ეს რაიმე კომედიური შოუა თუ ?!....
ღმერთო, შენ გვიშველე, ამ დონის მაგიზმი... თან ვისგან-ადამიანებისაგან ვინც თავს ქრისტიანებს ეძახიან....
ქრისტეს მოძღვრება, წმინდა მამათა სწავლებები–არსად ნასახიც კი არაა მაგიზმისა...
მსოფლიოში სხვა არც ერთი რელიგია არაა, მაგიზმს რომ არ უკავშირდებოდეს...
მხოლოდ ქრისტიანობაა ამისაგან აბსოლუტურად თავისუფალი, იმიტომ რომ ჭეშმარიტია !
და ამ დროს ვიღაცეები, ვინც თავს ქრისტიანებს ეძახიან, დიდ მლოცველებად, მემარხულეებად და აღმსარებლებად წარმოგვიდგებიან, ასეთი გაშმაგებით ცდილობენ მაგიზმის შეტანას ქრისტეს სჯულში...
ამიტომ – ჩემთვის სწორედ ეგენი არიან მაცდურები და ადამიანთა გონების ამრევები....
ის მოდგმაა, ვისზეც იესო ამბოს: "მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო".
This post has been edited by chombe on 10 Nov 2016, 20:31