საინტერესო თემა წამოჭერი რა თქმა უნდა

პოპულიზმი რჩება პოპულიზმად და მოდი აქ იმაზე ვისაუბროთ თუ მართლა რა გაკეთდება რაც არაა ზღაპარი.
ენერგოდამოუკიდებლობა არის აუცილებელი და ამიტომ შენდება ჰესები, ამის მიღწევა არის რეალური
ექსპორტსაც მივესალმები რა თქმა უნდა, მაგრამ ზამთარში გვიჩნდება პრობლემები და აქ უნდა გამოვიჩინოთ ყველაზე დიდი სიფრთხილე და ყურადღება
ექსპორტზე დავგუგლე რაღაცეეები და ეს მოვიძიე
თურქეთთან, კერძოდ ბორჩხას ქვესადგურთან დამაკაშირებელი 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზი და ახალციხის ქვესადგური „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში აშენდა. ქვესადგურში მუდმივი დენის ჩანართი (Back to Back) დამონტაჟდა, განხორციელდა ახალციხის, ზესტაფონისა და გარდაბნის ქვესადგურების ურთიერთმაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების “ვარძია 500” და “ზეკარი 500” მშენებლობა/რეაბილიტაცია.