მაინც რას ერჩით ვერ გავიგე
ბუშივით და ობამასავით დებილი ნაღდად არ არის
რასაც ამბობს ამერიკელებისთვის კარგს ამბობს
არ გინდათ ასეთი პატრიოტი პრეზო გყავდეთ?
ტრამპის საარჩევნო კამპანიიდან:
1) საიმიგრაციო სისტემის გაუმჯობესება რათა დაცული იყოს ჯერ ამერიკის მოქალალაქეების ინტერესები და მერე სხვების.
იმიგრაციის კანონი უნდა ამოქმედდეს საზღვრებზე და სამუშაო ადგილებზე.
ბრძოლა არალეგალების შემოსვლასთან, განსაკუთრებული აქცენტი მექსიკაზე რადგან არალეგალი მექსიკელებ შემოაქვთ ნარკოტიკი და არიან კრიმინალები.
არალეგალი მექსიკელების მაღალ კრიმინალურ მაჩვენებელზე მიუთითებს ყველა ადგილობრივი პრესა და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს საუყოვნებლივივ
საზღვრებზე კედლის მშენებლობა ასევე თავშესაფრის მიმცემი ქალაქების გაუქმება.
კრიმინალების დეპორტაცია საკუთარ ქვეყნებში. ანუ რომელი ქვეყნიდანაც იქნება ჩასული იმ ხალხზეა საუბარი
ასევე იმ ხალხის არ შეშვება ქვეყანაში, ვინც უარს იტყვის მკაცრ საკონტროლო შემოწმებაზე.
"ჩვენ გვინდა ხალხი, რომელიც ქვეყანაში შემოვა ლეგალურად და მხოლოდ და მხოლოდ ლეგალურად"
იაფი სამუშაო H-1B პროგრამის გაუქმება.
2) ფედერალური მმართველობის ძირითადი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვა.
ხოლო სიცოცხლე ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა. მე ვარ აბორტის წინააღმდეგი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ესენია: გაუპატიურება, სისხლის აღრევა (ინცესტი) და თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
აბორტის პროვაიდერების სახელწიფოს მხრიდან დააფინანსება არის ყველაზე უარეს შემთხვევაში ადამიანების შეურაცხყოფა, ხოლო უკეთეს შემთხვევაში - მმართველობის.
3) მომხრე არის მიღებული იქნას თვითთავდაცვის კანონი. ანუ იარაღის ქონის და ტარების კანონმორჩილი მოქალაქეების მხრიდან, რათა მათ შეძლონ თავიანთი თავის დაცვა დამნაშავეებისგან.
ასევე მომხრეა შენარჩუნდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა მათთვის ვინც ქუჩაში ძალადობის მსხვერპლი გახდა.
"დემოკრატებს უნდათ რომ მოხდეს იარაღის კონფისკაცია, ეს ცუდი აზრია რადგან ე.წ. ცუდ ბიჭებს ყოველთვის ექნებათ იარაღი, ხოლო კანონმორჩილ მოქალაქეებს ჩამოართმევენ".
4) საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებით ფოკუსირებული იქნება ამერიკის უსაფრთხოების ამაღლებისკენ, რომელიც დაკავშირებულია რადიკალურ ისლამურ ტერორისტულ დაჯგუფებებთან.
წინააღმდეგია ირანის ბირთვული პროგრამის და ამბობს რომ უნდა დამთავრდეს ტერორიზმის დასპონსორება ირანის მხრიდან.
ამერიკა იდგება თავის მოკავშირეებთან ერთად და უნდა დამთავრდეს ობამა-კლინტონის მონანიებების პრაქტიკა მტრების წინაშე.
"ჩვენ საბოლოოდ მოვახდენთ ირანის გლობალური ტერორიზმის ქსელის დემონტაჟს"
"მე არ მსურს ის ხალხი, რომელიც ჩამოდის ტერორისტული ქვეყნებიდან"
"ჩემი ადმინისტრაციის მთავარი და ძირითადი თემა იქნება ამერიკა"
"ჩემი მესიჯია - ისრაელი იქნება ამერიკის ყველაზე სიმედო მოკავშირე"
"რუსეთთან შესაძლებელია ურთიერთობების გაუმჯობესება"
“I believe an easing of tensions, and improved relations with Russia--from a position of strength only--is possible, absolutely possible.”
"პალესტინის ლიდერების მხრიდან სიძულვილის წაქეზება და ქადაგება, ასევე ტეროტიზმისთვის ხოტბის შესხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს"
მისი განმარტებით სიტყვა "საგარეო პოლიტიკა" ნიშნავს : ჩვენ არანაირ კონფლიქტში არ შევალთ თუ არ გაგვხდის ეს უსაფრთხოს.
" მე მინდა ვიხილო სირიის მიწაზე ამერიკელი სამხედროები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია რომ სხვა ქვეყნებიც იბძოდნენ ISIS-ის წინააღმდეგ"
ISIS-ის და ასადის რეჟიმის შესახებ: დავაცადოთ მათ ერთმანეთს ებძოლონ, ხოლო ჩვენ მათ ნარჩენებს ავკრეფავთ"
"ელ-რიადი არის ყველაზე დიდი ტერორიზმის ბუდე, ნავთობიდან მიღებულ დოლარებით საუდის არაბეთი აფინანსებს ტერორისტებს, რომლებიც შემდეგ ცდილობენ ჩვენი ხალხის განადგურებას".
"მოგწონდათ თუ არ მოგწონდათ სადან ჰუსეინი, ის კლავდა ტერორისტებს, ახლა კი ერაყი გადაქცეულია ტერორისტების საშენ ადგილად".
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ: "შეხედეთ, ჩვენ ამ ხალხს ვეომებით, ხოლო მათ არ აცვიათ უნიფორმები, ეს არ არის ჩვეულებრივი ომი როგორიც გვქონდა იაპონელების ან გერმანელების წინააღმდეგ".
5) გადასახედების მკვეთრი შემცირება
ბიზნესის გადასახადების 15 %-მდე შემცირება, ხოლო ინდივიდუალური გადასახები იქნება 12 %, 25 % და 33 %, უმეტეს შემთხვევაში კი იქნება 0 %.
გამოიქვითება ბავშვებზე ზრუნვის ხარჯები, მათ შორის იმ მსობლებსაც რომლებიც თვითონ ზრდიან თავიანთ შვილებს (stay-at-home parents -დიასახლისები)
მოცილებული უნდა იქნას ის რეგულაციები რომლებიც სამუშაოების შექმნას ხელს უშლის (job-killing regulations)
"გადასახადები უნდა იყოს ნაკლები და მეც ვცდილობ ნაკლები გადავიხადო, რადგან ვერ ვიტან როდესაც ჩვენი გადახდილი გადასახადებით მიღებულ თანხას მთავრობა ფლანგავს".
6) ერთსქესიანთა ქორწინებაზე
"უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიტანა განაჩენი ანუ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს შტატების შეხედულებების და სურვილების მიხედვით ინდივიდუალურად".
7) ყველა ამერიკელი იმსახურებს მაღალი ხარისხის მომსახურებას, ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარებას და არა მხოლოდ დაზღვევით. ობამამ ვერ უზრუნველყო სამედიცინო დახმარების ვერც ხარისხი და ვერც ხელმისაწვდომობა. ეს უნდა შეიცვალოს. ამერიკას სჭირდება პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა, რაც საშუალებას მისცემს ოჯახებს და მათ ექიმებს თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. უზრუნველყოფილი უნდა იქნას ჯანმრთელობის დაზღვევის იაფად გაყიდვა სახელწიფო ხაზის მეშვეობით (Provide for the sale of health insurance across state lines).
8) "ყველა ადამიანი იმსახურებს სუფთა ჰაერს და უსაფრთხო სასმელ წყალს მიუხედავად მათი რასისა და შემოსავლისა. წყლის ინფრასტრუქტურა იქნება პრიორიტეტული, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რათა დავიცვათ ბუნება ოღონდ ეს უნდა მოხდეს დაბალანსებულად."
9) განათლება
ყველა ბავშვი იმსახურებს უფრო მეტ განათლებას და შესაძლებლობას რათა აიხდინონ ოცნებები.
ჩვენ გავაფართოვებთ განათლების მიღების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის მაგალითად სკოლის არჩევით, შესაძლებელი იქნება ალერნატიული განათლების მიღებაც როგორიცაა საშინაო სკოლა (homeschool).
10) ვეტერანები
"გარწმუნებთ ყველა ვეტრანი მიიღებს დროულ და ხარისხიან სამედიცინო დახმარებას. გამოსწორდება კორუფცია ამ მიმართულებით და დავეხმარებით ვეტერანებს სამუშაოს მოძებნაში კარგი ანაზღაურებით. ჩვენს ქვეყანაში ვეტერანები უნდა იყვნენ პირველ ადგილზე რადგან მათ იბრძოლეს ჩვენს დასაცავად და ტრამპის ადმინისტრაცია ამას გააკეთებს.
მეზარება ეხლა თარგმნა თორე კიდე მეტს დავდებდი
მოკლედ ყველა თვალსაზრისით კრისტალს ბაზრობს
გლობალურ დათბობას თუ არ ჩავთვლით