ვინაიდან და რადგანაც ჰიპოთეტურადაც კი დაუმტიცებელ რამეზეა საუბარი
ერთადერთ საზომად ,,მე" და ჩემი ემპირიული რამეები მრჩება

ჰოდა, რელიგია ოჯახიდან შევითვისე
მაგრამ ვფიქრობ უფრო ძლიერი კავშირი მაქვს: გენეტიკური, სისხლშია რასაც ქვია
სიტყვაზე, 10 წელი ,,არ მწამდა" (რაღაც აგნოსტიციზმის მსგავსი), მაგრამ მაინც ვხედავდი, უფრო ,,ღვთისმებრძოლი" თუ ვიყავი, ათეისტი ვერანაირად

(ზოგადად სანამ ცნება ,,ღმერთი" არსებობს ჭეშმარიტი ,,ათეისტის" არ მწამს პირადად, რადგან ,,ათეისტი" ნამდვილი გაგებით მაშინ იქნება, როცა გაგება ,,ღმერთი" მოისპობა, ანუ მოკვდება ეგ ღმერთი ბოლოს და ბოლოს

, ცნების სიკვდილზე მაქვს საუბარი

)
რასაც ვაკეთებდი ან არ ვაკეთებდი, მაინც ,,რელიგიურ მენტალობით"
ვერ ვიტყვი რომ ქრისტიანული ან მითუმეტეს მართლმადიდებლური, რადგან ამის სათქმელად კატეხიზმოს ცოდნაა საჭირო
თუმცა როგორც უმეტესობა ქართველისთვის ჩემთვისაც ,,ღმერთი" ასოცირდება ,,ქრისტესთან"
(მაგრამ ზოგადად, უფრო ნამდვილად, უფრო შინაგანად, ,,ღმერთი" არის უბრალოდ ღმერთი, ყველაზე ძლიერი არსება, ყველაზე კეთილი, ჩემი მამა, ძმა და მეგობარი

)
ამ შესავლის შემდეგ :} მივედი იქამდე, რას მეუბნება გამოცდილება და პირადი განცდები
ვაკვირდებოდი ყოველთვის, ბავშვობიდანაც და ახლა ზრდასრულობის დროსაც
რომ როცა ,,მწამს" ყველაფერი უკეთ გამოდის, თვით უმარტივესი რამეებიც კი
ასეთ ,,ექსპერიმენტებსაც" ვატარებ (განზრახულად არა, ქვეშეცნეულად): ჯვარის მოხსნა, შემდეგ შემთხვევით პოვნა სადღაც მტვერში და მივრდნილში, ჩამოკიდება და...,,ზოგადი სიტუაცია" ,,პრაქტიკულზე" უმჯობესდება
ეს არ ნიშნავს, რომ ,,ჩემთვის ღმერთის არსებობა დამტკიცდა", რადგან ვიცით ფსიქიკა რა და როგორ, გადაღეჭილ თემაა თუნდაც ეგ ,,თვითშთაგონება", აი წამალს რომ მოგცემენ და სინამდვილეში წამალიც არაა, მაგრამ უკეთ ხარ...
მაგრამ პირადად ჩემთვის, მაინც არსებობს ღმერთი და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ,,ჩემი ღმერთი არსებობს"
ეს დღეისთვის
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვოცნებობ(დი) ისე მოვვლენოდი ქვეყანას და დამენახა სამყარო, ანუ აღმექვა საკუთარი აზროვნება, რომ აი ,,რელიგიისგან თავისუფალი" ყოფილიყო გონება
მაინტერესებს ის ათასწლეული, სადაც ,,ღმერთი მოკვდება": აღარ იარსებებს ცნება. აი ვიცით, რომ არ არსებობენ გრძნეულები, მაგრამ მაინც არსებობენ. რაც უფრო ივიწყებენ იგივე ,,ვიტჩებს" (ჯადოქრებს), მით უფრო ,,აღარ არსებობენ" და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის მენტალობა შუა საუკუნეების შემდეგ ამისგან თითქმის თავისუფალია...აი იგივეს ვგულისხმობ ქრისტეზე, იეჰოვაზე, ალაჰზე და სხვა არაერთზე (კარგი გამოკითხვა მქონდა რელიგიაში, 15 ,,უცნობილესი-უძლეირესი ღმერთის" შებრძოლება

) - უბრალოდ მაინტერესებს, თორემ ისე სულერთია
მოვკვდები და ვნახავ თუ არის რამე, ნებისმიერ შემთხვევაში ყოფიერება ###ობად მიმაჩნია, ვერაა კარგი მოდელი ,,არსებობა" ღმერთო და შენც იცი ეგ, კარგი რომ ყოფილიყო, არ შექმნიდი სამყაროს და დარჩებოდი შენთვის არარსებობაში...
კარს გავაღებ და განვაგრძობ (ყოველდღიურ სეანსზე ფსიქიატრი მომივიდა)
აჰა მოვბრუნდი, ყავას სვამს ნათია–ექიმი ჯერ
პ.ს. ხმა კი მივეცი ,,რაღაც არსებობს"

, მაგრამ რეალურად არ ვიცი, სად ვარ რა ვიფიქრო, თან ამზე ფიქრსაც არ აქვს აზრი
წაიღო ტვინი ამ ღმერთმა, მაგრამ კი მასმევს მაჭმევს და მარიდებს საფრთხეებს, მადლობას წინ რა უდგას? რაც ვარ ეს ვარ, ხომ იცის...თან სასჯელს არ მაკლებს, შუაში ვყავარ რასაც ქვია, ნელ ცეცხლე მბრაწავს (თუ არსებობს, თუ არა თავად მე ვაკეთებ ამას, აუ ავირიე, თავად მე ვაკეთებ აბა ვინ აკეთებს

, ჩემი თავის ღმერთიც მე ვარ)
ჰოდა რას ვამბობდი...მადლობა მეთქი ღმერთო (რაც არ უნდ აიყოს ამ სიტყვაში), იმდენჯერ მინახავს ,,სასწაული" შენგან. აი ასე მაგალითად, სასწაული არაა, რომ ჩემი საყვარელი ძაღლი რამდენჯერმე მანქანის გატანას გადაურჩა? მაქსიმალურდ ვფრთხილობ და მგონია, ეგრე მოკვდება, მაგრამ რამდენჯერმე ,,გამიმართლა"
ერთხელ ინსტინქტურად ვიგრძენი, მანქანა რომ მოქროდა, მაგრამ შეძახებაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად გაიარა, ჩემი ძაღლი და 1 ადგილზე იყო გაქვავებული და ეს არაფრის გამო არ მომხდარა, უბრალოდ გაქვავებული იყო, წამის მეათედი...არ იყო ინსტინქტი (ვიცი რაც არ არის ინსტინქტი მისავე მაგალითზე) და არც რაიმეს მოუტაცია მისი ყურადღება
არამედ უბრალოდ ,,გაჩერდა იქ, სადაც არასდროს გაჩერებულა" 2 წლის განმავლობაში
მერე და არ დაფიქრდე, იქნებ მეხმარება ღმერთი, რაციონალური პიროვნება ამას ხელაღებით უარყოფს? (მსგავსი და სრულიად განსხვავებული შემთხვევა უამრავია)
This post has been edited by Piquecanthropus on 8 Nov 2016, 16:45