გასაგებია, რომ როგორმე გინდა არადაკავშირებული თემები მოაბა იმ ზუსტ საკითხებს, რაზეც მოსაზრებას გამოვთქვამ, არგუმენტები მომყავს და რომელიც არ არის აბსტრაქტული მსჯელობა, ნათლად არის ჩამოყალიბებული და აბსოლუტურად კონკრეტული და პრაქტიკულია:
1. "დოლარის გამყარება არ არის მთავრობის ან ეროვნული ბანკ(ებ)ის ბრალი" - ადასტურებს ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის დინამიკა, სადაც ჩანს, რომ დოლარი ზოგადად მყარდება და რომელზეც რატომღაც ყველა თვალებს ხუჭავთ
2. "დოლარის გამყარებას ფასების ზრდა არ გამოუწვევია" - ადასტურებს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, ელემენტარული საბაზრო ლოგიკა რუსეთიდან ზეთის შემოტანის მაგალითში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების მოყვანილი სტატისტიკა და თვითონ სამომხმარებლო ფასების ინდექსი
3. "რეფინანსირების სესხები რომ არ უნდა შეიზღუდოს დოლარის კურსის ხელოვნურად გასამყარებლად"
4. "ეროვნული ვალუტის კურსის მიბმა რომელიმე უცხოურ ვალუტაზე ან ვალუტის გაუქმება კატასტროფის მომტანია შესაბამის ქვეყანასთან სრული ეკონომიკური ინტეგრაციის გარეშე"
5. "მოლოდინები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეროვნული ვალუტაზე და აუცილებელია დადებითი მოლოდინის შექმნაზე ვინმემ იზრუნოს და თუ ვინმე ზრუნავს თავისი განცხადებებით, ძალიანაც კარგი"
6. "მთავარი არ არის დოლარის კურსი, და მნიშვნელობა არ აქვს რა მოუვა მას ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას, თუ კონკრეტული ნაბიჯი ეკონომიკას გაზრდის და ფასების ზრდის მაჩვენებელიც ნორმაშია"
7. "ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ზრდის წახალისებისა და ფასების ზრდის 3-5% დიაპაზონში შენარჩუნებისთვის, მეტი ინფლაციისა და დეფლაციის თავიდანა აცილებისათვის, მათ შორის დოალართან ლარის კიდევ უფრო გაუფასურება რომც მოყვეს ამას".
8. "არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ერთი პროდუქცია როგორ გაძვირდა, არამედ მთავარია სამომხმარებლო კალათა როგორ გაძვირდა"
9. "დოლარის კურსი არ განსაზღვრავს ეკონომიკის მდგომარეობას"
10. "შიდა წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად დაზარალდება ლარის კურსის გამყარებისას"
11. "შიდა მოთხოვნა გაიზარდა ქვეყანაში"
12. "დოლარის კურსი მნიშვნელოვნად არ განსაზღვარს უძრავ ქონებაზე და ქირაზე გრძელვადიან პერიოდში ფასებს"
13. "დოლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება ლარის მიმართ დაუშვებელია ეკონომიკის ზრდისა და ლარის მასის შეზღუდვის გზით"
14. "ლარის კურსი შეფარდებითია და მხოლოდ დოლართან კურსით არ განისაზღვრება გაუფასურდა თუ გამყარდა ვალუტა"
15. "ლარის ნომინალური კურსი არ გაუფასურებულა, პირიქით, ლარის ნომინალური კურსი გამყარებულია ეს წლები"
16. " სომხეთში უფრო ნაკლებად კი გაუფასურდა დრამი დოლართან მიმართებაში, თუმცა ეს სომხური ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმის ხარჯზე მოხდა და იგივეს გაკეთება ჩვენთან არ იყო მიზანშეწონილი"
17. "შიდა ეკონომიკის გაზრდა შიდა რესურსების ხარჯზე ექსპორტის უცვლელობის დროს აუცილებლად გამოიწვევს ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებას და ეს სულაც არ არის ცუდი"
ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე შემიძლია ვესაუბრო ნებისმიერს, ვისაც გარკვეული ცოდნა აქვს ეკონომიკაში და შეუძლია შესაბამისი მონაცემების მოძიება/წაკითხვა ინტერნეტში.
შენ პირველი არ ხარ, ვინც ფარხმალი დაყარა და წარმატებები მისურვა

)
შენც წარმატებებს და მეტ ოპტიმიზმს გისურვებ.