ვიზუალის გათვალისწინებით უჩვეულოდ ჭკვიანია, მეტი არაფერი...
გულწრფელიო რო წერთ სასაცილოა, სექსუალური ვინაა თურმე არ იცის და ვერც მოიფიქრა ახალგაზრდა გოგომ

რომ ეთქვა არ გეტყვი მეუხერხულება ან უბრალოდ არ გეტყვი არ მინდაო გულწრფელი მაშინ იქნებოდა... მსახიობი კარგია აშკარად... პოზიტიურიც არის და უბოროტო... მარა მთავარი პლიუსი რატომაც გაპიარდა მისი ვიზუალია და კიდე ის, რაც ქართველებს ბლომად გვაქვს ბუნებაში - "პაკაზუხობა"... იმ გაეროს სამიტზე ალბათ ნახევარზე მეტმა იცოდა მინიმუმ 3 ენა მარა ერთ ენაზე ისაუბრეს... ეს ფრანგულის ჩაჩრა იყო ცარიელი პაკაზუხობა გურჯებზე და გრუზინებზე გათვლილი... მითუმეტეს მომზადებული ტექსტი იყო და ეგრე 10 ენაზე მოცხებს სფიჩს ნებისმიერი სკოლადამთავრებული... ევროპელებს (უფრო გერმანელებს) კარგად ვიცნობ და არა მგონია საშუალო სტატისტიკურ ევროპელს კარგი შთაბეჭდილება დარჩენოდა მასზე... რა მაიმუნობაა ორ ენაზე საუბარი, პრინციპულად რატო უნდა დამჭირდეს ერთი გამოსვლის მოსასმენად ორი თარჯიმანი?

მოკლედ საერთო ჯამში კარგი ჭკვიანი გოგოა, წინდახედული, პოლიტიკაში ივარგებს მგონი ცოტა რო გაიზრდება თუ ისევ ხალხმა და განსაკუთრებით მისმა საახლობლომ არ გააფუჭა ზედმეტი დაუმსახურებელი ქება-დიდებით.... წარმატებები მას...
პ.ს. კოვზირიძის გადაცემა ერთადერთია რომელსაც ვუყურებ როცა დრო მაქვს...