ჯაფარიძე: თუ საქართველო კანაფის წარმოებას დაიწყებს, ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის„გირჩმა“ დანაპირები შეასრულა და 2016 წლის 31 დეკემბერს, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, ალექსანდრე ყაზბეგის № 46 მდებარე ოფისში, აქციის მხარდამჭერებთან ერთად კანაფი საჯაროდ დათესა.
„აიპრესთან“ „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „აქცია არ არის ერთ დღიანი.
პირველ დღეს კულტივაცია დავიწყეთ და ფორმალურად დავარღვიეთ კანონი, ამის შემდეგ ეს კანაფი დაიწყებს გაზრდას. ყველანაირ პირობას შევქმნით, რომ გაიზარდოს.
აი ის ადამიანი რომელიც ეტლში ზის, ის ჩაწერეთ. სერიოზულად ვიძახი, ინსულტი ჰქონდა და საერთოდ ვერ მეტყველებდა. საშინელი ტკივილები ჰქონდა, მათ შორის დაეწყო გულყრა და ვერ მეტყველებდა. ბოლო თვე-ნახევარი თუ ორი თვეა ამ ადამიანმა დაიწყო მარიხუანას მოხმარება და ლაპარაკი დაიწყო.
რა არის აქციის მიზანი? საგაზაფხულო სესიაზე ნარკოპოლიტიკის ცვლილებების გატარებას ვითხოვთ, მოახდინონ პირად მოხმარებაზე დეკრიმინალიზაცია, მათ შორის მოახდინონ ნებისმიერი სხვა ნარკოტიკის დეკრიმინალიზება. ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა ნარკოტიკის მიმართულებით ამოიწურება და სხვა მიმართულებაზე გადავერთვებით.
ჩვენ შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაგვაპატიმრონ, მანამ სანამ ჩვენთან კანაფი იზრდება ან შეიძლება „იგნორი“ გაგვიკეთონ თითქოს არაფერი ხდება. როდესაც ჩვენთან ოფისში იზრდება ბევრი კანაფი შესაბამისად, ძალიან გაუჭირდებათ სადღაც რეგიონებში და თბილისში ადამიანების დაკავება, ვინც საკუთარი პირადი მოხმარებისთვის გაზრდის კანაფს.
დეპუტატები გაიზიარებენ თქვენ მოსაზრებას?რეალურად არაფრის შეცვლას არ აპირებენ. მე რასაც ვუყურებ პარლამენტში ამ საკითხის მიმართ არსებობს განსახვავებული დამოკიდებულება. გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება რაზე ჩამოყალიბდებიან და შეცვლიან თუ არა საბოლოოდ კანონს ლიბერალიზაციის მიმართულებით.
თუ მოხდება დეკრიმინალიზება, რას შეცვლის ეს ქვეყანაში?თუ შეცვლიან ეს იქნება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.
ჩემი აზრით ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არის ერთადერთი წამალი, რომ 2017 წელს ძვრა გვქონდეს საქართველოს ეკონომიკაში.
მე ვურჩევ სხვა რეფორმები გააჩერონ და ამას მიხედონ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც შედეგს გამოიტანს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. მომავალ წელს ეფექტი რომ მოიტანოს, ამის ერთადერთი წამალი მარიხუანას ლეგალიზაციაა, რომელსაც შეუძლია შექმნას დაახლოებით სამიდან ოთხ-ნახევარ მილიარდ ლარამდე ახალი ეკონომიკა ქვეყანაში, დაახლოებით 70-დან 100 000 -მდე სამუშაო ადგილი.
მილიარდიდან მილიარდ შვიდასი მილიონ ლარამდე შემოსავალი იქნება ბიუჯეტში, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს უამრავ კარგ რაღაცაზე, მათ შორის ანტინარკოტიკულ განათლებაზე. ეს გათვლები ემყარება რეალურ გათვლებს, რომელიც კოლორადოს შემოსავლების სამსახურის მიერ არის მომზადებული. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება, მათ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან. არ უნდა შეეშინდეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჰგონია, თუ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, ნარკოტიკები წალეკავს ქვეყანას, ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა. ცხადია, ასეთი რამ არ იქნება და არ მომხდარა არცერთ ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, თუნდაც მარიხუანას ლეგალიზება მოხდა.
თუმცა, ნარკოპოლიტიკის ცვლილების მთავარი პრობლემა შინაგან საქმეთა სამინისტროა, მას არ უნდა ხელიდან გაუშვას ის ბერკეტი, რომელიც საშუალებას აძლევს აკონტროლოს ასობით ათასი მოქალაქე, რასაც შემდეგ სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებს. ინფორმაციები მოაგროვოს კრიმინალურ სამყაროზე, მათ შორის წინასაარჩევნოდ ამ ადამიანებს მოატანინონ ხმები თავისი უბნიდან და ა.შ . ეს მარაზმი მალე დამთავრდება.
აქციაზე გამოტანილი გაქვთ ამობეჭდილ ფურცლები. რომლებზეც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონია დასახელებული, ეს რას ნიშნავს?
აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის კანაფის თესლები ჩამოტანილი. უბრალოდ გვინდა, ვაჩვენოთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც წინააღმდეგი არიან ლეგალიზაციის, რომ ჩვენ ყველა რეგიონში პრაქტიკულად კანაფი იზრდება ჩვეულებრივად და მას ასობით, ათასობით ადამიანი მოიხმარს. უბრალოდ, ეს ადამიანები არიან შეშინებულნი, იმიტომ რომ მათ დასდევთ პოლიცია. კანაფს ამ ქვეყანაში მოიხმარდნენ ყოველთვის და მოიხმარენ დღესაც.
„აწარმოე საქართველოში“ და „დანერგე მომავალი“ არის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვახარჯავთ ათობით თუ არა ასობით მილიონ ლარს, რომელიც არანაირ შედეგს არ იძლევა, ეს არის ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს იქნება მართლა „აწარმოე საქართველოში“ და „დანერგე მომავალი“ იმ თვალსაზრისით, რომ გააჩენენ ძალიან დიდ ეკონომიკას, ასობით, ათასობით სამუშაო ადგილს და შემოსავალს ოჯახებისთვის. თუ ვინმეს საღი აზრით აქვს ხელისუფლებაში, ეს ნაბიჯი უნდა გადადგან.
თქვენ დიდ რისკზე მიდიხართ, პირდაპირ ეთერში არღვევთ კანონს, რომელიც მძიმე მუხლით ისჯება და 2-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ღირს ამ რისკზე წასვლა?კი. ცხადია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის.
http://www.ipress.ge/new/56547-jafaridze-t...adgils-sheqmnisროგორ ფიქრობს ჯაფარიძე ხალხზე.
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo