კრემლის პოლიტიკის მატარებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პირდაპირ შტურმს ახორციელებს მედიაზე-ირაკლი ღლონტიკრემლის პოლიტიკის მატარებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პირდაპირ შტურმს ახორციელებს მედიაზე-ეს განცხადება, პარტია რეფორმატორების ლიდერმა ირაკლი ღლონტმა გააკეთა.
ღლონტმა რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით.
ღლონტი ამბობს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად შეტევას ახორციელებს.
„მოლოდინი რა თქმა უდნა არ გვაქვს სასურველი, იმიტომ, რომ ყველამ კარგად გავიგეთ, რომ კრემლის პოლიტიკის მატარებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პირდაპირ შტურმს ახორციელებს მედიაზე. უბრალოდ მე მინდა გავაფრთხილოთ როგორც რიგითმა მოქალაქემ, პოლიტიკოსმა, რომ ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს და საბედისწერო აღმოჩნდება როგორც მისი, ასევე მისი მარიონეტული ხელისუფლებისთვის,“-განაცხადა ირაკლი ღლონტმა.
უზენაეს სასამართლოსთან საკოორდინაციო საბჭოს წევრი პარტიების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან. ედპ-ს ლიდერი მიმართავს მოსამართლეებს მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და არ შეუწყონ ხელი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებას.
„წყდება რუსთავი 2-ის ბედი, ესეიგი სიტყვის თავისუფლების ბედი და მეორეს მხრივ რამდენად თავისუფალი იქნება ჩვენი სასამართლო სისტემა. ის რაც გამოიარა რუსთავი 2-მა დავინახეთ, რომ სასამართლო არის ხელისუფლების კონტროლქვეშ. დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეუძლიათ გადაარჩინონ სასამართლო სისტემაც,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს პოლიტიკოსებს და საზოგადოებას, პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის» თავმჯდომარე.
„როგორც კი ჩვენ გამოვიჩენთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, დავიცავთ რუსთავი 2-ს დავიცავთ თავისუფალი სიტყვის ამ ფლაგმანს, დავიცავთ საზოგადოებრივი დემოკრატიულ ინსტიტუტებს,“-აცხადებს ნიკა მაჭუტიძე.
http://rustavi2.com/ka/news/69446ვაი პოლიტიკოსი.