მოკლედ, იზრდება ვალი(როგორც საშინაო, ასევე საგარეო) კოლოსალურად(დაგეგმილზე მეტის აღება უწევთ და წელს მხოლოდ საშინაო ვალი აიღეს 135 მილიონით მეტი და კიდევ აპირებენ წლის ბოლომდე), მთავრობა ვერ იღებს უცხოურ გრანტებს (რადგან ნდობა დაკარგულია საფინანსო წრეებში), ლარი დიდი ტემპებით უფასურდება და მთავრობა ვერაფრით ვერ აჩერებს, ბოუჯეტის დეფიციტი იზრდება დღეს წარდგენილი ბიუჯეტით 1 მილიარდ 200 მილიონამდეა ანუ საბიუჯეტო ხარჯი შემდეგ წელს იქნება 12 მილიარდ 600 მილიონი, ხოლო შემოსავალი 11 მილიარდ 457 მილიონ ლარი, დეფიციტის შევსება კი რათქმაუნდა ვალით მოუწევთ
ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მცირდება, მსოლფიო ბანკმა წელს ნაცვლად 3,4%-ისა იქნება 2,7%-იო, ხოლო მომავალ წელს ნაცვლად 5%-სა იქნება 4%-იო
ვითარება ძალიან მძიმდება, ვალის პროცენტულობა მშპ-სთან იზრდება და დეფოლტის საშიშროება იქმნება
ესენი კი ნაცვლად ადმინისტრაციული და ფუფუნების ხარჯების შემცირებისა, გადასახადებს ზრდიან და ასე სურთ დეფიციტის შევსება, ტაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას ეკონომიკაში (დაიკარგება სამუშაო ადგილები, ბიზნესს შეუმცირდება შემოსავალი და ა,შ)
კარგად წაიკითხეთ ეს სტატია რეზონანსის
------------------------------------
ეკონომიკა ხაფანგშია, უკვე დეფოლტზეც ალაპარაკდნენ
დავით ასლანიშვილი: "სამომავლოდ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და შეიძლება ქვეყანა გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს"
საქართველოს ეკონომიკა ხაფანგშია. ლარის რეკორდულმა გაუფასურებამ პროცესები ქვეყანაში იმდენად დაამუხრუჭა, რომ გონზე მოსასვლელად და ძალების მოსაკრებად ახლად დაკომპლექტებულ მთავრობას დრო არ ეყოფა. საბედისწეროდ ემთხვევა ერთმანეთს ლარის გაცვლითი კურსი და ვალების გასტუმრების პერიოდი, რაც ქვეყნის გადახდისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს. როგორც ფინანსისტები ამბობენ, ყველაზე დიდი პრობლემა, შესაძლოა, მთავრობას სწორედ ვალებთან დაკავშირებით შეექმნას.
2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობას შიდა ვალის სახით 200 მილიონი ლარი უნდა აეღო, მაგრამ 4 ნოემბრის მდგომარეობით, ვალის მოცულობა უკვე 335 მილიონ ლარს აღწევს. ოქტომბრის თვის მონაცემებით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.8 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 10.7 მლრდ საგარეო ვალია, ხოლო 3.1 მლრდ - საშინაო.
მოვლენები ისე ვითარდება, რომ ქვეყანას ეკონომიკური მავთულხლართიდან თავის დაძვრენა ძალიან გაუჭირდება. არანაკლებ საგანგაშოა ის ტენდენცია, მთავრობა გამოსავალს ისევ ვალების ზრდაში ხედავს. ამ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა კიდეც, რომ საშინაო ვალი უნდა გაიზარდოს.
"დღეს ჩვენი მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის 41.2%. აქ მნიშვნელოვანია თვითონ სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია - 78% არის საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი - 22%. საგარეო ვალთან მიმართებაში მრავალმხრივი არის 55%, ორმხრივი არის - 13%, ხოლო ევრობონდები - 9%. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს 2.1%-ს და დაფარვის ხანგრძლივობა დღეიდან მოყოლებული არის 10 წელიწადზე მეტი.
საშინაო ვალი არის გასაზრდელი. ამას ჩვენ განვიხილავთ, როდესაც სახელმწიფო ვალის სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
"ბიზნეს-რეზონანსი" სპეციალსტებთან შეეცადა გარკვევას, რა პრობლემას შექმნის ლარის გაუფასურება ვალის მომსახურებასთან დაკავშირებით და რა შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას შიდა თუ საგარეო ვალების ზრდა, რისკენაც მთავრობა ასე მიისწრაფვის.
თსუ პროფესორი დავით ასლანიშვილი შიშობს, რომ ქვეყანას ფინანსური ვალდებულების გასტუმრება გაუჭირდება. მეტიც, ასეთი ტემპით მიმავალი ქვეყანა, შესაძლოა, გადახდისუუნარო გახდეს და წელს თუ არა 2-3 წელიწადში დეფოლტამდეც მივიდეს, თუკი ეროვნულ ვალტასთან დაკავშირებით ზომებს დროულად არ მიიღებენ.
"წლის ბოლომდე გასასტუმრებელი თანხის რაოდენობა 1 მლრდ დოლარია, გაისად - 2,5 მლრდ დოლარის დაფარვა გვიწევს. აქ საუბარი არ არის, რომ ჩვენი მთლიანი საგარეო ვალი 15 მლრდ დოლარს შეადგენს. ამ თანხიდან 3,5 მლრდ პირდაპირ დასაფარი ვალდებულებაა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საგარეო ვალის გასტუმრება სწორედ იმ პერიოდში გვიწევს, როცა ლარი რეკორდულად არის გაუფასურებული.
მკვეთრი დევალვაცია განსაკუთრებით ამძიმებს საქართველოს გადახდისუნარიანობის საკითხს. სავალუტო რეზერვი, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია ასეთი გამოწვევის საპასუხოდ, საკმარისი არ არის. ამიტომ ვთვლი, რომ საერთოდ არაადეკვატური იყო სებ-ის პრევენციები, რაც მან განახორციელა წინასაარჩევნო პერიოდში და ამით ფინანსური რესურსი გაანიავა. მას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ერთი მხრივ, სებ-ი ყიდდა დოლარს, მაგრამ ორჯერ და სამჯერ ამატებდა ლარის მასას რეფინანსირების სესხებით.
ახლა ჩვენ ხაფანგში ვართ მოქცეული, რადგან სებ-ისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკით მივიღეთ სახელმწიფოს შიდა ვალის ზრდა 2,2 მლრდ ლარის ოდენობით. ეს რესურსი ამოღებულია კომერციული ბანკებიდან, მაგრამ არც ესენი დარჩნენ ვალში, რადგან მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხებს იღებდნენ, რითაც საქართველოს ფინანსური მდგრადობის საკითხი ძალზე დაამძიმეს", - განმარტავს ასლანიშვილი და დასძენს, რომ გაუფასურებული ლარის ფონზე ზამთრის გადატანა გაგვიჭირდება.
"საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის მკვეთრად გაუარესებული, სამომავლოდ კიდევ უფრო დამძიმდება და ჩვენ დავდგებით დეფოლტის წინაშე, როცა ქვეყანა შეიძლება გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს. სრულიად შეუსაბამო საკადრო პოლიტიკაა გატარებული და ჩვენ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვაგდებთ ქვეყანას. არაფერ შუაში არ არის მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურება, ნუ გადავაბრალებთ ჩვენ უუნარობას ამ ფაქტორს", - აცხადებს დავით ასლანიშვილი.
ის, რომ ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია და ამ სიტუაციიდან გამოსვლა გაუჭირდება, ფინანსისტი დავით წიქარიძეც ადასტურებს. მისი აზრით, გადახდისუნარიანობის საფრთხე ჯერჯერობით არ იკვეთება, მაგრამ არსებული კრიზისის წინაშე საქართველო საკმაოდ უიმედოდ გამოიყურება.
"გადახდისიუნარიანობის მხრივ საფრთხეს ჯერჯერობით ვერ ვხედავ ან მინდა, რომ არ დავინახო. ღმერთმა არ ქნას, ეს დრო დადგეს. ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო მთავრობამ თავი. რაღაც ზომებს თუ არ მიიღებენ და ლარის გაუფასურებაც ასე გაგრძელდება, დეფოლტამდე აუცილებლად მივალთ. დღეს ამ საფრთხეზე საუბარი ნაადრევი მგონია, მაგრამ არაფერია გამორიცხული.
მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ თავს ვერ ართმევს პრობლემის მოგვარებას. როგორ შეიძლება, გამოვიდნენ და ასეთ დროს ტაში დაუკრან ერთმანეთს და თქვან, რომ თურმე ეს რა კარგი გუნდია! გამოდის, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენ გვეჩვენება, რომ გვიჭირს.
ახალი ბიუჯეტია, ახალი მთავრობა და ამ შანსს ვერ ვიყენებთ. გამოდის, რომ უნდა ავიტანოთ ეს მთავრობა, რადგან ჩვენი არჩეულია და ვითმინოთ! არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ამ ტყუილების მოსმენა", - აცხადებს დავით წიქარიძე.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...3&id_artc=31566 This post has been edited by DIDGORI-GEO on 29 Nov 2016, 20:00