38 წელი ვეწეოდი სიგარეტს, საშუალოდ დღეში 2 კოლოფს (ხშირად 3 კოლოფამდეც ავსულვარ) ვერანაირად ვერ ვანებებდი თავს სანამ 2014 წელს ძველსაახალწლოდ, 13 იანვარს შუაგული ქეიფის დროს ინფარქტმა არ დამაგდო.
მოკლედ გამოვძვერი, მაგრამ სიგარეტის მოწევა მაინც მინდებოდა, სანამ საავადმყოფოში ვიყავი ღამ-ღამობით მესიზმრებოდა სიგარეტი

, გამოწერის დილას ჩემმა ექიმმა კარდიოლოგმა გასასაუბრებლად თავის კაბინეტში მიმიწვია და მოკლე ინსტრუქციები წამიკითხა თავი როგორ ამერიდებინა მეორეჯერ მასთან მოხვედრას და დავიჩივლე სიგარეტის გადაგდება გამიჭირდება ძალიან დანარჩენი არაა პრობლემა თქვა, ხოდა მაშინ მითხრა ელექტროზე გადადი თუ საერთოდ ვერ დაანებებ თავს ეგ გიშველისო და თავისი დივაისი გააძრო, მე უკვე 3 წელია ამით ვერთობიო, მაშინ საერთოდ ვერ ვერკვეოდი რა იყო ეხლა ვიცი რაც ქონდა კანგერტექის კომპლექტი ჰქონდა სუბოქსსთან ერთად.
პირველი დივაისი პირდაპირ საავადმყოფოდან წავედი მაღაზიაში და ვიყიდე ატლანტის ასპაირ პლატინიუმ კიტ თავის ქოილებთან ერთად და მას მერე სიგარეტს აღარ გავკარებივარ.
ორთქლვა მოწევასთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, მაგრამ არ ნიშნავს რომ სასარგებლოა, ის რომ ინფორმაცია არ მოიძებნება და ჯერ არ არის შესწავლილი არ ნიშნავს რომ უსაფრთხოა.
ბოლოსდაბოლოს ბუნებამ ფილტვები სუფთა ჰაერის სასუნთქად მოგვცა და არა გლიცერინის ასაორთქლებლად, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ სიგარეტთან შედარებაც არ არის, ბევრად ნაკლებ კანცეროგენს და ქიმიას შეიცავს.
ბევრი ლაპარაკობს ნიკოტინზე როგორც საფრთხეზე და ვეიპინგის საწინააღმდეგოდ ნიკოტინის მოხმარებას ასახელებს, თუმცა ნიკოტინი როგორც ასეთი ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ნიკოტინი არის ნეირონების სტიმულატორი, რომელსაც ძლიერი მიჩვევა ახასიათებს, რამდენადაც თამბაქოს შემცველობაში ნიკოტინი საკმაოდ სოლიდურად არის წარმოდგენილი, რათქმა უნდა ადამიანს უჭირდა მოწევისთვის თავის დანებება, ანუ იმიტომ რომ ნიკოტინზე დამოკიდებული იყო ნიკოტინის მიღებისთვის თამბაქოს ეწეოდა თამბაქოში და ფისში არსებულ შხამებთან ერთად.
თვითონ ნიკოტინი კი სავსებით უსაფრთხო სამედიცინო პრეპარატია და სამკურნალოდ მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ამასთანავე ნიკოტინის მაღალი შემცველობის გამოყენება ვეიპინგში, მხოლოდ დამწყებ ეტაპზეა დამახასიათებელი

დამწყები ვეიპერებისთვის, გარკვეული პერიოდის მერე ნიკოტინის შემცველობა 1% მდე დადის ან საერთოდ უნიკოტინოს აორთლებენ.
თანამედროვე ძლიერი დივაისებით 3 ზე მეტ ნიკოტინს ვერ დაღრუბლავ, უბრალოდ მოგწამლავს, თავის ტკივილებით და კუჭის აშლით, ისე რომ ერთი ორჯერ ასეთი არასასიამოვნო პერედოზის მერე თვითონ ვეიპერები გადადიან უნიკოტინო სითხეებზე.
პირველად 12მგ ნიკოტინით სითხეები ვიყიდე 5 თუ 6 ბოთლი (10მლ) და ორი ბოთლიც ვერ ავაორთქლე ეხლაც მიყრია სადღაც. მალევე გადავედი ჯერ 6მგ ზე და სადღაც ერთი თვის თავზე 1 მგ ნიკოტინიანზე, ისიც განსაკუთრებით შემთხვევებში, ძირითადად მთელი დღე უნიკოტინო სითხეს ვხმარომ.
ვეიპინგ კიდევ ერთი ძალიან დიდი უარყოფითი თვისება აქვს, სულ სხვადასხვანაირ დევაისების და მოდების ყიდვის ავადმყოფობა იწყება, სხვადასხვა ქოილების, ბამბების, პინცეტების, არომემატების და ასე შემდეგ. ყოველთვის რამე ახალ ბაკს ეძებ ან ახალ მოდს, მოკლედ ეგეც მაგარი ჩახვევა იცის ვეიპინგმა და საბოლოოდ არც თუ ძალიან იაფი გამოდის

მე პირადად თვითონ ვაყენებ სითხეებს და მეტ წილად ხილის არომატებს ვიყენებ, ვაშლი, ბროწეული, ლიმონი, ალუბალი და კივი. ამათგან სხვადასხვა ნაზავით ძალიან საინტერესო სითხეებს ვიღებ.
სამსახურში და გარეთ სეირნობის დროს სატარებლად სმოკის ბაკები მირჩევნია მიკრო, ტფვ4 და ტფვ8, ეხლა ველოდები ალიენის ბეიბის და ბიგ ბეიბის ალიენის მოდთან ერთად, სახლში ძირითადად სერპენტ მინი და თუ ძალიან არ მინდა ნისლის დაყენება მერლინ, ასევე შეუცვლელი და ერთადერთი მართლა გემრიელი ბაკი არომამაიზერ რდტი.
მოდებშიც საბოლოოდ ისევ ფუჩაი 213, ალიენ 220 და რიკსა 2/3, კბოქსი 75 ვატიანი რეზერვად.
მოკლედ დაანებეთ სიგარეტს თავი და თუ სხვანაირად არ შეგიძლიათ დაღრუბლვა დაიწყეთ
მიმაგრებული სურათი
პასუხს ვცემ მხოლოდ იმათ, ვისაც სულ მცირე, წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლია.