kvirike
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5712
წევრი No.: 90563
რეგისტრ.: 4-May 09
|
#49323636 · 22 Nov 2016, 16:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაბისონია, ესაა ნაპო მესხია?
ჩვენი კოლეგის - ნაპო მესხიას მიერ რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი "როგორ სხვისდებოდა აფხაზეთი" (კაკ ოტტორგალასქ აბხაზიჭ) კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გატყდეს ციხე შიგნიდან - როგორ უნდა დაუპირისპირდე საკუთარ ხალხს და საკუთარ სახელმწიფოს დედაისტორიის, ისტორიული ფაქტების გაყალბების გზით, რასაც ორ ასეულზე მეტი წლის მანძილზე პერმანენტულად ეწევა გარეშე მტერი, მაგრამ ღალატის ტოლფასია შინაურის მიერ განხორციელებული მსგავსი ქმედება. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამოვიკითხოთ ის ძირითადი მოტივი, რამაც უკარნახა ჩვენს კოლეგას დაეწერა წიგნი "სიმართლეზე და სამართლიანობაზე", რომელსაც რედაქტორის წინათქმაში ვინმე იური პაპასკუა სამკურნალო თვისებებსაც კი მიაწერს. ნუ იტყვით და, თურმე ჩვენს განკურნებას ითვალისწინებს იმის აღიარება, რომ საქართველო მცირე იმპერიას წარმოადგენს (აქ უპრიანია გავიხსენოთ ის ვნებათაღელვა, რაც ანდრეი სახაროვის ამ მოსაზრებას მოჰყვა ჩვენს ქვეყანაში) და ნაპო მესხია როგორც მკურნალი, სამკურნალო პრეპარატის ანოტაციას ამ სახით გვთავაზობს: "...ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ იჩაგრებოდნენ მოკავშირე რესპუბლიკების ხალხები, მათ შორის ქართველებიც, მაგრამ გვავიწყდება, თუ მხედველობაში არ ვიღებთ საქმის ვითარებას ყოფილ ავტონომიებში, გული მოგვდის, როდესაც მცირე იმპერიას გვიწოდებენ, თუმცა, მისი დამახასიათებელი ნიშნები უპირობოდ სახეზეა. მათი დანახვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი ყურადღებითა და გულისყურით ჩავხედავთ სიმართლეს თვალებში!" აი, ამგვარად გვმოძღვრავს მკურნალი ნაპო მესხია (და სხვაგვარად ვერც მოიქცევა, ვინაიდან ჰიპოკრატეს ფიცისადმი ერთგულება კარნახობს ამას). ხოლო რაც შეეხება საქართველოს ისტორიის ნაპო მესხიასეულ ინტერპრეტაციას, ის აღსავსეა ისეთი სახის აბსურდებით, როგორიც თვით აფხაზ და რუს ფალსიფიკატორებსაც კი არ შემოუთავაზებიათ. მაგალითისათვის უნდა მოვიტანოთ ამონაწერი 23-ე გვერდიდან: "...ნამდვილად იბადება შეკითხვა: როგორ შეიძლებოდა აფხაზეთი ყოფილიყო საქართველოს ისტორიული ოლქი, როდესაც ტერმინი "საქართველო", როგორც ასეთი, ისტორიაში ჯერ კიდევ არ იყო, ხოლო "ქართლი" და "ქართველი" შეიქმნა აგერ ახლახან, თითქმის გუშინ, მე-15 საუკუნის შუაგულში". გარდა იმისა, რომ მოტანილი ციტატა სრული სიყალბეა, აქ ადვილად ამოიკითხება ის ირონია, რომლის დამალვასაც ავტორი არც ფიქრობს. უფრო ადრე ავტორი აპელირებს იმ კონსტიტუციით, რომელზედაც საუბრობს მე-15 გვერდზე: "...კარგად არის ცნობილი თუ რა სტატუსით სარგებლობდა იგი 1925 წლის კონსტიტუციით და როგორ ჩამოქვეითდა საკუთარ უფლებებში 1931 წლის კონსტიტუციის მიხედვით...". აქ საუბარია იმ 1925 წლის კონსტიტუციაზე, რომელიც მეცნიერ-ისტორიკოსების მტკიცებით მხოლოდ პროექტის სახით არსებობდა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითები თუ ისტორიული ფაქტები, რომლითაც ნაპო მესხია სარგებლობს, აყვანილია ტიპური განზოგადების რანგში და ის ამას სრულიად შეგნებულად აკეთებს, ვინაიდან მიზნად აქვს დასახული თუ დავალებული აფხაზეთის ტრაგედიაში უეჭველ დამნაშავედ ქართული მხარე გამოიყვანოს. შიგადაშიგ აფხაზ სეპარატისტებსაც გამოჰკრავს ხოლმე "სარმას", მაგრამ ამას ჩვენი დანაშაულის უპირობო აღიარების კონტექსტში აკეთებს და ამის მაგალითებია უნივერსიტეტის გაყოფა და იქ მოწყობისათვის აუცილებელი "სტავკების" გაორმაგება, ქართული ეროვნული მოძრაობისა და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი ეპითეტებით შემკობა და სხვა. ამგვარ დახასიათებებს ნაპო მესხია სეპარატისტებისათვის ნაცადი მეთოდით წარმოგვიდგენს ყველაფერ იმას, რაც სოციალისტური აბსურდისათვის იყო დამახასიათებელი, მიაწერს ქართველ ხალხს იმ ცალმხრივი მინიშნებით, რომ უბედურების სათავე მათშია და პერმანენტულად ეწევა ამგვარი დასკვნების ტირაჟირებას. მაგალითად, 25-ე გვერდზე ასკვნის: "...ამიტომ მთავარ მიზეზს უნდა ვეძებდეთ საკუთარ ეროვნულ ხასიათსა და მენტალიტეტში. ჩვენ დაკავებული აღმოვჩნდით საკუთარი პრობლემებით და არ გავუწიეთ ანგარიში საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების პრობლემებსა და განწყობებს... სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჩვენდა სამწუხაროდ, ერთხელაც არ გვიცდია ამის გაკეთება, ჩვენ სრულად უგულებელვყავით ჩვენი ოპონენტების ინტერესები, დავიკავეთ რა განაწყენებულის, სირაქლემის პოზა..." და ამგვარი მაგალითების მოტანა მრავლადაა შესაძლებელი. ნაპო მესხია ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, დაჟინებით იმეორებს, რომ არ ყოფილა დიალოგი აფხაზებსა და ქართველებს შორის იმ მიზეზის გამო, რომ ამგვარი ნება და შესაბამისი სურვილი ქართულ მხარეს არ გააჩნდაო, რაც სრული სიცრუეა. აქაც ქართველთა ცალმხრივად დადანაშაულებას ცდილობს ნ.მესხია. დიალოგი ნამდვილად რომ მიმდინარეობდა, ადასტურებს მრავალი მისი მონაწილე საგაზეთო თუ სხვა სახის პუბლიკაციებში, რაც საგანგებოდ გამორჩა ავტორს. ამ დიალოგის მონაწილეები ჩვენი კოლეგებიც გახლდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იგი მეტად დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა, ამოწეული იყო და განიხილებოდა ისეთი საკითხები, რომლებიც პრობლემური იყო აფხაზური ეთნიკური საზოგადოებისათვის: აფხაზური ეროვნული სკოლა და მისი განვითარება, აფხაზური ენა და მისი სახელმწიფო სტატუსის ამაღლების გზები, დემოგრაფიული სიტუაცია და მისი გაუმჯობესების პერსპექტივები და ა.შ. ის, რომ დიალოგი შედარებით გვიან პერიოდში დაიწყო, ქართულ მხარეს კი არ უნდა დაბრალდეს, არამედ იმ სოციალისტურ სინამდვილეს, სადაც ამ სახის დიალოგი სისხლის სამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენდა. განა შეიძლება მავანსა და მავანს ეწარმოებინა დიალოგი ეთნიკურ პრობლემებზე იმ გარემოში, სადაც ერთაშორისი ურთიერთობები ვეტოდადებულ თემას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ქართველთა დადანაშაულება იმაში, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ-აფხაზური დიალოგის წარმართვას, აშკარად ყურით მოთრეული და წინასწარ გამიზნულია, ან როგორ ფიქრობს ავტორი, შეიძლებოდა კი თუნდაც ეფექტურად წარმართული ქართულ-აფხაზური დიალოგით თავიდან აგვეცილებინა კრემლის ავანტიურა, არსებითად შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ ავტორი სწორედ ამ ავანტიურისტებს, აფხაზეთის კოლაფსის ჭეშმარიტ ავტორებს აფარებს ხელს, ხოლო დამნაშავედ გამოყავს მსხვერპლი - ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო და ამას მზაკვრული ხერხებით ახორციელებს, თითქოს სოხუმში მოქმედი ეროვნული ერთიანობის საბჭო წარმოადგენდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს უფლებამოსილ სუბიექტს. აფასებს რა ეროვნული ერთიანობის საბჭოს საქმიანობას, ნ.მესხია პირდაპირ მიუთითებს, რომ სწორედ ეროვნული ერთიანობის საბჭოს უდევს ლომის წილი აფხაზეთის ტრაგედიაში. თუ სად არიან ამ ტრაგედიის ჭეშმარიტი შემოქმედნი, ავტორი ამას არ კითხულობს, არც აინტერესებს, ვინაიდან მისი მიზანი, როგორც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, ქართული მხარის, საქართველოს დადანაშაულებაა. არანაკლებ მზაკვრულია ნ.მესხიას აპელირება სიმართლით და მას ხაზს იმ მიზნით უსვამს, რომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს ქართული მხარე აფხაზეთის კოლაფსის მოწყობაში, აქაოდა სიმართლეა და სად და როგორ უნდა გაექცე მასო. აი, მისი გამონათქვამებიც: "...ეს არის მწარე სიმართლე, მაგრამ სიმართლე. ფაქტია, რომ პრობლემების მშვიდობიანი დარეგულირება არ აწყობდა არავის" (გვ.28); "...ადამიანებმა უნდა იცოდნენ სიმართლე! იგი უნდა ითქვას ბოლომდე და შეუფერადებლად. გამოსავალი მხოლოდ ამაშია და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი სწორედ ამაშია" (გვ.44); "...ამიტომაც გადავწყვიტე სიმართლით წარვსდგე მათ წინაშე და ჩავხედო მათ თვალებში" (გვ.45). საყოველთაოდაა დამკვიდრებული აზრი იმის თაობაზე, რომ სიმართლე ყოველთვის და ყველა ვითარებაში არ შეიძლება გამოითქვას, სიმართლის თქმას შესაბამისი დრო და გარემო სჭირდება. ათეულობით მაგალითი არსებობს აფხაზთა მხრიდან ქართველთა აუგად მოხსენიებისა, პირდაპირი შეურაცხმყოფელი განცხადებებისა ქართველთა და ყოველგვარი ქართულის მიმართ, გამონათქვამები იმის თაობაზე, რომ ქართველებთან თანაცხოვრება დაუშვებელია და შეუძლებელია, ქართველთა გაუპატიურებისა, სადისტური აღვირახსნილობისა თუ სხვა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისა, მაგრამ არც ერთ აფხაზ ავტორს, არც ერთ პუბლიცისტურ თუ სხვა სახის ნაწერში, არც ერთ მათ მიერ ფალსიფიცირებულ "ოპუსში" ამგვარი სახის სიმართლის შემცველი ფაქტი არ მოუყვანია, ვინაიდან იცის, სად და რა ვითარებაში თქვას სიმართლე, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, არ იცის ჩვენმა კოლეგამ, ან იცის და სწორედ ამიტომაც იქექება იმ სიბინძურეში, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანის სამყოფელში. ზემოთაც იყო აღნიშნული და ახლაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ნ.მესხიას წიგნი არა სიმართლისადმი ერთგულების, არამედ წინასწარ განზრახულობით არის შექმნილი. სწორედ წინასწარ განზრახულობით და ავი წინასწარგანზრახულობით დაიწერა მე-3 თავი "აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, მისი ქართული ფრაქცია და ე.წ ეროვნული ერთიანობის საბჭო. მათი როლი და ადგილი აფხაზეთის ტრაგედიაში". იგი ამ თავს უპრეცედენტო ბრალდებით იწყებს: "...საზოგადოებაში ფართოდ არის დამკვიდრებული აზრი იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ომის გაჩაღებაში დიდი როლი ეკუთვნის აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართულ ფრაქციას. მას ბრალს სდებენ ღალატის ტოლფას ქმედებაში. ამბობენ, რომ ვერ დაინაწილეს თანამდებობები, ამიტომ ვერ წარიმართა მწყობრი საპარლამენტო საქმიანობა. მათი ქმედებებით თუ უმოქმედობით კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური დაპირისპირებულობა, რომელსაც აფხაზეთში მოჰყვა დაძაბულობის გაძლიერება და საზოგადოებრივი დესტაბილიზაციის გაძლიერება..." და არ მხოლოდ ზემოთ მითითებულ თავს, არამედ მთელ წიგნს ამ ბრალდების დასაბუთებას უძღვნის. მე-4 თავში ქართულ ფრაქციას წარმოუდგენელ დანაშაულობებს მიაწერს: "... იმაში, რომ არ შედგა დიალოგი და არ შეიქმნა საქმიანი კონტაქტები და ურთიერთთანამშრომლობა, უფრო მეტად დამნაშავეა ჩვენი, ქართული მხარე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენ გავრბოდით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიების სხდომებიდან, რითაც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს ვუთმობდით ბურთსაც და მოედანსაც! ეს ჩვენ დავთმეთ პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობის მექანიზმები, 2ჰ3 ხმის დაცვის მექანიზმები, რაც წარმოადგენდა უდიდეს დანაშაულს, საბედისწერო შეცდომას, უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ აფხაზურ მხარესთან დიალოგის მწვავე დეფიციტმა და ჩვენმა დაუსრულებელმა გაქცევებმა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომებიდან მისცა საშუალება აფხაზურ დეპუტაციას ყოველგვარი სირთულის გარეშე მიეღო ისეთი კონსტიტუციური შესწორებები, როგორიცაა აფხაზეთის სახელდება და სიმბოლიკა. სწორედ ამის შემდეგ შეაჩერეს მათ მოქმედი 1978 წლის კონსტიტუცია და აღადგინეს 1925 წლის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი ცხადდებოდა სუვერენულ და დამოუკიდებელ რესპუბლიკად. ჩვენი, ქართველი დეპუტატების დასწრების შემთხვევაში, დაცვის არსებული კონსტიტუციური მექანიზმის პირობებში, ეს ვერ განხორციელდებოდა. ამის გაკეთებას ისინი ვერ შესძლებდნენ!" დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნ.მესხიას აქ მოტანილი სიტყვებისა არ სჯერა, მაგრამ რა უყოს, წინასწარ ჩამოყალიბებულ მიზანს - ჩირქი მოსცხოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართულ შემადგენლობას, რათა აჰკიდოს დანაშაულებათა მძიმე ტვირთი და შეუმჩნეველი გახადოს ჭეშმარიტი დამნაშავე. ვფიქრობთ ზემოთ მოტანილ ციტატას მცირე კომენტარი დასჭირდება უსათუოდ, ვინაიდან მასში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებსა და შეფასებებს ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ. ნ.მესხიას მტკიცებით, აფხაზეთში ომის გაჩაღებაში თურმე ლომის, წილი დეპუტატთა ქართულ ფრაქციას უდევს, ხოლო ბლოკ "სოიუზში" გაერთიანებული ანტიქართული ორგანიზაციები, თურმე მუხლებზე ჩოქვით გვემუდარებოდნენ, ღვთის გულისათვის, ნუ დაიწყებთ ომს, ნუ დაგვღუპავთ ჩვენ და ნურც თავს დაიღუპავთო, კრემლში მოკალათებული რუსი ნეოიმპერიალისტები კი ძალასა და ენერგიას არ ზოგავდნენ ჩვენი დაშოშმინებისათვის. რაც შეეხება ფაქტს ქართული დეპუტაციის მიერ უმაღლესი საბჭოს სესიების დატოვების შესახებ, რასაც ავტორი დანაშაულის კვალიფიკაციას ანიჭებს იქედან გამომდინარე, რომ ამ ქმედებით ჩვენ თითქოს დავთმეთ პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობის მექანიზმები და ხელი შევუწყვეთ მიღებული ყოფილიყო ისეთი კონსტიტუციური შესწორებები, რომელთა საფუძველზე აფხაზეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცხადდებოდა ნ. მესხიამ ან არ იცის, ან არ სურს იცოდეს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მანიპულირების შესაძლებლობა უმაღლესი საბჭოს არც ქართულ და არც არაქართულ სეგმენტს არ გააჩნდა, ვინაიდან ამგვარი ბალანსი იმ საარჩევნო კანონში იყო ჩადებული, რომელიც მიიღო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მეთერთმეტე მოწვევის სესიამ და რომლის საფუძველზე არჩეული იქნა ახალი მოწვვეის უმაღლესი საბჭო საზოგადოებისათვის ცნობილი ნაციონალური კვოტური წარმომადგენლობითი სისტემით. რაც შეეხება დეპუტატთა ქართული ნაწილის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ისინი მიღებული იქნა კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნათა აშკარა და უტიფარი იგნორირებით უბრალო უმრავლესობის მიერ, რასაც ისინი ასეთივე წარმატებით განახორციელებდნენ დეპუტატთა ქართული ფრაქციის სესიის სხდომებზე დასწრების შემთხვევაშიაც და სეპარატისტთა მოწოდება დავბრუნებოდით პლენარულ სხდომებს, ნაკარნახევი იყო იმით, რომ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღების ფორმალური თანამონაწილენი გავმხდარიყავით ჩვენც - ქართული დეპუტაცია. ჩვენდა სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მზაკვრული ჩანაფიქრი სწორედ სესიის სხდომების დატოვების გადაწყვეტილებით აღვკვეთეთ და განა შეიძლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას უდიდესი დანაშაული, საბედისწერო შეცდომა თუ სამშობლოს ღალატი ეწოდოს. ისტორიაში შესვლის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილ ავტორს ვურჩევდით ეხელმძღვანელა არა საკუთარი "ნააზრევით", არამედ პროფესიონალი ისტორიკოსების მიერ წარმოდგენილი მასალებით, რომელთა ნაწილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და მონაწილეობით შეიქმნა. ნ. მესხია არ იშურებს შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ქართული დეპუტაციის მიმართ: "...რაკიღა ვახსენეთ ქართული დეპუტაცია, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას მის ძალიან სუსტ შემადგენლობაზე. მხედველობაში ვიღებ არა მხოლოდ რაოდენობრივ მომენტს, არამედ მათი მოღვაწეობის ხარისხობრივ-ზნეობრივ მხარეებს - მათ განსხვავებულობას, შეუთანხმებლობას, განცალკევებულობას, მიამიტობას და ბოლოს უგუნურობას! იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს შემთხვევითი ხალხი, ასევე, შემთხვევით შეიკრიბნენ ერთად - მოხვდნენ, როგორც იტყვიან, ხომალდიდან მეჯლისზე და ერთეულების გამოკლებით არ იციან როგორ მოიქცნენ. ქართველ დეპუტატთა დიდი ნაწილი პასიურად იჯდა, რომელიც ერთხელაც არ გამოსულა და არ დაუფიქსირებია საკუთარი აზრი ამა თუ იმ აქტუალური საკითხის მიმართ. და არა მხოლოდ უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომებზე, არამედ სადეპუტატო ფრაქციის სხდომებზეც კი ისინი არ ჩანდნენ: ისინი ისხდნენ "ბალახზე დაბლა და წყალზე ჩუმად" გაურკვეველი იყო თუ რისთვის მოვიდნენ ისინი პარლამენტში?!" მაშინ, როდესაც ნ.მესხია უკმაყოფილებას გამოთქვამს ქართული დეპუტაციის მიმართ, თავად ჩადის ენითაუწერელ უზნეობას, აქცენტების აღრევით, სრულიად უსაფუძვლოდ განაქიქებს საკუთარ კოლეგებს, რაც ოჯახიდან გასული მისი უმადური წევრის ყოვლად საძრახის საქციელს გვაგონებს. მოდით, საზოგადოდ ვიკითხოთ - ახსოვს ვინმეს, ჩვენს კოლეგას თუ საზოგადოების რომელიმე წევრს, ნაპო მესხიას აქტიურობა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებისა და პრეზიდიუმის სხდომებზე. წარმოდგენილი დახასიათებისდა საპირისპიროდ ავტორი თაფლში ამოვლებულ სიტყვებს უშურველად იმეტებს აფხაზი კოლეგების განსადიდებლად და თუ კი ქართული დეპუტაცია, მცირედი გამონაკლისის გარდა, ერთიანად ექსტრემისტები, რევანშისტები, აგრესორები და ბრიყვები ვიყავით, სრულიად საპირისპიროდ წარმოგვიდგენს აფხაზ კოლეგებს. მაშინ, როდესაც ქართული დეპუტაციის წარმომადგენლობას თავზე ლაფს ასხამს, უმაღლესი საბჭოს აფხაზურ შემადგენლობას მოწიწებით, პატივისცემით, ამაღლებული ტონით მოიხსენიებს და მათ გამოჩენილ აფხაზ დეპუტატებს უწოდებს, რომლებიც თურმე ნუ იტყვით და ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ ჩვენს მიერ წამოჭრილ საკითხებს, აი მაგალითიც: "...იმის ნათელი მაგალითი, რომ აფხაზური მხარე მზად იყო და რიგ შემთხვევებში მიდიოდა გონივრულ დათმობებზე, არის მის მიერ გამოხატული თანხმობა მთავრობის სახლთან, ცენტრალურ მოედანზე ჩატარებულიყო წინასწარცნობილი ანტიაფხაზური მიტინგი..." ოღონდ შეაქო, მოწიწება გამოხატო, ქედი მოიდრიკო აფხაზური მხარის წინაშე და რას არ შეთხზავ და მიკიბ-მოკიბავ ადამიანი. ეტყობა საქმეს სჭირდება, იმ საქმეს, რომელსაც ჩვენნაირი დაუნახავი ვერასოდეს შეამჩნევს, თორემ რისთვის დასჭირდებოდა ავტორს ფანტასტიკის სფეროში შეჭრა. ერთი ისიც ვიკითხოთ, ჩატარებულა კი ოდესმე აფხაზეთში (თუნდაც მის ფარგლებს გარეთ) ანტიაფხაზური მიტინგი. ანტიბოლშევიკური, ანტიკომუნისტური და ანტიიმპერიალისტური - კი ბატონო, მაგრამ ანტიაფხაზურს ვერ გავიხსენებთ, თუმცა, როგორ გაიხსენებ, როცა ასეთი რამ ცხადში არ ყოფილა. თუკი ნაპო მესხია კრემლის მიერ ინსპირირებული ავანტიურის წინააღმდეგ გამართულ მიტინგებს ანტიაფხაზურად ნათლავს, ისევე, როგორც რეაქციონერი სეპარატისტები, აქ საქმე სხვა სახის პრობლემასთან გვაქვს. საინტერესოა კიდევ ერთი ამონარიდის მოტანა, ოღონდ კომენტარის გარეშე, ვინაიდან ის ამას არ საჭიროებს, აქ ყველაფერი ცხადი და ნათელია: "...აფხაზური მხარე ომის დროსაც არაერთხელ გამოხატავდა მზადყოფნას ეწარმოებინა კონსტრუქციული დიალოგი. იგი ეძებდა კრიზისიდან გამომავალ გზებს და მიდიოდა დათმობებზე..." კომენტარს არა, მაგრამ წარმოდგენილ ციტატას რეპლიკის გარეშე დატოვება ნამდვილად არ ეგების - გუშინდელივით გვახსოვს და დღესაც ყურში ჩაგვესმის არძინბას მიერ უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან წამოსროლილი სიტყვები - ჩვენ მაინც გაიძულებთ ქართველებს პირველებმა გვესროლოთ, ჩვენ, აფხაზებს.
უაღესად მნიშვნელოვანია ამოვიკითხოთ ის მოტივი, რამაც აიძულა ჩვენი კოლეგა დაეწერა საკმაოდ მოცულობითი წიგნი და ეს მოტივაციაც მეტ-ნაკლებად იკვეთება - აფხაზეთის ტრაგედიის შემოქმედნი, ჩვენ, ქართველები ვართ, ეს არის სრული სიმართლე და სიმართლე აღმატებულ ხარისხში, რაზეც წამდაუწუმ მიუთითებს ნაპო მესხია. მოტივს შევეხეთ, მაგრამ ამ ოპუსის ლაიტმოტივს უყურადღებოდ დატოვება ნამდვილად არ ეკუთვნის, ეს რუსეთის აპოლოგიაა, კონფლიქტების დარეგულირებაში მისი უაღრესად პოზიტიური როლისა და ადგილის წარმოჩენაა, რასაც თითქმის ყოველ თავში მინიშნებით თუ აშკარად საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს ავტორი და აკუმულირებული სახით გვთავაზობს 208-ე გვერდზე: "...ყველაფერი აქსიომატურია, თუ კი გავიხსენებთ და მხედველობაში მივიღებთ საქართველოში ამ პერიოდისათვის შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. ამბობენ, რომ არ გაგვიმართლა კოლონიზატორთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იქნებოდა ინგლისი, საფრანგეთი თუ გერმანია. კი მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ სწორედ რუსეთის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენი როგორც ერის, ენისა და სარწმუნოების გადარჩენა. თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს ირანში ფერეიდნელი ქართველებისა და ტრაპიზონის ვილაიეთი თურქეთში, სადაც 5 მილიონამდე ლაზი (მეგრელი) მუსულმანი ცხოვრობს, რომელთაც დაკარგეს ეროვნება, ენა და სარწმუნოება. ასე რომ არავინ იცის რა დაგვემართებოდა რომ არა რუსეთი. ამის დავიწყება არ შეიძლება და საკუთარი პოლიტიკური დალტონიზმით არ შეიძლება გაამართლო მხოლოდ რუსეთის კოლონიალური მისწრაფებები. და კიდევ, არ შეიძლება ერთმანეთში აურიო რუსეთის პროიმპერიული ძალები და ჩვენი ერთმორწმუნე რუსი ხალხი: უნდა განვასხვავოთ ხალხი და მისი კულტურა პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან. ერთი სიტყვით, "ნე სლედუეტ ნავოდიტქ ტენქ ნა პლეტენქ" ი "პუგატქ ბოჟიღ დარ ს ჭჩნიცეღ""! ამგვარი სახის სხვა დარიგებებიც არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენში, როგორც პოლიტიკოსების, ასევე პოლიტიკისაგან საკმაოდ შორს მყოფი სუბიექტების მხრიდან და მათ მიერ გამოთქმული ნააზრევის ახსნას და მისთვის შეფასების მიცემას ნამდვილად არ სჭირდება დიდი ძალისხმევა - მონობას, თანაც კონკრეტულ, რუსულ მონობას დანატრებული ადამიანის მსჯელობაა ეს და სხვა არაფერი. თუმცა ნაპო მესხია წინასწარი განზრახვით გვმოძღვრავს, რათა უკვე დამოძღვრილმა მნიშვნელოვანი არჩევანი, გააკეთოს მავანმა და აი, არჩევანი - რომელსაც ჩვენი კოლეგა გვთავაზობს "...უარი უნდა ვთქვათ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლაზე, თუკი არ გვსურს საბოლოოდ დავემშვიდობოთ აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს! ადამიანი ან ბრმა ან მოღალატე უნდა იყო, რომ ყოველივე ეს არ დაინახო და არ გაიგო! ეს უნდა შეისმინოს და გაიგოს ყველამ!" აი, სად ყოფილა, როგორც ჩვენში იტყვიან, ძაღლის თავი დამარხული. ამგვარ შემთხვევაში ამბობენ, შეკითხვები არ არის და არც შეიძლება არსებობდესო. თუმცა, როგორც ავტორი ფიქრობს ავანტიურისტ და ურწმუნო თომებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე და სწორედ მათ გასაგონად აცხადებს, რომ "...რუსეთთან შეიძლებოდა საერთო ენის მოძიება და ეტაპობრივად საკითხების გადაჭრა. იგი დგამდა შემხვედრ ნაბიჯებს და არაერთხელ..." (გვ..208) და ამის დასტურად მოჰყავს სრულიად საეჭვო ფაქტები. სიტყვამ მოიტანა და ჩვენი კოლეგის მიერ მოტანილ უმრავლეს "უტყუარ" ფაქტს ერთი განსაკუთრებული თავისებურება გააჩნია - მათი გადამოწმება შეუძლებელია მიზეზთა გამო, რომელთაგან გამოვყოფ აპელირებას ფაქტში დამოწმებული აწგარდაცვლილი პიროვნებებით, მაგრამ რას იზამ, ისინი რომ ამქვეყნად აღარ არიან, ავტორის ბრალი ხომ არ არის. ნამდვილად არ არის და უმჯობესია ამ თემაზე საუბარი ამით დავასრულოთ. თუმცა, ჩვენი კოლეგა რუსული იმპერიული ლოგიკის მოშველიებით უღრმავდება საკითხს, წვდება აშშ-ს და გვაფრთხილებს, რომ ძია სემი ცუდია, მასთან ყოფნა სავალალო შედეგის მომტანი იქნება ჩვენთვის და სწორედ ამიტომ მისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ: "მსოფლიოს ხალხებს ახსოვთ 1945 წლის ნიმუშის ამერიკა, რომელმაც ატომური ბომბები დააყარა ხიროსიმასა და ნაგასაკის მშვიდობიან მოსახლეობას... ხალხს ახსოვს ამერიკა კორეასა და ვიეტნამში... ხალხს არ დავიწყებია ამერიკა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე ნატოს ძალებით ბომბავდა ბელგრადს, და ბოლოს ხედავენ თუ როგორ ახორციელებენ "გადამწვარი მიწის" პოლიტიკას ერაყსა და ავღანეთში დემოკრატიის მოშველიებით და ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება ადამიანის უფლებათა, სხვა პოლიტიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის ეგიდით, ხოლო სინამდვილეში ყველაფერი ხორციელდება მისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე" (გვ.224.) ასეთი გახლავთ ნ.მესხიას მიერ დანახული და ჩვენთვის მოწოდებული ბუა - ამერიკა. ავტორი გვერდს არ უვლის ამ ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მაზოხიზმით გაჯერებულ აფხაზთა წინაშე ბოდიშის მოხდის დაუოკებელ სურვილს და მოგვიწოდებს "...აღვივსოთ ვაჟკაცობით და ყველას გასაგონად წარმოვთქვათ: დამნაშავეები ვართ, გვაპატიეთ, ხალხო, ვინანიებთ!!! ამასთან მნიშვნელოვანია თუ ვინ წარმოსთქვამს და როგორ იტყვის ამას! ...ამისათვის უნდა გაგაჩნდეს ვაჟკაცობა, მაღალი ზნეობრიობა, ეროვნული ღირსება და მორალი!" (გვ.221). თურმე ნუ იტყვით და ვაჟკაცობა, მაღალი ზნეობრიობა, ეროვნული ღირსება და მორალი სჭირდება, ბოდიში მოუხადო მათ, ვინც ქართველთა მიმართ მტრობა იდეოლოგიად გაიხადეს, ვინც მხეცური აღტკინებით გვიუპატიურებდა დედებს, დებს და შვილებს, ვინც ჩვენი ძმების სადისტურად მოკვეთილი თავებით ფეხბურთს თამაშობდა, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა გენოციდსა და ეთნოწმენდაში, ვინც უაპელაციოდ და გამომწვევად დაეუფლა თაობების მიერ შექმნილ ქართველთა მატერიალურ ფასეულობებს და ბოლოს, მათ, რომლებმაც მამა-პაპეული საფლავების მონახულება საოცნებოდ გაგვიხადა. ეს ყველაფერი იმ ზღვარს სცილდება, სადაც სრულდება მორალი და ზნეობა და იწყება დანაშაული და ღალატი. სხვა შემთხვევაში რამ უნდა გაიძულოს ანალოგი მოუძებნო ქართველთა მიერ აფხაზებისათვის სათქმელ ბოდიშს და გერმანიის მიერ მსოფლიოს წინაშე წარმოთქმულ ბოდიშს. აქ აქცენტები ისეა აღრეული, რომ ჩვენი კოლეგა გერმანულ ფაშიზმსა და აფხაზთა მიმართ ქართველების მიერ ჩადენილ "დანაშაულს" ერთ სიბრტყეში აყენებს. აი, ეს არის მზაკვრობაც, დანაშაულიც და ღალატიც. მზაკვრულად იყენებს ნ.მესხია იმ ფაქტებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასახავს კიდევაც რეალობას, მაგრამ მათი არგუმენტებად გამოყენება, საზიანოა ქვეყნისათვის, იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც ძალა და ენერგია არ უნდა დაიშუროს ტერიტორიული გამთლიანებისათვის, დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნებისათვის მამა-პაპათა სამყოფელში. ამგვარი ფაქტები არა თუ უნდა გამოამზეურო, არამედ საგანგებოდ უნდა შეფუთო და გადამალო, მანამ, სანამ მისი სააშკარაოზე გამოტანის ჟამი არ დადგება და ეს ის დრო იქნება , როდესაც აფხაზი და ქართველი ერთნაირი პრინციპულობითა და სიმკაცრით მოითხოვს როგორც ქართველი, ასევე აფხაზი დამნაშავის გასამართლებას, როდესაც ბოდიშს ერთმანეთს კი არ მოუხდიან, არამედ უფალს სთხოვენ პატიებას და მის წინაშე მოინანიებენ უხვად ჩადენილ ცოდვებს. ავანტიურიზმის იშვიათი ნიმუშია საკმაოდ მოცულობითი მერვე თავი "...ბოლო სიტყვა, ანუ აფხაზეთის ტრაგედიის მეგრული შემდგენელის შესახებ", რომელიც მეცნიერ-სპეციალისტის კომენტარს სრულიად არ საჭიროებს, თუნდაც იმიტომ, რომ მავანი და მავანი მეცნიერი არ ჩაერთოს იმ ტრაგი-კომიკურ ფარსში, რომელიც დასაფუძვლებული იქნება შოთა რუსთაველის მეგრულ თუ არამეგრულ წარმომავლობაზე. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ კოლხურ-მეგრული თემატიკა სამწუხაროდ, დღესაც ვეტოდადებულ საკითხად ითვლება ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში და ნამდვილად საჭიროებს აქტუალიზაციას; რომ მეგრელებთან და სამეგრელოსთან დაკავშირებით ბევრი სცოდავდა და ნაკლებად, მაგრამ დღესაც სცოდავს; რომ საქართველოს ისტორიის კოლხური შემადგენელი მხოლოდ ზედაპირულად არის წარმოდგენილი სახელმძღვანელოებსა თუ სპეციალურ ლიტერატურაში; რომ ნამდვილად იკერებოდა შავზე თეთრი ძაფით ე.წ. "მეგრული საქმეები"; რომ ნამდვილად ხორციელდებოდა მეგრელთა და სამეგრელოს "გონსმოყვანის" სადამსჯელო ოპერაციები, მაგრამ იმ სახითა და შინაარსით, როგორითაც ნაპო მესხია წარმოგვიდგენს თემას, უფრო მეგრული სეპარატიზმის (რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ჩემის ღრმა რწმენით არც არასოდეს იარსებებს) წახალისებაა, ვიდრე საკითხის გარშემო კეთილსინდისიერი მსჯელობა, ხოლო პრობლემის იმ კონტექსტში განთავსება, რა კონტექსტშიაც ადგილდამკვიდრებულია იგი ჩვენი კოლეგის ნაშრომში, სხვა არაფერია, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შეუნიღბავად უპირისპირდება ქართულ სახელმწიფოს. მთლიანობაში, ბ-ნ ნაპო მესხიას წიგნი "როგორ სხვისდებოდა აფხაზეთი" ხელს უწყობს არა "მწარე სიმართლის" გამჟღავნებას, არამედ სინამდვილის კიდევ უფრო გამრუდებას და ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ კონტექსტში მის წარმოჩენას. წიგნს არათუ არ აქვსო "სამკურნალო თვისებები", პირიქით, იგი დამატებით წარმოშობს კიდევ ახალ გვერდით მოვლენებს", დაავადებებს დაუსჯელობისა, ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი არნახული ბოროტმოქმედებების გამართლებისა და ა.შ. აღნიშნული წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანს პირველ რიგში შემდეგი კითხვა უჩნდება: რატომ არის ავტორი ასე გაბოროტებული და დაბოღმილი საკუთარი კოლეგების, უმაღლესი საბჭოს როგორც ინსტიტუციის მიმართ. თამამად შეიძლება ორი მთავარი მიზეზი დასახელდეს: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ბ-ნი ნაპოს კანდიდატური
This post has been edited by kvirike on 22 Nov 2016, 16:24
--------------------
მცხეთას დარისხდნენ ზარები, მოსვლასა ხმობენ მტრისასა, ამაიჰყვა არაგვს ძახილი - მუხლს ვინ შაიბამთ მგლისასა?!
სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლული ვარ სამჯერა, ერთხელ სიკვდილი რას მიზამს?! ერთხელ სიკვდილის არ მჯერა!
|