"რუსთავი" 2-ის დაცვა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი არხია, ძალიან მნიშვნელოვანია" - დევიდ კრამერი
დღეს, 15:49
http://rustavi2.com/ka/news/69484თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე საუბრობენ საქართველოში აკრდეტებული ელჩები და საერთაშორისო ანალიტიკოსები.
მათი განცხადებით, რუსთავი 2-ის პროცესის შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და ამიტომ, ისინი დღევანდელ განხილვას დიდი ყურადღებით აკვირდებიან.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ამბობს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ალიანსის წევრებისთვის ინტერესის საგანია, ვინაიდან დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია.
„მედიის თავისუფლება დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მედიის შესაძლებლობა, რომ ილაპარაკოს თავისუფლად, გააცნოს ხელისუფლებასა და მთელს საზოგადოებას თავისი დაკვირვება, რა ხდება ქვეყანაში, არის ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიული ხელისუფლებისთვის. რუსთავი 2-ის საქმეს თვალყურს ძალიან ახლოდან ვადევნებ და პროცესი სამართლებრივად უნდა წარიმართოს. ეს სუვერენული ერის უფლებაა. ნატოს შეუძლია დააკვირდეს და ურჩიოს, მაგრამ არ შეუძლია ჩაერთოს სამართლებრივ საქმეებში და საკუთარი აზრი გამოთქვას. რუსთავი 2-ის საქმე მაღალი ინტერესის საგანია და ამ საკითხით ასევე დაინტერესებული არიან ალიანსის მოკავშირეები,“ - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
რაც შეეხება საერთაშორისო ანალიტიკოსებს, მათი აზრთ, რუსთავი 2 -ის საქმე, თავისუფალი მედია არის საკითხი, რომელზე გადაწყვეტილებაც მიბმულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეფასებაზე.
რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებშიც. დევიდ კრამერის თქმით, დიპლომატები ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს.
„რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის ირგვლივ ძალიან დიდი ინტერესია. მნიშვნელოვანია, რა შედეგით დასრულდება პროცესი. ვიცი, რომ ბევრი დიპლომატი თბილისში ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და არა მარტო ისინი, ქართველებიც. რუსთავი 2-ის დაცვა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი არხია, ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი იმედოვნებს, რომ ტელევიზიასა და ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება, გააგერძელონ საკუთარი საქმის კეთება,“ - განაცხადა დევიდ კრამერმა.