ბოლომდე მოგიშლით ნერვებს და მერე ჩემით გავალ.
წაიკითხეთ ესა.
დალოცვილ კახეთში უნდა "წაგიყვანოთ" ახლა.
შობა მოდის იანვრის შვიდში. ახალი შეუღლებული ვარ. დაგვპატიჟეს დალოცვილ კახეთში. თელავთან მიბმულია ის სოფელი, შალაური ჰქვია. წავედით. ისე მოხდა, რომ პარსაკევს საღამოს ჩავედით ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის პაპა-ბაბოსთან.
გათენდა ლამაზი დილა, სუსხი აქვს, მაგრამ კავკასიონიდან ისეთი სილამაზე გიყურებს, გითბობს გულს და გახარებს ქართველს. ამავე დროს იძულებულს გხდის, ადგე ფეხზე და შეირგო ცხოვრება. ელოდებოდნენ დანარჩენ ოჯახის წევრებსაც. უნდა ჩამოსულიყვნენ უ"მ"ფროსი სიძეები თავიაანთი მონაგრითა და მერე კიდე უმცროსებიც უნდა მოსულიყვნენ პატარა უჭულ-ბუჭულებით. ამასთან ერთად, შვილიშვილები უნდა ჰხლებოდენ პაპაი-ბებოი ოჯახსა.
მოხდა ისე რომ ოთხი კაცი ვართ დილაუთენია საღორესთან.
ჩემმა სიმამრმა, ქათამს რო ჰკლავენ, იმას ვერ შევხედავო და ამ "მკვლელობას" ვერ დავესწრებიო, წავიდა და აივანზე გადაინაცვლა ტახტზე /ტახტები ყველას აქვს "პლოშადკაზე"/. წამოიხურა დათვის ტყავი და იქიდან გვიმზერს.
ვინღა დავრჩით?
ჩემი მეუღლის პაპა, რომელიც შრომამ და ცხოვრებამ გამოლია მთელი 80 წელი, მეუღლის დეიდაშვილი, რომელიც პირველად არის "ღორის ქელეხზე" და მესამე, თქვენი ძმა-ელჩი.
გამოსავალს ვერ ვხედავ, ღორი უნდა დაიკლას, მაგრამ მაგასაც თავის წესი რომ აქვს, ბევრი დამეთანხმებით. 200 კილოზე მეტია ბოლობოლო.
სიმინდის ღერღილით გამოტყუებულს, წავფხანე მუცელზე და დავიხელთე უკანა ფეხი, ამოვატრიალე და დავითას ვთხოვე დამხმარებოდა, მეორე ფეხი ჯვარედინად გადაეჭდო და დაეჭირა უკანა ფეხები. წინა საყრდენი ფეხი, მარცხენა ხელით მიჭირავს და პაპას ყურით ჰყავს დაჭერილი ამხელა ცხოველი. მარჯვენაში, გალესილი ინგლისური სტილის გრძელი დანა მაქვს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში უნდა მოხდეს, რადგანაც "დამსწრე საზოგადოება" ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
ორნაირად შეიძლება ღორის დაკვლა. ერთია ყელის გამოჭრა, მერე სასულის ამორთმევით, მეორეა პირდაპირ გულში ჩარტყმით. მეორე ავარჩიე. დარტყმა იყო და დავითამ რო სისხლი დაინახა:
- რა ჰქენი შე ტარტაროზო, ცოცხალ არსებას დანა როგორ დაარტყიო და ხელი გაუშვა გაკოჭილ ღორს /პირველად იყო ღორის დაკვლაზე თავის ცხოვრებაში და ვერ წარმოედგინა, თუ რა უნდა მომხდარიყო. იმ პერიოდში ეკლესიების აღდგენებზე მუშაობდა/.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, 200კგ-ზე მეტი წონის ღორი რას იზავდა დანადარტყმული, როცა ხელს არავინ უშლის მოძრაობაში? სუ დალეწა იქაურობა. მიანგრ-მოანგრია მთელი "სეტკა-ზაბორები", დააწვინა დაბლა ყველა მეტრანახევრის სიმაღლე მცენარე ეზოზე /გადაკრეჭილ ვარდებს ვგულისხმობ/ როგორც იქნა, დავიჭირე და მოვკალი. მართლა მოვკალი, იმას დაკვლა აღარ ერქვა. ამოსვრილი ვიყავი ტალახში და სისხლში. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მიმაქვს გამოსაცვლელი ტანსაცმელი. იმჟამადაც ისრე მოხდა, მეორე წყვილი "სპორტიულები" მქონდა წაღებული.
გამოვედი უკვე სუფთა "იუნიფორმით" და მკვდარ ღორთან დამსწრე საზოგადოების თავმჯდომარეს, ანუ მეუღლის პაპას ვეკითხები:
- ივანიჩ, აქვე სამეზობლოში, ნათესავები გყაავთ, ან ისეთი მეზობლები, რომლებსაც ამ ეზო-კარზე მოესვლებათთქო?
- რამდენიც გინდა, მე მინდოდა სიძეებს გაგეკეთებინათ ყველაფერიო, რადგანაც სხვები დროულათ არ მოვიდნენ, დაგახმარებ ორ კაცსაო. გადასძახა გვერდზე ეზოში ნათესავებს, გადმოდით დახმარება გვჭირდებაო. გადმოიდნენ, სანდალა და ბიძინა. იმ "მკვდარს" გაკეთება, რომ სჭირდება, ეგეც ყველამ იცით. ჰოოდედა, შევდეთ "იაშიკებზე" და პუტკუნაი გარუჯვას ვუპირებთ. მდუღარე და ქაფქაფა წყალი ვასხით, მერმე ჯვალოს "მეშოკით" შავათბეთ. ჯაგარი გავაძრეთ, რაც შეგვეძლო. მერე "პრიმუსის"დროც მოიდააააა. ჰოდა, ამაზე კაი მომენტს სადა ვნახამდი? დავითას /ეს ის პერსონაა, რომელმაც ხელი გაუშვა მომაკვდავს და თან ტარტაროზები გვიწოდა/. ვეუბნები:
- ბიჯო, ეხლა მაგას, რომ უყურებ მკვდარია, თორე რომ გავჭრით, მერე განახებ ძარღვები ცოცხალი ექნება, და ამიტომ უკანა ფეხები მაგრა დაუჭირე, სანდალას თვალები არ წააყრევინოს, ფეხის გაქნევისასთქო, მაინც იქნევს მეთქი.
დამიჯერა. მიადგა უკნიდან და აჩაჩხული უჭირავს უკანა ფეხები. ეს სანდალა კიდე გაქანებული ტრუსავს "პრიმუსით", მიადგება დავითას, წაუღუნავს დაბლა "პრიმუსს" და აგრძელებს ღორის იოლად დაწვას. მესამე "კრუგზე" ეკითხება:
- ბიჯოოო, ვერა ხედავ, ფეხებში რო მედები, მიიწი იქითა, ან რას ამოგიჩრია ეს ფეხებიო.
იმანაც უპასუხა:
- სიძემ მითხრა, დაკლულმა ღორმა ფეხის ქნევა იცის და მაგრა დაიჭირეო.
ე, მანდ დეეცა ყველა ძირსა.
- ბიჯო, მაგ ქალაქელმა /ჩემზე/, როგო გაჭამა, მაგაი უნდა მიმხვდარიყავიო /თითქოს დავითა, სოფლად იყო აღზრდილი/. ეწყინა და სიტყვითაც მითხრა:
- შენგან არ მოველოდიო.
- ძმაო, არც მე ველოდებოდი, დანადარტყმულ ღორს ხელს თუ გაუშვებდითქო.
- კაი, დავივიწყოთ რაც მოხდა, მოდი მომეხმარე, დაჭრა უნდა დავიწყოთ და სანამ გავჭრით, ფეხები უნდა დავაჭრათ, ეხლავე სჯობია გავასუფთავოთ, მერე ქალების საწვალებელი, რომ არ გახდეს, წადი და სარდაფში ექნებათ მოხუცებს მარწყვის საპონი /მაშინ იყო ხოლმე ეგეთი საპონი/ და "მაჩალკა" ექნებათ კიდევ, აქვე დავბანთ და ქალებიც აღარ იწვალებენ. დაღუნა თავი და წავიდა. ვიფიქრე, მიხვდა, რომ მეტი მომივიდა და აღარ შემეპასუხა. სიმართლე გითხრათ, ვინანე. არ გადის ათი წუთი, სარდაფიდან ამოვიდა და მეკითხება:
- მარწყვის საპონი და "მაჩალკა" ვერ ვიპოვე და სარეცხის საპონი და "გუბკა" წავაოოო?
- ამოიტანე და სანდალას მიეცი, იმან იცის წავა თუ არა თქო.
ამოიტანა და ხელებში აწვდის:
- აჰა, და დაბანეთ ფეხებიო.
სანდალა და კიდევ ბევრი, "დასაბმელები" დახდნენ. მოკლედ არ ვაპატიე ჩემი "ამოთუთხვნა". ამასობაში, დანარჩენი სიძეებიც მოიდნეეეეეეენ, თავიანთი წვრილშვილითა. იციან თბილისელებმა ტაქტიკა, თუ როდის უნდა მივიდნენ მზამზარეულზე /იცით, რომ თბილისელი ვარ ძმებო/.
დაიყარა დიდძალი მწვადი წალამზე, მანამდე დავჭერით ნაწილებად და გადავუგზავნეთ შესაბამის "დეპარტამენტებს", დახარისხებული ხორცი. ქალებმა მიჰხედეს თავის საქმეს და გადაანაწილეს შესაბამისად.
დილაადრიან, ცვარიან მწვადს, რა სჯობს? ჩამოვჯექით ეზოში და დავიწყეთ მწვადაობა. სამი ჭიქა ორნახადი, რომ ვდრუზე, მივხვდი რომ საღამომდე ვერ მივაღწევდი, თუ დროულად ღვინოზე არ გადავიდოდი. დანარჩენები ჭაჭას ურახუნებდნენ. კერძოდ კახეთში, ერთი კაი ჩვევა აქვთ, ღორის დაკვლისას, საღამოს, როცა ხალხი იკრიბება ყაურმაზე, თავის მწვადებიან-ხაშლამიან სუფრაზე, ხინკლის გაკეთებაც იციან. ქართლში გავიზარდე და ჩვენთან ხინკალს არ აკეთებდნენ.
ვუყურებ ამ ხალხს, რომლებიც "დროულად" მოვიდნენ ოჯახში და მიეძალნენ მწვადსა, ვჰკითხე ჩემს თავსა:
ავყვე ეხლა ამათ არყის სმაში?
- მეორე მემ მიპასუხა, არ მიჰქაროვო.
გავერიდე შექმნილ სიტუაციას. ბიძინამ შემატყო მოწყენილობა და მეუბნება:
- წამო ჯიგარო კაი რამე უნდა გაჩვენოვო. დილაადრიან არაყის გამოხდა დაუწყია, "ზავოდი" ჰქონდა გაკეთებული, გარბოდა ხოლმე ცეცხლის შესაკეთებლად და იმიტომაც გვტოვებდა წამიერად.
მის სახელს ზედმეტსახელის გარეშე იმიტომ ვწერ, რომ შარშან წავიდა ის კაცი. აღარ არის. ისე, ყველამ იცით, რომ საქართველოში თავის საკუთარი სახელით, ანუ რაც პასპორტში უწერია, მხოლოდ 3%-ს მიმართავენ. შერქმეული სახელები გვაქვს ბევრს. გადავედით ბიძინას ეზოზე და კაი ცხელი საიაც გეახელით ალუმინის "კრუშკით". ესენი კიდე, ერთმანეთს დახოცვას უპირებენ, მიადგნენ ორნახად ჭაჭას და თავებს არა სზოგამენ.
შუა დღეა. დარეტიანებული დადის ყველა, ერთის გარდა. პაპა ნერვიულობს:
- რაღა ვქნა კაცო, საღამოს ხალხი მოვა, ოჯახიდან სათამადე კაცი არა მყავს, 80 წლის კაცი, მე ხო ვერ ვიქნები თამადაო.
- სანდრო პაპა, მაიტა ჩამაბარე ეგ თანამდებობა და ჩემზე იყვეს დანარჩენი.
- შაძლეებ?
- მაიყვა და ნახამ.
ჰოო, ეს არ დამავიწყდეს.
დავითა ოთხჯერ გადმოიღეს "სეტკებიდან", სარეცხივით იყო გადაფენილი მეზობლის ღობეზე, დანარჩენები კიდე მოწამლული თაგვებივით დადიოდნენ, ან ჭაჭა ნაჭამი ჭუკებიც წავა მათთან შესადარებლად.
საღამოს დაახლოებით 40 სტუმარი ეწვია ოჯახს. ძირითადად ნათესავები და ახლო მეზობლები. წარუდგინა სანდრო პაპამ ჩემი თავი დამსწრე საზოგადოებას, თუ ვინ ვიყავი და ერთდროულად, იმავე ჭიქაში, თამადობაც მომილოცა და ამკიდა ძიენ დიდი პასუხისმგებლობა.
მივყევი და მოვიშველე ის დიდი გამოცდილება, რომელიც მამაჩემისგან და ჩემი პაპისგან ვიცოდი. აეწყო სუფრა. კიდევ ერთი, კახელებმა ყველა სადღეგრძელოს შემდეგ სიმღერა იციან. მართლა კარგად მღეროდნენ. კარგი დრო ვატარეთ. გადიან ნელნელა და ერთი მეუბნება:
- შენდა თავად, ვინც ხვალ ჩემ ეზოზე არ მოიდეს, დილის ექვს საათზე, იმი ასე და ისეო. აქეთ სიდედრს ვეკითხები:
- ვინ არი ეს შავი კაცი და სადა მპატიჟებსთქო?
- ეგა ჩემი ბიძაშვილია, ხვალ ღორის დაკვლაზე გეძახისო.
- ან კონვერტში ჩაედო მოწვევა, ან კიდევ "ტელეგრამა" გამოეგზავნა, რატომ შეწუხდა, ასე რად გაისარჯათქო.
დილით, დაგინებულ დროს თამაზასთან ვიყავი. მერე, იგივე განმეორდა საღამოს დაშლა-არმოშლისა რო ვსთქვით, ერთმა მაგათმა ბიძაშვილმა კიდე დამითქვა შეხვედრა, თავის დაგინებიანათ. ოთხი დღე ვკლავდით ღორებს და მერე დაგინება მიდიოდა, მეორე დილისთვის.
გამთენიისას ძილში ჩამესმის:
- ადე კაცო გაიღვიძე, წავიყვანოთ ე ბიჭი, თორე საჯიშე ღორი აღარ დატოვეს ჩემებმაო.
სიდედრი აღვიძებდა სიმამრს.
გაიხარეეეეეთ.