თუ რამდენიმე კომპონენტში არ დაჯაბნე მეტოქე, მხოლოდ იღბალით, არაფერი გამოვა.
ექვსიოდე წლის წინ, რუმინეთს ძლივს ვუგებდით ხოლმე, ეს რამდენიმე წელი კი ფეხქვეშ გაგდებულები გვყვანან, ლელოს ვეღარ გვიდებენ, კარგა ხანია და ბოლოს სწორედ ასეთი ანგარიშით მოვუგეთ, როგორც ამათთან წავაგეთ.
ასევე, წარმოუდგენელი იყო პოლინეზიის კუნძულებთან სამოა, ტონგა, ფიჯისგან რამეს გამორჩენა და სტუმრადაც და სახლშიც, ყველას მოვუგეთ.
ეს ძალინ დიდი პროგრესია, მაგრამ მაგ პროგრესსაც ხომ აქვს ზღვარი.
მთელი ცხოვრება რომ იმათ ეთამაშები, ვინც ბურთს ვერ იკავებს ხელში, აუტს ვერ აწვდის, ვერ დარბის, არ შეტევა გამოსდის და არც დაცვა. უცებ როგორ უნდა ეთამაშო ისეთს, ვინც მაგრადაც დარბის, ჭვკვიანურადაც ათამაშებს ბურთს, აუტსაც ზუსტად აწვდის და მწყობრი შეტევაც შეუძლია.
თუმცა, ასეთ პირობებშიც კი მოვახერხეთ აუტების ართმევა, შერკინების მოგებაც და ხელდახელ თამაშიც, სწორედ ეს არის მთავარი "შედეგი" და არა დაფიქსირებული ანგარიში. მთავარია, მაღალ დონეზე თამაში შევძლოთ და ანგარიშიც მაგას მოყვებად.
რა აზრი აქვს ისეთ ანგარიშს, ბურთის გადაცემა თუ არ გვეცოდინება და ხელიდან თუ გაგვივარდება. მასეთი "შედეგები" გვაქვს ხოლმე ოხრად, ერთა თასზე, იქ ასჯერ რომ დაგივარდეს, მაინც მოგებული ვართ, მაგრამ გრანდებთან თამაშის მიზანი ესაა, შეგვაგნებინოს, რომ პატარა შეცდომის დაშვების უფლებაც არ უნდა გვქონდეს....
|