ერთმა საინტერესო მამაომ მითხრა სიტყვები რომელიც რაღაცნაირად ჩამრჩა
გულში
ნუ დასცინი და ლანძღავ ადამიანს ადამიანის ლანძღვა იგივე ღმერთის ლანძღვაა რადგან შენ მის შემოქმედებას
აბუჩად იგდებო,
რაც ამ კაცმა იკადრა უკადრებელი ცხადია, ცხადია და ამას გამართლება როგორ შეიძლება ქონდეს,
თუმცა ამ სტატიას წავაწყდი და ინტერესით გადავათვალიერი
http://geworld.ge/ge/1828/_ თქვენ ახსენეთ დასაწყისი და დასასრული. გამახსენდა სახარების ერთი პასაჟი: მაცხოვარს მოწაფეებმა ჰკითხეს: _ როგორი იქნება დასასრული? იესომ უპასუხა: _ იცით კი დასაწყისი? (ეს ადგილი მართლაა სახარებაში?) როდის დაიწყო რეზო ამაშუკელი როგორც პოეტი?
_ ზედმეტი თავმდამბლობის გარეშე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ მეტისმეტი თავმდაბლობა უზრდელობას ჰგავს, ვაცხადებ: მე რომ პატრონი მყოლოდა, პირველად ლექსი რომ დავწერე, მაგრად უნდა ვეცემე და ამ უბედურებას გადავრჩებოდი მეც და მკითხველიც.
სანამ წერა-კითხვას ვისწავლიდი, დედაჩემისგან მახსოვს, ლექსებს ვამბობდი, დაულაგებელს, ბავშვურს.
დედა, თავისი გენიალური გარეგნობის მიუხედავად, მკაცრიც იყო. ძალიან ლამაზი იყო. ყველა დედა ყველა შვილისთვის ლამაზია, მაგრამ… პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლების მესვეურების დედებზე ლამაზი იყო… მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკას არ შევეხებოდით.
დედას სახეები ახსოვდა.
მე სხვა პროფესია არც მქონია, არც მდომებია. თუმცა 14 წლის რომ გავხდი, დირიჟორობაზე დავიწყე ოცნება, მინდოდა, რომ ჩემი “ბიგ-ბენდი” _ “დიდი ბანდა” მყოლოდა.
ზოგ-ზოგს ჰგონია, რომ პრეზიდენტობა პროფესიაა და აცხადებს, რომ პრეზიდენტი რომ არ ვყოფილიყავი, არქიტექტორი გამოვიდოდიო…
This post has been edited by tengo9786 on 2 Sep 2021, 22:18