გირჩის ლიდერმა მარიხუანას კულტივაცია პირდაპირ ეთერში მოახდინაახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში მარიხუანას კულტივაცია მოახდინა.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ამით მან დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას, ან კულტივირებას გულისხმობს.
„ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არ არის მარიხუანას მოწევისთვის ბრძოლა. საბოლოო ჯამში, ესაა ბრძოლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებისთვის.
ადამიანის სხეული არის მისი ნომერი პირველი საკუთრება და სახელმწიფოს საქმე არაა ადამიანი საკუთარ სხეულს რას უზამს, მათ შორის, არც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ სხეულს ზიანს აყენებს.
დღეს, რაც ჩვენს ოფისში ხდება, ესაა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მსგავსიც მსოფლიო საზოგადოებას არაერთი ახსოვს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ. პრაქტიკულად, დღეს ხდება ამ გამარჯვების გაფორმება.
თავისუფლებისთვის ნებისმიერი ბრძოლა განწირულია გამარჯცებისთვის, თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დათმონ საკუთარი თავისუფლება ამ ბრძოლისთვის.
ჩვენთან ოფისში არის ასეთი ათეულობით ადამიანი, რომელიც მზადაა დათმოს საკუთარი თავისუფლება იმისთვის, რომ იბრძოლოს მეტი თავისუფლებისთვის.
ხელში მიჭირავს კანაფის თესლი, რომელიც ჩამოტანილია ოტობაიადან. მე თქვენ თვალსინინ, იდეაში, ახლა დავარღვევ კანონს, როგორც კი დავიწყებ კულტივაციას და დავასხამ მასზე წყალს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, იგი დაელოდება, თუ რა რაეგიარებას მოახდენენ აღნიშნულ ქმედებაზე სამართალდამცავი ორგანოები.
http://news.ge/ge/news/story/204925-girchi...ershi-moakhdina