გმადლობთ, თუმცა ეჭვი მაქვს საერთოდ არ გაეკარება ახალი თაობა საჯარო სამსახურს. ყოველ შემთხვევაში ამ თაობის მეტ-ნაკლებად პერსპექტიული ნაწილი. არანაირი ინდივიდუალიზმი და ინიციატივის გამოჩენის უფლება, უზარმაზარი ბიუროკრატია, პარტიიდან მოვლენილი ერთუჯრედიანი ხელმძღვანელობა, დაბალი ხელფასები, არასტაბილური სამუშაო... გიჟი კი არა ვარ
გუბერნატორის ხელფასი საქართველოში სულ 1000$-ია. მაგ თანხას მაგალითად საშუალო დონის თარჯიმანი დღეში აკეთებს, პროფესიონალი კი საათში. კარგ მზარეულს უფრო მეტი აქვს ხელფასი, ვიდრე უშიშროების მინისტრს

რა გამოდის? ან უნდა მოიპარო თანამდებობაზე, ან სხვა არაფერი უნდა შეგეძლოს, რომ მთელი ცხოვრება პარტიებში ირბინო. თან წარმატებას მიაღწევ და სექსის დროს სულ აქეთ-იქით უნდა იყურო, ნეტა საიდან მიღებენო

არ ვარგა ეგ ამბავი