მყავდა ბავშვობის მეგობარი, ჩვეულებრივი ბავშვი იყო, ერთად დავდიოდით სოფლის სკოლაში.
თბილისში არ მიმიღეს, არ ვიყავი ექვსი წლის.
ძალიან დავმეგობრდით, თან ჩვენი მოხუცები ძველი მეგობრები იყვნენ.
ექვსი თვის მერე წამომათრიეს თბილისში.
ჩავედი ზაფხულში და ივერა მოვიკითხე, ბებომ მითხრა სახლში მიდი და იქა ნახე, გარეთ ვეღარ გამოდისო.
მაშინ ვერ გაარკვიეს რა დაემართა ამ ბიჭს.
წელს ქვემოთ მოწყდა და ძნელად მეტყველებდა.
დავიწვი იმის საცოდაობით როცა ვნახე.
ძალიან უყვარდა ჭადრაკის თამაში და კროსვორდების შედგენა და გამოცნობა, ამქონდა ხოლმე ბლომად, მაგრამ სახლიდან ვეღარ გამომყავდა.
დამცინიან და არ შემიძლიაო.
დავსვი ეტლზე და წამოდი სტადიონზე ფეხბურთს უნდა ვუყუროთ, გინდა მეთქი?
შენთან ერთად წამოვალო.
ამომყავდა ყოველ დღე სოფლის ბირჟაზე და იჯდა ხალხთან ერთად თავის ეტლში.
კაი ბიჭი იყო ვინმე და მისთვის ზედმეტი ეთქვა.
აქვე ვიტყვი, რაც იმას თავში ტვინი ჰქონდა, მაგ დებილ პარლამენტარებს ერთად აღებულს არა აქვს იმდენი ცოდნა, რაც იმ ცხონებულს ჰქონდა, წიგნს არ გაუშვებდა წაუკითხავს.
ბჯოოო, როგორ შეიძლება ადამიანის დაჩაგვრა????