იანდექსი მაგრად ჩალიჩობს...
მოკლედ უკლონი ახლაც მასე მუშაობს მგონი... 4კ -2 ლარიო აწერია...
სამსახურიდან სახლამდე მოვყავვარ 4 ლარად, მაგის სქემა ესეთია...
4 +U2, ანუ 4 ლარს მე ვდებ 2 ლარს უკლონი უმატებს,
წესით ეგ ზაფხულში უნდა დაემთავრებინათ, 1 სექტემბრამდე იქნება აქციაო... როგორც ჩანს მიზანს ვერ მიაღწიეს და ჯერ კიდევ მუშაობს ეგ ტარიფი...
ახლა იანდექსის თემაც იგივეა ოღონდ მეტს უხდის მძღოლებს...
სახლამდე მოვყავვარ კილომეტრაჟით ითვლის და 3 ლარი გამოდის სადღაც... + დროს ამატებს, ყოველი 1 წუთი 10 თეთრია მგონი...
მაქსიმუმ 3,20 გადამიხდია... ისე კი 2,40-იც გამოსულა საღამოს საათებში...
ხოდა იმ დღეს დავაკვირდი და შეკვეთის ბოლოს რომ მიაჭირა ჩემს თანხას + 5 ლარი დაუწერა იანდექსისგან.
ხოდა დასკვნა: რაც მეტი შემოვა მით უკეთესი კაცო... სხვაობა იხადონ და იყვნენ... მითუმეტეს ღრუსების კომპანიებმა

მძღოლებიც ხეირობენ და მეც 3-4 ლარად დავდივარ... აბა ისე რომ ვაკეში გააჩერო ტაქსი და ისანი უთხრა გონებას კარგავენ ეგრევე 7-8 ლარიო და ოდნავ საცობი თუ შეინიშნება მელიქიშვილზე სისხლიანი დორბლი გადმოსდით და 9-10 ლარს იძახიან ეგრევე

ისე კი მგონი ბევრი კომპანია რომელიც შემოდის, ფულს ათეთრებს აქ და იმიტომ იხდიან ზედმეტ 2 ლარსაც და 5 ლარსაც

გამოვშტერდი მე რატომ უნდა გადამიხადოს იანდექსმა იმაზე მეტი ვიდრე მე ვიხდი...
ხოდა მძღოლმა თუ დაიწყო წუწუნი ეს რა ტარიფიაო 2-3 ლარს წერსო უნამუსოს შემოარტყით ეგრევე, ჩალიჩობენ რომ ხურდაც დაიტოვონ

იყო მცდელობები და მაგიტომ ვამბობ...
დღეს დავიწყე ტაქსაობაო და ეს რა ტარიფია გავგიჟდი, სახლში ლუკმა პური ვერ უნდა მივიტანოო და ა.შ