ვააჰ, აი ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი რომ როდესმე რამეში დეგას დავეთანხმებოდი, მაგრამ ეს დღეც დადგა

კრისტალი სიმართლე იბაზრა ბატონმა დეგამ - აირჩიეთ 41 ? ნუღა წუწუნებთ !
ლარი საახალწლოდ 2.6 ზე გაჩერდება, მერე ცოტა ქვევითაც ჩამოვა, მარა ზაფხულამდე 3 დაიდება უპრობლემოდ.
აქვე ავღნიშნავ რომ პრემიერსაც ვეთანხმები და ეს ზრდა იმპორტის ზრდის ხარჯზეა, საახალწლოდ კი ყოველთვის იზრდება იმპორტი, ასე რომ მთავრობას ტყუილად ნუ ტენით, თქვენი ბრალია, საახალწლოდ რო სუფრა გინდათ და საუქრები გინდათ, საიდანმე ეს ყველაფერი ხომ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში ?
კიდევ სუბარსაც დავეთანხმები - არც პური გაძვირებულა და არც კარტოფილი, ასე რომ პერო გამოიღეთ, წუწუნს მორჩით და დაივიწყეტ რომ როდესღაც "საშუალო ფენა" იყავით.
ამ ქვეყანაში სულ ორი კატეგორია არსებობს - ღარიბები და მდიდრები. ვინც მდიდარი არაა, ჩაიჩოჩონ ღარიბებთან. თორე არ მოინდომეს აქ საშუალო ფენობა

პ.ს. მეც მეხება რაც დავწერე, ხოდა კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ სიმწრით ხელები მიკანკალებს კრეფისას და მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზის შემოტევებს ვიგერიებ აქ პოსტვით