შემოვლენ ახლა "ჭკუის კოლოფები" და დაწერენ 300-ზე ზემოთ არ უნდა იყოს ზღვარიო... დოლარი გადის ქვეყნიდანო... ამიტომ ეგ ნივთი აქ უნდა იყიდო აქაური "ღორსმენის" ჩამოტანილი სამმაგ ფასშიო... სამაგიეროდ ქვეყანას დაეხმარებიო...

თუ მაქვს კონკრეტული ნივთის უფრო იაფად შოვნის ვარიანტი პირველწყაროდან, რატო უნდა ვამდიდრო ტიპი, რომელიც მინიმუმ სამმაგ ფასად მტენის იგივეს იმიტომ რომ თვითონ ჩამოიტანა...
შარშან გამიჩალიჩა მასე თეგეტამ... ბაბინა გამიფუჭდა მანქანაზე. 1 ცალი + შეცვლა, 150 ლარი გადამახდევინეს. 8 თვეში ისევ გაფუჭდა იგივე სავარაუდოდ იაფფასიანი ჩინური ნაგავი. ამოვწერე ნაწილის ნომერი და იბეიდან კომპლექტი, 6 ცალი ორიგინალი, ( ერთი არა, ექვსი ! ) 6 ცილინდრიანი ძრავისთვის დამიჯდა 150 ლარი... შეცვლით უმარტივესად შევცვალე...
გვერდით თემაში დაწერა ერთმა სანტექნიკმა, გამოწერას ჯობია ლილოში იყიდეთო. და დოლარი აღარ გავა ქვეყნიდანო... თითქოს ლილოს გადამყიდველს დოლარში არ ქონდეს ნაყიდი ჩინეთიდან ან თურქეთიდან..
Novus ordo seclorum...