ინტერვიუ ბოგოტას ყოფილ მერთან. ნარმანია მობეჭდე და ძილის წინ წაიკითხე ხოლმე.
1995 წლამდე ბოგოტა, კოლუმბიის დედაქალაქი, იყო მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე დაბინძურებული, საშიში ქალაქი.
ენრიკე პენიალოსა, ბოგოტას ყოფილი მერი, არის ადამიანი რომელმაც კარდინალურად შეცვალა სიტუაცია.
დღეს ბოგოტა ჰგავს ევროპულ ქალაქებს, სხვა ლათინოამერიკული მეგაპოლისებისგან განსვვებით, რომლებიც საცოებებში და გამონაბოლქვში იხრჩობიან.
ენრიკე პენიალოსას გამოცდილება იმედს გვაძლევს, რომ შეიძლება თბილისის ტიპი ქალაქი გახდეს კომფორტული საცხოვრებლად.
დღეს ენრიკე პენიალოსა ხელმძღვანელობს ნიუ იორკის ტრანსპორტის განვითარების ინსტიტუტს,
პენიალოსამ უარი თქვა ქალაქში გზების მშენებლობაზე, პრიორიტეტად დაისახა საფეხმავლო ზონები, ველობილიკები, პარკები, სკვერები, საბავშვო ბაღებები და სკოლები ყველა რაიონებში. მის დროს შეიქმნა ბოგოტაში ავტობუსების ქსელი ტრანს მილენიო, რომელიც მსოფლიოში ერთი ერთ საუკეთესო ითვლება. ტრანსმილენიოს ავტობუსების მეშვეობით ქალაქში მანქანების ტრაფიკი 40%-ით შემცირდა.
საფეხმვლო ზონებზე.
კარგი ქალაქი არის ქალაქი, რომელშიც ხალხს უნდა ქუჩში ყოფნა. თუ ქალაქში კომფორტულად გრძნობენ თავს მოხუცები, ბაშვები, ინვალიდები, ღარიბები, ესეიგი ეს ქალაქი კარგია. თნამედროვე, განვითარებული ქალაქის პრინციპები დღეს ასეთია: პრიორიტეტი ეძლევა რა მანქანას, არამედ ფეხით მოსიარულეებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ველოსიპედებს. ტროტურები არის დემოკრატიული ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ყველზე მნიშვნელოვნი ელემენტი.
ბოგოტას ერთ ერთი ქუჩა ტროტუარზე მანქანების დაყენების კრძალვამდე და შემდეგ.

გზების რაოდენობა არ განსაზღვრავს თუ რომელი ქალაქია ჩამორჩენილი და რომელი პროგრესული.ამ სხვაობას განსაზღვრავს საფეხმავლო ზონები. ჩამორჩენილი ქალაქების უმთარესი პრობლემაა ტროტურებზე დაპარკინგებული მანქანები. პარიზმა 10 000 საპარკინგო ადგილი გააუქმა ველობილიკისთვის.
კინაღამ მერიიდან გამომაგდეს, როცა ტროტუარებზე მანქანებთან ბრზოლა დავიწყე. ეს იყო ნამდვილი ომი. მეუბნებოდან, ნუ ხარ ასეთი ჯიუტი, მანქნების ადგილი ისედაც არაა, შენ კიდევ პარკინგის ადგილებს აუქმებო. ჩვენ დავიწყეთ დიდი საგანმანათლებლო კამპანია, სადაც ბოგოტას მაცხოვრებლებს ვუხსნიდით, რომ ტროტუარი არ რის სამანქანო გზის გაგრძელება, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია გაისეირნო, დაათვალიერო ქალაქი, შეხვდე ნაცბობებს, გამოესაუბრო. ტროტუარი არის პარკის, სარეკრეაციო სივრიცს გაგრძელება.
მსოფლიოს განვითრებულ ქალაქებში მოქალაქეები გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. არა იმიტომ რომ შეგნება აქვთ, უფრთხიდებიან ერთმანეთს და ეკოლოგის, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ. თუ მანქანას ვერსად აპარკინგებ, გიწევს უმანქანოდ მისვლა. ეს არის საცობების პრობლემის გადწყვეტის ერთდერთი გზა.
კიდევ ბევრ საინტერესო რამეს ამბობს ეს კაცი, ვისაც გინდათ წაიკითხეთ
http://gaibrest.by/?p=5100ბოგოტას ცენტრალური მოედანი, შადარეთ თავისუფლების მოედანს.

უამრავი საფეხმავლო ზონა და არამარტო ცენტრში ჩვენ კიდევ 300 მეტრიან პლეხანოსვ გვამადლიან

რელიეფი, ესეც ნახეთ, თბილისის უნიკლურ რელიეფზე რომ არ ილპრაკოთ


საფეხმავლო ზონა და ავტობუსის გზა, ადრე აქ მანქანები ეყენა.
ჩვენთან სტაიანჩიკი გამოჩნდებოდა ეგრევე, თავსიუფალი სივრცე!!!


ველობილიკები მთელ ქალაქში. წარმოიდგინეთ ზაჰესიდაან ორთაჭალმდე რომ ველოთი მიხვიდე!

ტრანსმილენიუმი, ერთ ერთი სუკეთესო ავტობუსების ქსელი მსოფლიოში.


შემეძლო უამრავი ევროპული ქალაქის მაგალითი მომეყვანა, მგრამ ლათინური ამერიკა იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ მენტალიტეტზე და ხალხის შეგნებაზე აღარ ილაპრაკოთ.