#49249530 · 12 Nov 2016, 01:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
| QUOTE | თურმე რაოდენობით მეტმა მისცა ხმა ჰილარის ვიდრე ტრამპს, მაგრამ რაღაც ოხრობა სისტემის გათვალისწინებით ტრამპმა მოიგო. ვერასდროს გავიგებ მაგ სეგრეგაციას.
|
რა გაგება უნდა? "სთეით" ინგლისურ ენაში ნიშნავს ქვეყანას, რასაც ჩვენ შტატად ვთარგმნით ხოლმე. ამერიკა არის სწორედ ამ "სთეითების" (ბეზ პიწი მინუტ სახელმწიფოების) ერთობლიობა, რომლებიც დემოკრატიის უმაღლესი ხარისხით ირჩევენ საკუთარ პოლიტხელმძღვანელობას, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი არის ამ შტატების ხელმძღვანელების მიერ არჩეული ტიპი.
ანუ თუ არ იქნება ეგ სისტემა, ე.ი. აშშ, როგორც ასეთი, აღარ არსებობს და მის ადგილზე რაღაც ახალი ქვეყანაა აღმოცენებული. აშშ-ში შტატი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფედერაციული სუბიექტი. შტატებს აქვთ საკუთარი კანონმდებლობა და ზოგჯერ ფედერალური კანონმდებლობის საწინააღმდეგოც, ამიტომაც არ ჰყავთ მინისტრები და ა.შ.
მოკლედ, წარმოიდგინე სსრკ-ში 15-ივე რესპუბლიკას თავისი ხელმძღვანელობა რომ პატიოსნად აერჩია და მერე იმ ხელმძღვანელობას კიდე თავის მხრივ საკუთარი ლიდერი დაესახელებინა 4 წლის მანძილზე. შინაარსობლივად, იდეაში, სწორედ ეგაა აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობა.
|