აბა როგორ გინდა ვერ გავიგე?
ძალიანაც კარგი თუ იმპორტი შემცირდება ქვეყანაში, ეს მხოლოდ წაადგება ლარს.
პ.ს. მიდი აბა ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში, ან ემერიკაში და ლარში აიღე კრედიტი?
დოლარის კრედიტად გაცემა ეს არის უსერიოზულესი დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სახელმწიფომ მისცა ამის უფლება. მერე დადგებიან ეს პოლიტიკოსები, გინდა ნაცები და გინდა ქოცები და პროფესორებად მოაქვთ თავი.
პ.ს.ს. ყველა ნორმალური ქვეყანა ებრძვის ქვეყანაში უცხოური ვალუტის ბრუნვას, რამის გაყიდვას უცხოურ ვალუტაზე და ასე შემდეგ.
აქ კიდე პირდაპირ ბანკი გაძლევს კრედიტს დოლარში
პ.ს.ს.ს. ვინც მაგდენს ვერ ხვდებოდა რომ დოლარის კრედიტად გაცემა ადრე თუ გვიან ლარის გაუფასურებას გამოიწვევდა, ის საერთოდ არ უნდა გააკარო ეკონომიკას და ხელისუფლებას ხო საერთოდ.
კრედიტები რო იზრდებოდა და იზრდებოდა, საიდან უნდა მოეტანა ხალხს ამდენი დოლარი ვალის დასაბრუნებლად? დაბეჭდავდნენ? ხო ნათელი იყო რო ადრე თუ გვიან სერიოზული დეფიციტი შეიქმნებოდა დოლარის.
პ.ს.ს.ს.ს. სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს დოლარში სესხის გაცემა, ან ანაბარზე დოლარის შეტანა.
უნდა აიკრძალოს ყველანაირი ვაჭრობა დოლარით.
უნდა ჩამოერთვათ და დაიხუროს სავალუტო ჯიხურები დროებით მაინც და მხოლოდ ბანკებს უნდა ქონდეთ გადახურდავების პრიორიტეტი.
დოლარის ყიდვა ვერავინ ვერ უნდა შეძლოს პირადობის მოწმობის გარეშე და უნდა მოხდეს დეკლარაციის შევსება, თუ რისთვის ყიდულობს დოლარს.
არც ხელზე ვაჭრობა და არც არაფერი, მანქანა იქნება ეს ბინა თუ რაც იქნება ყველაფერი ლარებში.
სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ დოლარით ვაჭრობას გააკონტროლებს, ჩატარდება რეიდები და ვისაც ნახავენ რომ დოლარზე ყიდის რამეს სასწრაფოდ უნდა დაჯარიმდეს.
კი ნაწილობრივ არადემოკრატიულია იტყვით ეხლა, მაგრამ სხვანაირად ლარს არაფერი ეშველება.