სააკაშვილი: საქართველოში რომც გამაძევონ და დამაპატიმრონ, ხალხი 3 დღეში გამომიყვანს ციხიდანჟურნალისტმა ჰკითხა, რას იზამდა, თუ უკრაინის ხელისუფლება მას საქართველოში გააძევებდა? - "საქართველოში მე 600 000 აქტიური მხარდამჭერი მყავს. საქართველოში ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ფულის გაფლანგვისთვის 4 პიჯაკის შესაძენად. არაფერს ვაჭარბებ, სწორედ ამ ბრალდებით აღძრეს ფალსიფიცირებული საქმე ჩემს წინააღმდეგ" - უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა.
"ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, უკრაინის ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდა - იწყებდა პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას. ასეთ სისხლის სამართლის საქმეებს არასდროს მოუტანია ხელისუფლებისთვის შედეგი. ბოლო მაგალითი, როდესაც იანუკოვიჩმა პოლიტიკური ოპონენტები ციხეში ჩასვა, მისი გადადგომით დასრულდა.
თეორიულად შესაძლებელია უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოში გამაძევოს. შესაძლოა დამაპატიმრონ და ზუსტად 3 დღეში ხალხი გამომიშვებს ციხიდან და კიდევ ერთ დღეში მე ისევ კიევში ვიქნები. არ უნდა იყოს ეს კარგი პერსპექტივა მათთვის, ვინც უკრაინიდან გაძევებას მიპირებს. ასეთი რამეების მე არ მეშინია. როცა მართალი ხარ, ბოლომდე მართალი ხარ და მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ" - განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.
http://ipress.ge/new/50784-saakashvili-saq...iyvans-cikhidan
ექვსასიათასეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე