პატარა სადისტები,მანიაკები...
ამაზე გამახსენდა ერთი მევიოლინე,კომპოზიტორი,პოეტესსა,მომღერალი,
დაკვრის უნიკალური სტილით,რომელსაც თვითონ Victoriandustrial-ს უწოდებს-
კლასიკური და ჯაზური მოტივებით,გოთიკური როკით.
მიწერია მანიაკებზე თემაში,ფორუმის ფსიქ/განყ-ში.
Emilie Autumn - God Help Me
https://www.youtube.com/watch?v=TcQgEfb4Vj4Emilie Autumn - Unlaced
https://www.youtube.com/watch?v=udA_N9wUkoUმიიქცია ყურადღება...
დავინტერესდი მისი ბიოგრაფიით...
წიგნიც დაუწერია-
-«The Asylum for Wayward Victorian Girls»,რომელსაც უწოდებს -„მართალს,საშინელს,ლამაზს, სასაცილოს“.
აღწერს ფსიქიატრიული კლინიკების ორასწლოვან ისტორიას,
საკუთარ შთაბეჭდილებებს....
მოვიყვან რამდენიმე ნაწყვეტს მისი წიგნიდან:-
"თუ თქვენ რთული ბავშვობა გქონდათ,ბარდაკში ცხოვრობდით,მუდმივად დაგცინოდნენ,ერთხელაც გაგაუპატიურეს-
რთულია გამოყო ერთი, ბოლო წვეთი,რომელიც შეავსებს ფიალას."
"მიდრეკილი ვიყავი თვითმკვლელობისკენ.
იმ ზღვარზე ვიყავი,როცა ძნელია სუნთქვა,ფიქრი,ცხოვრება.ვფიქრობდი,რომ საუკეთესო გამოსავალია-უბრალოდ,მოკვდე,რომ შეჩერდეს წამება.
ეს კლასიფიცირდება,როგორც სიგიჟე...
და აი თქვენ ჩაგკეტავენ,ვიღაცამ რომ რაღაც გამოასწოროს შენში,
მაგრამ არაფერი სწორდება."
"არაფერი შეცვლილა...ვერავის დაელაპარაკები,
არავინ იცის, რა არის მანიაკალური დეპრესია,
ბიპოლარული აშლილობა,
არავინ იცის ,რას უკეთებენ პაციენტებს თანამედროვე საგიჟეთში,
როგორ ექცევიან..."
„მე რომ ყველაფერი ხუმრობაში არ გავატარო...დამრჩება ერთი-მოვკვდე."
"როცა მივხვდი,რომ ავადმყოფობა არ მიდის,გადავწყვიტე,
მასზე კარიერა გამეკეთებინა."
"შუა საუკუნეების ამოხეული საბალო კაბები,ეგზოტიკური მოსართავები,გამომწვევი მაკიაჟი, მძიმე ფეხსაცმელები-
ასეთი ატრიბუტები მეხმარება,ძაან სერიოზულადაც არ შევხედო თავს“.
"ახლა,მე ვარ ავადმყოფობის დიასახლისი.
ის იხდის ჩემს ანგარიშებს.
უკეთეს შურისძიებას სხვას ვერაფერს მოვიფიქრებდი!“
ძალადობრივმა მკურნალობამ,უფრო მეტი ტრავმა მიაყენა ემილის,
მაგრამ ამავე დროს შეაქმნევინა ალბომი-
Opheliac-ეს მისი ყველაზე ცნობილი ალბომია.
Opheliac -"ეს არის ჩემი შეშლილობის სცენა".
ის არ ადიდებს ვიქტორიანულ ეპოქას,
პირიქით,თვლის ურთულეს,საშიშ ეპოქად-
როდესაც გოგონებისთვის თვითმკვლელობები იყო საუკეთესო გამოსავალი.
ვიქტორიანული ეპოქა მას აინტერესებს,როგორც ინდუსტრიალური რევოლუციის და თანამედროვე ფსიქიატრიის აყვავების პერიოდი.
"ვიქტორიანელმა გოგონამ"-ვიოლინოთი,კლავისინით,ნეოკლასიკური და გოთური არანჟირებებით,
დაკვრის უნიკალური სტილით,კომპოზიციით,შთამბეჭდავი ვოკალით,
საოცრად სევდიანი ტექსტებით,უჩვეულო სცენური იმიჯით,დიზაინით,
9 წლის ასაკში საკუთარი თავის წინაშე დააყენა ამოცანა-
გამხდარიყო მსოფლიო დონის მევიოლინე....
...გასტროლებზე მას ფანატების მუდმივი კონტიგენტი დაყვება,
როგორც თვითონ ეძახის -"Plague Rats"-ჭირიანი ვირთხები(შავი ჭირი).
ახლა,Emilie Autumn და ეს "გოთი" გოგონა განსხვავდებიან გენეტიკით,ისტორიით,გემოვნებით თუ ზომით,წონით,ფორმით,შინაარსით...
ერთს-თავის მოკვლის სურვილი უჩნდება...მეორეს-სხვისი წამების,მოკვლის...
ჟანრი იგივეა-სტრესი,სულიერი აშლილობა!
პუჩინის "ბოჰემა"ც განსხვავდება ვერდის "რიგოლეტო"სგან,
ჟანრი-ერთია.
ვეღარავინ ვერსად დაიმალება და გაიქცევა...ვერც ამ მონსტრების გამომწვევი... მონსტრებიც!
ყველანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში თუ იქნებიან...და საზოგადოება შესაბამისად იმოქმედებს!
პ.ს.თქვენი დადებული ვიდეოები,ჯაჯანიძეზე,ქართველ "გოთებზე"...ჯერ არ მინახია.ვნახავ ყველას...
თუ კიდევ რამეა ამ თემაზე,დადეთ რაა.
საინტერესოა,საზოგადოების რეაქცია!