ყველა პატრიოტმა, რომელსაც დედოლარიზებულად უძგერს გული სამშობლოსთვის, უნდა იცოდეს, რომ 50$-ის ერთჯერადად დხურდავება არაა საკმარისი.
იმისთვის რომ სავლუტო პლანშიც, ვალმოხდილი წავიდეთ ამ ქვეყნიდან (რაც არც ისე შორეული პერსპექტივაა ამ მთავრობის შემხედვარე) სულ ცოტა ასეთი ღვაწლი უნდა დავდოთ ქვეყნის ფულად სისტემას:
1. ვიყიდით 100 დოლარს არსებული საბაზრო კურსით. ვთქვათ 1$ - 2,68 ლ = 268.00 ლარად. თუ დოლარი საყიდელი არა გვაქვს და სადმე გვაქვს "დაზაგაჟნიკებული", მით უკეთესი.
2. მომდევნო დღეს ამ 100 დოლარს ვყიდით ძალიან დაბალი, არასაბაზრო კურსით 1$- 2.00 ლარად და მივიღებთ 200.00 ლარს.
3. ამ 200 ლარით, იმავე დღეს ისევ უნდა შევიძინოთ არანაკლებ 100$ რა თქმა უნდა ისევ საბაზრო კურსით. ცხადია რომ დანაკლისი თანხა ჩვენ უნდა დავამატოთ იმ 200 ლარს.
4. მომდევნო დღეს, ამ 100$ ისევ ვყიდით არასაბაზრო, დაბალი კურსით 1$- 2.00 ლარი. მიღებული თანხით კი ისევ ვიყიდით 100$ საბაზრო კურსით. დანაკლისს რა თქმა უნდა ისევ ჩვენი ჯიბიდან ვავსებთ, სასურველია ლარში აეღებული კრედიტით
და ასე პერმანეტულად, ვიდრე ლარის საბაზრო კურსი ჩვენს მიერ დაჟინებულ 1$- 2.00 ლარს არ გაუთაბრდება.
აი ასე იქცევა ყველა ჭეშმარიტი, თეთრით ცენტამდე პატრიოტი.
This post has been edited by masai11 on 15 Dec 2016, 17:12