#49203584 · 6 Nov 2016, 02:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Zodiac.
| QUOTE | ხოდა ელიავაზე მოყვანილ მუშებს რო კუსტარულად რაღაც გააკეთებინა, ნებართვა ქონდა? თავის ეზოში ხო არ გააკეთა |
ეს "ელიავაზე მოყვანილ მუშები" საიდან გაიგე, გაფიცებ? ზედდებული ნახე?
jmm75
| QUOTE | ჯებირსაც და დამბასაც აქვთ მსგავსი დატვირთვა: შეაკავონ წყალი, გაუძლონ წყლის დაწოლას! გასაგებია ბატონო იხვების მოყვარულო? |
ახლა მაგარი განმარტება უნდა დავდო, მე ვიყო იხვი:
ჯებირი არის "ჰიდროტექნიკური ნაგებობა", რომელმაც უნდა გაუძლოს წყლის დაწოლას. თუ ვერ გაუძლო, მოხდება ის, რაც მოხდებოდა სულ რომ არ ყოფილიყო ეს ჯებირი.
დამბა არის "ჰიდროტექნიკური ნაგებობა", რომელმაც უნდა გაუძლოს წყლის დაწოლას. თუ ვერ გაუძლო, მოხდება ის, რაც მოხდებოდა სულ რომ არ ყოფილიყო ეს დამბა. მაგრამ ეს ბევრად არასასურველია, რადგან დამბის იმედით იქ არის ის (შენობები, ნაკვეთები), რაც არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს დამბა.
კაშხალი არის "ჰიდროტექნიკური ნაგებობა", რომელმაც უნდა გაუძლოს წყლის დაწოლას. თუ ვერ გაუძლო, მოხდება ის, რომ დედა მოედღვნება მთელ იმ არემარეს, სადაც უბრალოდ იჩუხჩუხებდა წყალი, რომ არ ყოფილიყო ეს კაშხალი.
ასე, რომ "ჰიდროტექნიკური ნაგებობები" ბევრნაირია და ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც შინაური იხვი პოლარული იხვისგან.
და შეეშვით ტრაგედიის დრამატიზირებას!
|