ok, მოკლედ:
დავიწყოთ ფეირვერკით. გემოვნების ამბავია თუ ვის ეჭირება ხელში ანთებული ფეირვერკი და ვის - ქათმის ბარკალი.
მე პირადად ბავშვებთან ერთად ვერთობი ფეირვერკით.
არის ხარისხიანი და შეღავათიან ფასიანი ქართული წარმოების ფეირვერკი? არ არის.
გარდა აიმისა, ჩინური ფეირვერკის ტრანსპორტირება/გასაღებაში ქართველი მშრომელია დასაქმებული და გადასახადიც ქართულ ხაზინაში იხდება.
ფეირვერკს რომ შევეშვათ და განვაზოგადოთ:
1. მე ვემხრობი თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი კონკურენციის პირობებს.
მთავრობის ჩარევა უნდა იყოს მინიმალური და განისაზვრებოდეს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე.
ვიზიარებ ჯონ ლოკის იდეებს და არაპრაქტიკულად მოვიხსენიებ რუსოსა და მარქსის შეხედულობებს - რაც მსოფლიო პრაქტიკამაც გვიჩვენა.
2. ნუთუ მართლა გგონიათ, რომ საახალწლო სავაჭროდ გასული მოსახლეობის უმეტესობა არა იმის ფიქრში იქნება: - თუ რა ვიყიდო იაფად?
არამედ, იმაზე დაიწყებს ფიქრს: - ეს ადგილობრივი კვერცხია თუ თურქული?
3. აქციის წარმატების შემთხვევაშივ კი, ეფექტი იმდენად უმნიშვნელო იქნება, რომ არ არსებობს არავითარი (მეცნიერული) საფუძველი იმისა, რომ ამით ეკონომიკას რამე ეშველოს.
თუ ეკონიმიკა არ იქნა ჯამრთველი, ასევე არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს (თუნდაც ერთეულებმა დროებით იხეიროს)
p.s.
ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ.
აქ კარავში მჯდარ აქციის მონაწილეებსაც არავიზე ნაკლებად არ უყვარდათ საქართველო და
არავიზე ნაკლებად არ იყვნენ დარწმუნებული საკუთარი ქმედებების ეფექტურობასა და სისწორეში.