მოდის კომკავშირი! წითელი მანდატი -
სისხლით დაფერილი სპეტაკი ოცნება -
მზისკენ გაფრენილი გმირული დღეები
ტყვიების მარულით, მარად საფიცარი
სახელი-მამული! მოდის კომკავშირი
-ფოლადად ქცეული, ამ გოგო-ბიჭების
სახელით ქებული. ათასი სურვილით,
ათასი იმედით, ცოცხალი ვარდებით,
ცოცხალი იებით. სალამი,სალამი
ფიქრებო ბორისის,
ეს მირზა გვეძახის - მისი ხმა მოისმის.
თქვენია,თქვენია სუყველა ღიმილი,
კვლავ გულზე გიბრწყინავთ მზე ოქროს ღილივით