რა უნდა დაეშავებინათ იმ უბედურებს.
საქართველო ყოველთვის გაჭირვებული, დაჩაგრული, გაუბედურებული ქვეყანა იყო.
გლეხი თუ თავადი, არავინ იყო დალხენილი.
გაჭირვებაა ყველა უბედურების სათავე...
გასაყიდი რომ არაფერი გვქონდა, ადამიანებით ვაჭრობა ხდებოდა.
მეცოდება ჩვენი ხალხი და ქვეყანა.
ერთი სევდიანი მოთხრობა იდო ერთხელ აქ ფორუმზე.
იქნებ ვინმეს გახსოვდეთ:
უცხოელ კოლეგებთან ერთად მგზავრობდა ერთი ჩვენებური.
რიკოთში თუ სადღაც შეჩერდნენ. ვიღაც იქაური გამოელაპარაკათ.
მერე პატივისცემა მოინდომა: სახლში ჩავალ, ღვინოს მოგართმევთო.
ესენი არ დაელოდნენ.
ეს ქართველი დაძრული მანქანიდან ხედავდა ჯერ როგორ მორბოდა ის გლეხი,
შემდეგ როგორ გაწბილებული შეჩერდა.
რაც კანდიდატობაზე უარი მივიღეთ, სულ ის მოთხრობა მასხენდება.