დამდგარან აქ და წკმუტუნებენ...
არ გამომივიდნენ აქ სიმართლისთვის ,,ტარიგად შეწირულები''!
ეს შედეგი არც ხელისუფლების ბრალია და არც სასამართლოსი.
მაგ ტელევიზიის კატასტროფა მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანის ბრალია:
სააკაშვილისა და გვარამიასი.
პირველისა იმიტომ, რომ ,,ონ დავალ ნერეალნიე პლანი''.
მეორისა კი იმიტომ, რომ ამ ,,ნერეალნიე პლანებს'' საკუთარ ტყუილებს და შხამებს უმატებდა.
იქმნებოდა ერთგვარი პოლიტიკური დოზანა, რომელიც მხოლოდ რევანშისტებს (არა ნამდვილ ოპოპოლიტტიპებს)
ფხანდა გულს, ხოლო სხვას კი ნერვებს უწეწავდა. საინფორმაციო და გასართობ-იუმორისტული გადაცემები უკვე პერმანენტულ მოსაქმებად იქცა,
რაც ოდნავადაც კი აღარ ჰგავდა სატელევიზიო მაუწყებლობას. შეიქმნა ერთგვარი სამაუწყებლო დისპროპორცია,
ერთი მხრივ, ძლიერი, ,,პროფესიონალური'', თითქმის ყველა რეგიონის მომცველი ტელევიზიის არსებობასა და, მეორე მხრივ,
თავად ნაციონალების დაბნეულ, ქაოტურ, არაგეგმაზომიერ პოლიტსაქმიანობას შორის. ეს ორი ძალა, ტელევიზია და ნაცმოძი,
უნებლიეთ თუ შეგნებულად, ერთმანეთის მტერი შეიქმნა და საკუთარი მარცხისთვის ნოყიერი ნიადაგი შეამზადა, რითიც
მშვენივრად ისარგებლა დღევანდელმა ხელისუფლებამ - მშვენივრადვე გამოიყენა რუსთავი2-ის წიაღშივე წარსულში დაშვებული
შეცდომები და ,,შარშანწინდელი ბრიყვული წყენა'' აღარ აპატია...
რუსთავს რომ ცოტა უფრო ჭკვიანურად ემოქმედა, არ აჰყოლოდა წაგების ბოღმას, ღვარძლსა და უტაქტობას,
თავი დაენებებინა იმ ისტერიკებისთვის და გავრამიასეული ლანძღვა-გინებისთვის, ცოტა უფრო ობიექტურად და
მართლად მოემზადებინა ყველა სახის გადაცემა, ჩემი აზრით, ასეთი შედეგი არ დადგებოდა.
ყოველ შემთხვევაში, ახლა თუ მხოლოდ ირინა სარიშვილი და თაკო ჩარკვიანი უდგანან გვერდზე, იმ მომენტისთვის,
შესაძლოა, მართლაც მთელ ელიტ-საზოგადოებას დაეჭირა მათთვის მხარი...
ეგაა... როგორც ჩანს, მთავარი მოტივი აქ ხალხის ცივი დამოკიდებულებაა მისადმი, თორემ, ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში
ტელევიზიის ნებისმიერი სახით ხელყოფას, როგორც წესი, დიდი კატაკლიზმები მოჰყვება ხოლმე.
ამიტომ, ნურავის ნუ აბრალებენ თავიანთი სისულელებითვე ,,გამოთხრილ კატას''.
მითუმეტეს, არც ხურავენ. უბრალოდ, ცოტა სხვანაირი მუშაობა მოუწევთ... თუმცა შესაძლოა ცოტა ხანი
კიდევ აფრქვიონ რუსთავიორული სამსალები...
პ.ს. არცერთ ქართულ არხს არ ვუყურებ. ტვ3-ს თუ შევხედავდი ხოლმე. ახლა აღარც ისაა...