რამდენიც გინდა ისაუბრეთ, იკამათედ და ასე შემდეგ
აღიარეთ რომ სააკაშვილის ეშინია დღევანდელ შეკოწიწებულ ხელისუფლებას, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ქურდულ სამყაროს და უბრალოდ კანონის არამორჩილ მოსახლეობას
დიდი ხანია ცდილობს მთავრობა ბინძური ფატა ფუთით მოსპოს ნაციონალური პარტია
მაგრამ ვერ ეღირსებიან

იციან რომ ეს ბოლო ვადა აქვთ, დააგროვონ ქონება

სხვა რამისთვის არც მოსულან და არც მაგის შნო გააჩნიათ
მაინც მოუწევთ პასუხისგება ყველაფერზე და ვერ აცდებიან
მათვე აღიარეს მიშას სიძლიერე და ვერასდროს ვერ გახდებიან მიშასნაირი წარმატებული მმართველები
აქ კიდევ რაც გინდათ წერეთ და იკითხეთ
ამ უმაქნის მთავრობას მოწმინდეთ ტალახი
იღლიცინეთ
ამ დროს საღლიცინოდ სულაც არ გაქვთ საქმე
ხიხომ გიყიდათ და მონათფლობელობა შემოიტანა
გატყავებთ და თვითონ აორმაგებს მილიარდებს
ნაციონალებმა ჭკუა უნდა იხმარონ და არ აყვნენ ამ პროვოკაციებს
რაც ჯაფარიძეს მოუვიდა ნაცებიდან გამოსვლის მერე , მასე დაემართებათ დანარჩენებსაც
მათი რეიტინგი ნულს დაბლა იქნება
ძველი შეხედულებები სააკაშვილზე
ნეტა ადრე ცდებოდნენ თუ ეხლა?
თუ შიში ოხერია?
სალომე ზურაბიშვილი: „
ჩვენ გვყავს ნამდვილი ევროპული ტიპის, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი პრეზიდენტი. მას ძალიან ბევრი დადებითი მხარე გააჩნია, მათ შორის, სოლიდური დიპლომატიური გამოცდილება, რაც მის ასაკში არცთუ ჩვეულებრივი ამბავია. დეტალია და იქნებ ვინმემ თქვას, ეგ რაღა სალაპარაკო იყოო: მან შესანიშნავად იცის რამდენიმე უცხო ენა. როცა ერთად ვართ საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებზე, შეხვედრებზე ლამის ყველას თავის ენაზე ელაპარაკება. მე პროფესიონალი დიპლომატი ვარ და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს - ნებისმიერი რანგის შეხვედრაზე, ნებისმიერი რანგის ლიდერს, მოლაპარაკების დასაწყისში, შენს მიმართ კეთილად განაწყობ, თუ ერთ ანეკდოტს მოუყვები მის მშობლიურ ენაზე" (2005 წ.).
დავით ბერძენიშვილი:
„მიშა, ერთდროულად რამდენიმე თვის ინტერვალით, ორ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და ორივე წარმატებით დააგვირგვინა. მან აჭარა დაუბრუნა საქართველოს, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა, შევარდნაძის რეჟიმი მშვიდობიანი რევოლუციით რომ არ გაესტუმრებინა. ხალხი მასში გმირს ხედავს და ვერც გაამტყუნებ - ის, რაც ვერავინ შესძლო მთელი 11 წლის მანძილზე, შევარდნაძის გადაყენებას ვგულისხმობ და, რაც ვერავინ შესძლო 13 წლის მანძილზე, ანუ ასლან აბაშიძის გაძევება აჭარიდან, მიშამ მოახერხა თავის თანამებრძოლებთან ერთად. მას აქვს უნიკალური უნარი, საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში შეარჩიოს თანამებრძოლები. როცა პრეზიდენტს ამის ნიჭი აქვს, ეს ბევრს ნიშნავს - საკადრო პოლიტიკა, მოგეხსენებათ, საკვანძო საკითხია სახელმწიფოს მშენებლობაში" (2004 წ.).
ლევან ბერძენიშვილი:
„მიშა სააკაშვილი არის დემოკრატი ლიდერი, დასავლური დემოკრატიის ერთგული და აქტიური მხარდამჭერი ამ ღირებულებებისა. ის მხარს უჭერს ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას და ამ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ძლიერი ქართული სახელმწიფო. მას აქვს ნიჭიც, უნარიც და გამოცდილებაც, რომ ეს ყველაფერი საქმედ აქციოს" (2004 წ.).
დავით ზურაბიშვილი:
"ჩვენ მოგვეცა უნიკალური შანსი, რომ სამუდამოდ დავაღწიოთ თავი რუსეთს და ვიქცეთ ევროპის განიყოფელ ნაწილად. ამ უპრეცედენტო შანსს კი გამოყენება სჭირდება. ყველამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიახლოვოთ ის მომავალი, რომელზედაც თაობები ოცნებობდნენ. არ შეიძლება მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლამის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლიდერია, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია და ყველაფერს ერთი კაცი გააკეთებს. დიახ, ეს რეალურად ასეა და სააკაშვილს უპრეცედენტო ნდობა და რეიტინგი აქვს უცხოეთსი, ის პატრიოტი და მებრძოლი ლიდერია, მაგრამ გვერდში დგომა სწორედ ახლა სჭირდება. ოპოზიციის საქმე კრიტიკაა, მაგრამ ზოგიერთი პარტიის ლიდერები თუ უსაგნო კრიტიკას მოეშვებიან კარგი იქნება. კაცს, შეცდომა არ დაუშვია, რატომ აკრიტიკებ? ადამიანია, შეეშლება, მაგის დროც მოვა და მერე გააკრიტიკე, ოღონდ ქვებს ნუ დაუშენ. გააკრიტიკე იმისთვის, შეცდომა გამოასწოროს და არა იმისთვის, ახლა რასაც აკეთებენ - ქულების დასაწერად" (2004 წ).
თინა ხიდაშელი:
„შევარდნაძესთან შედარებით სააკაშვილი მართლა დემოკრატიის ტალღა რომ არის, ამას თუ ვიტყვი, არა მგონია, დიდ ცოდვად ჩამეთვალოს. მიშამ გარისკა და იქ დადგა, სადაც ხალხის ინტერესები დგას" (2003 წ.). სტატიის ბოლოს იხილეთ თინას ფოტო ბოკერიასთან ერთად. ისე სხვათაშორის ხიდაშელი საქართველოში სოროსის ფონდის ხელმძღვანელი იყო, რესპუბლიკური პარტია ამ ფონდის მეგობარ-მოკავშირე, დ. ზურაბიშვილი კი საერთოდ თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელია და ა.შ.
კობა დავითაშვილი:
„პოლიტიკაში მოვედი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხარდასაჭერად, რომელიც ერთადერთი რეალური, უალტერნატივო რეფორმატორული ძალაა, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ჯერ შევარდნაძის რეჟიმი და მერე თანმიმდევრულად ებრძოლოს იმ სიმახინჯეებს, რაც ამ რეჟიმისგან დარჩება და რამაც, სამწუხაროდ, ღრმად გაიდგა ფეხი ჩვენს მენტალიტეტში. მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველაფერი, ეს ბრძოლა ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს - პოლიტიკოსის გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება" (2003 წ.).
ზვიად ძიძიგური:
„მიხეილ სააკაშვილი არის ჭეშმარიტი ლიდერი. ამ ადამიანს შეუძლია ერთგულება, ბრძოლისუნარიანია, უშიშარია, რა ვიცი, კიდევ მრავალი დადებითი თვისება გააჩნია. რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და გულით სურს საქართველო მსოფლიო მასშტაბით ანგარიშგასაწევი ქვეყანა გახდეს. ვურჩევ ყველა პოლიტიკოსს, დაუდგეს სააკაშვილს გვერდით და ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა. სააკაშვილი არის საქართველოს პატრიოტი და ამით ყველაფერია ნათქვამია" (2004 წ.).
ნეტა ვინ შეიცვალა
სააკაშვილი თუ ეს პოლიტიკანები?
მგონი ეს მისყიდული პოლიტიკანები შეიცვალნენ ბიძოს ფულის გავლენით
დასცინეთ სააკაშვილს
შეიძლება ბევრი მინუსი აქვს
მაგრამ იმასაც გადახედეთ ვინ გყავთ მთავრობაში
ჭორვილელის მონები ხართ
არც მეტი არც ნაკლები
ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს - მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს! (C) კონსტანტინე გამსახურდია