სალამი
ფორუმელებისთვის კარგად ცნობილი თემაა, რომ ჩვენი ფონდი, რამდენიმე წელია, მუდმივ მზრუნველობას უწევს 5-6 მრავალშვილიან ოჯახს
ყველა ჩვენი ღონისძიება შეგიძლიათ ნახოთ შესაბამის თემაში და ფაცებუკის გვერდზე (ამჯერად ამაზე არ შევჩერდები)
ძირითადად გვაქვს ადამიანური რესურსის და ტავისუფალი დროის პრობლემა, ამ პრობლემის ნაწილობრივ მოსაგვარებლად გადავწყვიტეთ, პატარა ტენდერივით რაღაც გამოვაცხადოთ,
ყოველთვიურად სურსათის და ჰიგიენის საშუალებების შესყიდვაზე
ჩვენი მოთხოვნები ასეთია:
1. აუცილებლად გვჭირდება შესყიდული პროდუქციის სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის მომენტშივე, უნაღდო ანგარიშსწორებას ვახორციელებთ ადგილზე, ტერმინალის მეშვეობით, შესაძლებელია გადარიცხვაც, თუმცა ეს უკანასკნელი განიხილება ბოლო ვარიანტად

(ამ ზედნადებზე ვაწერინებთ ხელს, რომ გადავეცით შესაბამისი პროდუქცია)
2. პროდუქცია უნდა დაფასოვდეს ცალცალკე ოჯახების მიხედვით და შესაბამისად სასაქონლო ზედნადებიც უნდა იყოს იმ კონკრეტული ოჯახისთვის
3. მაქსიმუმ 40 დღის შუალედში ერთხელ მაინც დაგვჭირდება 5-6 (შესაძლოა მეტიც) ოჯახისთვის ცალცალკე პაკეტის გაკეთება
(ერთი ოჯახისთვის მინიმალური შეკვეთის მოცულობას სურათად დაურთავ პირველ პოსტს)
4. როგორც მოვიკითხეთ ძირითადად ჭირს ბოსტნეულის დაფიქსირება ზედნადებებში, მაგრამ ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩვენ რაციონში რაც მიგვაქვს ოჯახებთან, საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ბოსტნეულს
მემგონი ყველაფერი დავწერე რაც მინდოდა მეთქვა

მზად ვართ ვუპასუხოთ შეკითხვებს
იმედია თემას დახურვა არ ემუქრება

სურათში შეკვეთა ორადაა გაყოფილი, ბოსტნეულია გამოყოფილი, იმ შემთხვევისთვის, თუ ბოსტნეულისთვის ცალკე ზედნადების გაკეთება იქნება საჭირო,
სხვა შემთხვევაში ერთიანი შეკვეთაა
This post has been edited by Gambino on 25 Nov 2016, 15:33
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)