25 მილიარდზე ნაკლები არ მაწყობს.
ვერ დაგიმალავთ. პირველ რიგში საკუთარი ოჯახის და ნათესავების
ყველა პრობლემას მოვაგვარებდი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ავღრიცხავდი მათ, ვინც უსახლკაროა და უპოვარი.
ვეცდებოდი, შეძლებისდაგვარად გადამეჭრა მათი საბინაო პრობლემები.
გამოვუყოფდი ამ ხალხს ქმედით დახმარებას.
გავხსნიდი რამდენიმე საწარმოს. 100 საწარმოს გახსნის პრეტენზია არა მაქვს.
პენსიონერებს ღირსეულ პენსიას დავუნიშნავდი.
2-3 უფასო საავადმყოფოს გავხსნიდი.
ჩავდებდი დიდ თანხას განათლების სისტემაში.
უცხოეთიდან დავიქირავებდი პროფესიონალებს, რომლებიც აღზრდიდნენ
ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ქმედითუნარიან კადრებს და პროფესიონალ
პოლიტიკოსებს. ისეთებს, რომელთა ხილვა პარლამენტში და მთავრობაში ნებისმიერ
შარიან ადამიანს დააკმაყოფილებდა.
გამოვყოფდი თანხას ძეგლთა დაცვისთვის და შემოქმედი ადამიანების მიერ წარდგენილი
ღირებული პროექტების წასახალისებლად.
დანარჩენზე თქვენ იფიქრეთ და იზრუნეთ.
vita brevis...